დღეს, 1-ელ დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლელა მარიდაშვილმა პოლიტიკოს ალეკო ელისაშვილს, რომელსაც „ტერორისტული აქტის მცდელობას“ ედავებიან, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
მოსამართლემ გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და არ დაეთანხმა ადვოკატის მიერ შეთავაზებულ ალტერნატივას, რაც გულისხმობდა ელისაშვილის 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გამოშვებას.
ამასთან, ელისაშვილის ადვოკატის, გიორგი რეხვიაშვილის განაცხადებით, მანამდე მას პროკურატურამ ხელი მოაწერინა გაუთქმელობაზე.
სხდომაზე ადვოკატმა გიორგი რეხვიაშვილმა განაცხადა, რომ ელისაშვილს „არ ჩაუდენია ტერორისტული აქტის მცდელობა“.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ქმედებას აღიარებს, ბრალის კვალიფიკაცია არის „სამართლებრივად და ფაქტობრივად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი“.
როგორც რადიო „თავისუფლება“ ალეკო ელისაშვილის სასამართლოს ლაივბლოგში წერს, რომ პროცესზე ელისაშვილმა განაცხადა – „გეტყვით რამ დამარტყა და რამ მიკბინა, რა მოხდა და რატომ ვარ აქ. მე მინდოდა ცეცხლი წამეკიდებინა უსამართლობისთვის, რეპრესიებისთვის და ძალადობისთვის, რაც ამ ქვეყანაში არის და რომლის განმახორციელებელი სტრუქტურა ხართ თქვენ…
ვინმეს მოკვლა რომ მდომოდა, იმ მანდატურებიდან არავინ ცოცხლი იქნებოდა, კარგად ვფლობ იარაღს…
აღტაცებული ვარ მანდატურის გამბედაობით და სიმამაცით…ვენაცვალე კაცობაში, თავისი საქმე გააკეთა…მოვიგერიე, მოვერიე კიდეც ფიზიკურად, მინდოდა თავი დამეღწია, მივხვდი, რომ ერთი არ იქნებოდა სხვები მოვიდოდნენ, ვერაფრით მოვიშორე ტკიპასავით ჩამაფრინდა, ყოჩაღ, სიჩაუქეს ვეძახით… ჯერ კაცი ვარ ადამიანი, მერე ტერორისტი (იცინის)…
უსამართლობისთვის მინდოდა ცეცხლის წაკიდება, მივედი დილაუთენია ხუთ საათზე, უამრავი გზა გავიარე… ჩემს ოჯახს ვუთხარი რომ სათევზაოდ მივდიოდი, თუმცა არ მიყვარს თევზაობა, მოვიკიდე ჩანთა და გეგმა მქონდა..”
მსგავსი სტატიები
- 81
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ცხრა პირი სამართალდამრღვევად ცნო და ადმინისტრაციული სახდელის სახით 5 000 -5 000 - ლარიანი ჯარიმა დააკისრა. ჯარიმა დაეკისრათ: გელა მთივლიშვილი - ჟურნალისტი, საქართველოს ამბები / მთის ამბების რედაქტორი; ნინო ქათამაძე - მუსიკოსი, „ნინო ქათამაძის ფონდის“ დამფუძნებელი; ვლადიმერ აფხაზავა - მასწავლებელი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პირველი მფლობელი; ხვიჩა ვაშაყმაძე… - 78
თქვენი საქმის თქვენ იცით, დამიჭერთ ორი თვით? დამიჭირეთ, - ასე მიმართა „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა მოსამართლე თამარ მჭედლიშვილს. ელისაშვილმა სხდომაზე ისაუბრა იმ დღეზე, როდესაც სასტუმრო „ ქორთიარდ მერიოტში” ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდგომ ის პოლიციამ „ქართული ოცნების“ წევრ, ალი ბაბაევთან დაპირისპირების გამო დააკავა. „ჯერ ერთი, მე არსად არ ვიმალები.… - 77
საქართველოს პროკურატურამ სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ჯგუფურად ხელში ჩაგდების მცდელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ფაქტებზე ბრალდება კიდევ 16 პირს, მათ შორის, ირაკლი შაიშმელაშვილს დაუსწრებლად წარუდგინა. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართა. პასუხისგებაში მიცემული 16 პირიდან, მხოლოდ მარიამ მეყანწიშვილი იქნება გამონაკლისი, რომლის მიმართაც უწყება აღკვეთის ღონისძიების სახით… - 76
ქართული ოცნების ახალი კანონპროექტით, რომლითაც ცვლილებები შედის ორგანულ კანონში საერთო სასამართლოების შესახებ, მედიას სასამართლოს სხდომების გაშუქება ეზღუდება. ცვლილებების თანახმად, იზღუდება სასამართლოს ეზოსა და დერეფნებში გადაღებაც. პროცესების გადაღების უფლებამოსილება კი ენიჭება სასამართლოს ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილ პირს. მედიასთან დაკავშირებული მუხლი ითვალისწინებს შემდეგს: სასამართლოში (სასამართლოს შენობაში, სასამართლო სხდომის დარბაზში, სასამართლოს ეზოში) ფოტო-,… - 71
