თურქეთის პოლიციამ ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ჩატარებული ოპერაციის ფარგლებში 110 ეჭვმიტანილი დააკავა, – ინფორმაციას Reuters-ი სტამბოლის მთავარ პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ოპერაციის ჩატარებიდან ერთი დღით ადრე თურქეთის ჩრდილო-დასავლეთში სროლის შედეგად სამი პოლიციელი და ექვსი მებრძოლი დაიღუპა.
პოლიციამ რვა საათის განმავლობაში ალყა შემოარტყა ქალაქ იალოვას. ერთ-ერთი რეიდის დროს რვა პოლიციელი და უსაფრთხოების ძალების ერთი წევრი დაჭრეს.
პროკურატურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ოპერაციის დროს, პოლიციამ რეიდები ჩაატარა 114 მისამართზე სტამბოლსა და ორ სხვა პროვინციაში, რის შედეგადაც ძებნილი 115 ეჭვმიტანილიდან 110 დააკავეს.
შეგახსენებთ, სტამბოლის პროკურატურამ ერთი კვირის წინ განაცხადა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ 100-ზე მეტი წევრი დააკავეს, რომლებიც, შობისა და ახალი წლის დღესასწაულების აღნიშვნისას თურქეთში, კერძოდ, არამუსლიმების წინააღმდეგ, თავდასხმებს გეგმავდნენ.
წყარო: ipn.ge
მსგავსი სტატიები
- 67
დღეს პოლონეთში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რელიგიური და სახელმწიფო დღესასწაული, სამი მეფის დღე (Trzech Króli), აღინიშნება, რომელსაც კათოლიკური ეკლესია ეპიფანიას, ანუ უფლის გამოცხადებას უწოდებს. ეს დღე იმ ბიბლიურ ეპიზოდს უკავშირდება, როდესაც ბეთლემში შობილ იესო ქრისტეს სამი მოგვი -კასპარი, მელქიორი და ბალთაზარი ეწვია და მას, როგორც მეფეს, ღმერთსა და ადამიანს, სიმბოლური საჩუქრები: ოქრო,… - 67
ამერიკელმა და უკრაინელმა მომლაპარაკებლებმა განიხილეს ამბიციური მიზანი, რუსეთმა და უკრაინამ სამშვიდობო შეთანხმებას მარტისთვის მიღწიონ, თუმცა ეს ვადა, სავარაუდოდ, გადაიწევს ძირითად ტერიტორიულ საკითხზე შეთანხმების არარსებობის გამო, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, განხილული სქემის მიხედვით, ნებისმიერი შეთანხმება უკრაინელი ამომრჩევლების მიერ რეფერენდუმის ჩატარებას დაექვემდებარება, რომლებიც პარალელურად ეროვნულ არჩევნებშიც მიიღებენ მონაწილეობას.… - 66
ჩემო ძვირფასო თანამემამულეებო, დადგა გადამწყვეტი მომენტი. დახმარება, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ირანის მამაც ხალხს დაჰპირდა, უკვე მოვიდა. ეს ჰუმანიტარული ჩარევაა; მისი სამიზნე ისლამური რესპუბლიკა, მისი რეპრესიების აპარატი და მისი მკვლელობის მანქანაა და არა ირანი და მისი ხალხი. მაგრამ, ამ დახმარების მიუხედავად, საბოლოო გამარჯვება მაინც ჩვენ უნდა მოვიპოვოთ. სწორედ ჩვენ,… - 66აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ ინდოეთმა და პაკისტანმა მიაღწიეს შეთანხმებას დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტასა და ნეიტრალურ ადგილას საკითხთა ფართო სპექტრზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. რუბიოს თქმით, ის და ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ბოლო 48 საათის განმავლობაში ესაუბრებოდნენ ინდოეთისა და პაკისტანის მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს, მათ შორის პრემიერ-მინისტრებს, ნარენდრა მოდის და…
- 65
ირანში საპროტესტო აქციების დროს, 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ადამიანის უფლებათა დამცველ ჯგუფზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობითვე, დაღუპულთა შორის 490 მომიტინგეა, 48 კი უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი. მათივე ინფორმაციით, საპროტესტო აქციების განმავლობაში სულ 10 600 ადამიანი დააკავეს.