
ბახვი ჰესის პროექტი დასრულების ფაზაშია. 2021 წლიდან დღემდე ბევრი აკვირდება მის განვითარებას. წარმატების ისტორია, რომელსაც ამ პროექტის გუნდი ქმნის, საინტერესოა და აუცილებლად გასაზიარებელი. პროექტის განხორციელების მანძილზე ბევრი გამოწვევა იყო და ბევრი გამარჯვებაც.
წარმოგიდგენთინტერვიუს ბახვი ჰესის დირექტორტან, გიორგი აბრამიშვილთან.
ბატონო გიორგი,როდესაც პროექტის დაწყებას იხსენებთ, რა იყო ყველაზე დიდი გამოწვევა იდეის რეალობად გარდაქმნის პროცესში?
4 წლის წინ ჩვენ დავპირდით ადგილობრივ მოსახლეობას, რომ ავაშენებდით მაღალი სტანდარტის ჰიდროელექტროსადგურს. მაღალი სტანდარტი გულისხმობს ბუნების და ადამიანის პატივისცემას, ზრუნვას და პასუხისმგებლობას. დღეს ჩვენ პროექტის განხორციელების ბოლო ფაზაზე ვართ და შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ შევასრულეთ დანაპირები. ყველა დიდი პროექტი გამოწვევებით იწყება და ასე იყო ჩვენს შემთხვევაშიც. გამოწვევები ხდის პროექტს საინტერესოს. ჩვენ შევძელით, თითოეული გამოწვევა წარმატებად გვექცია. ბახვი ჰესის განვითარება,სწორედ რომ წარმატების მაგალითია ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის თანამედროვე ისტორიაში. ეს პროექტი საკმაოდ დიდ გუნდთან ერთად ხორციელდება. აქ მუშაობენ როგორც ადგილობრივები, ასევე საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული ადამიანები. ასევე, საერთაშორისო ექსპერტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ჩვენ ერთად ვაშენებთ ჰიდროელექტროსადგურს, რომლითაც დარწმუნებული ვარ, უკვე, უახლოეს მომავალში, ერთად ვიამაყებთ. რათქმაუნდა, იყო წინააღმდეგობა, კამათი, განხილვები, შეხვედრები. იცით, რა არის გასაღები ადამიანებში ნდობის მოპოვების გზაზე? გამჭვირვალობა, მოსმენის კულტურა და გაზიარება, ბოლოს კი, დანაპირების შესრულება.
თქვენ ხშირად საუბრობთ ადგილობრივი საზოგადოების წინაშე აღებულ ვალდებულებებზე. როგორ უზრუნველყავით, რომ ეს დაპირებები შესრულებულიყო?
ჩვენ ვისმენდით და გავიგეთ ყველა ის წუხილი, რომელიც ადგილობრივებს ჰქონდათ. ყველა ეტაპზე გვქონდა ჩართულობა, გამჭვირვალედ ვაწვდიდით განვითარების თითოეული ეტაპის შესახებ ინფორმაციას მოსახლეობას. პარალელურად, დავიწყეთ ცნობიერების ამაღლებაზე მუშაობაც. როგორც კი, დარწმუნდა მოსახლეობა, რომ არაფერს ვმალავდით და პირიქით, ვისმენდით და ვაზიარებდით, წამოვიდა პირველი პოზიტიური კომენტარები. პირველი, რაც გავაკეთეთ, მრჩეველთა საბჭო დავაფუძნეთ, სადაც გავაერთიანეთ აზრის ლიდრები და პროექტით და მისი მომავლით დაინტერესებული ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები. სწორედ, მათთან ერთად შევიმუშავეთ მრავალმხრივი სოციალური პროგრამა, რომელიც ეყრდნობოდა ერთის მხრივ, საბჭოს წევრების რეკომენდაციებს და მეორეს მხრივ, საჭიროებების კვლევის მონაცემებს, რომელიც საპროექტო ტერიტორიის მიმდებარესოფლებში ჩავატარეთ. პროგრამას რამდენიმე მიმართულება ჰქონდა – განათლება – საბავშვო ბაღი, სკოლები და საუნივერსიტეტო განათლება, ცნობიერების ამაღლება და პროფესიული ორიენტაცია, ინფრაქტრუქტურული პროექტები – ენერგოეფექტური განათება ბახმაროში, წყლის სისტემა ვანისქედში, გზების რეაბილიტაცია, ხიდის მშენებლობა; მცირე ბიზნესის დახმარება – გურიის ჩაის გზის მხარდაჭერა და ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით სტუმარ-მასპინძლობის სექტორის გაძლიერება, შშმ პირების დახმარება. ამის გარდა, დასაქმება იყო მნიშვნელოვანი კომპონენტი და ამასაც წარმატებით გავართვით თავი. სამართლიანი პოლიტიკა გვქონდა დასაქმების მიმართულებით. გარდა პირდაპირი წესით დასაქმებულებისა, ე.წ. მესამე პირების, დაქირავების პოლიტიკაც გვქონდა, რაც გულისხმობდა მომსახურეობისა და პროდუქტის ყიდვისას უპირატესობის ადგილობრივებისთვის მინიჭებას.
ახლა, როდესაც ბახვის ჰესი მშენებლობის პრაქტიკულად ბოლო ეტაპზეა, რას ნიშნავს ეს პროექტი გურიისთვის და საქართველოსთვის?
ვფიქრობ პროექტი შედგა და ამ პროექტმა აჩვენა მაგალითი,თუ როგორ მუშაობს პასუხისმგებლიანი ბიზნესი. ამ პროექტში ყველა მხარე გამარჯვებულია, ანუ სარგებელს ყველა იღებს, როგორც განმახორციელებლები ასევე, დაინტერესებული ჯგუფები. ეს პროექტი მხოლოდ ჰიდროელექტროსადგურის პროექტი არაა ჩვენთვის, ეს არის ამბავი ადამიანურ ურთიერთობებზე.
სწორედ,ამ ადამიანური ურთიერთობების გაზიარება გახდა ინსპირაცია გაგვეკეთებინა ვიდეოსიუჟეტები, სადაც მაყურებელი მოისმენს და დაინახავს თუ როგორ შენდება ჩვენთან პროექტები და რომ ზრუნვა, ჩვენი მთავარი მამოძრავებელია.დღეს მინდა წარმოგიდგინოთ პირველი სიუჟეტი, რომელიც საგანმანათლებლო პროგრამას, ამ პროგრამაში მონაწილე ადამიანებს და შედეგებს მიმოიხილავს.
ვიდეოს ბმული:
„ბახვი ჰესი – ერთად ვაშენებთ მომავალს“
მსგავსი სტატიები
- 92
რუბრიკა: „ერთად გავბედეთ და შევძელით“ წარმოგიდგენთ ახალ რუბრიკას – „ერთად გავბედეთ და შევძელით“ და დღევანდელ სიუჟეტის გმირები არიან ულამაზესი კირა და მისი არაჩვეულებრივი დედიკო სოფო. ქალი, რომელიც ყოველდღე ამსხვრევს სტიგმას და გვახსენებს, რომ აუტიზმი მხოლოდ სიტყვაა და არა საზღვარი. სოფო და კირა ცხოვრობენ ფერად და სითბოთი სავსე სამყაროში, სადაც… - 90
კომპანია „პარვუს ჯგუფის“ სოციალური და საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში კვირიკეთის, გომისა და შემოქმედის სკოლების უფროსკლასელებს ჩაუტარდათ ტრენინგები თემაზე _ „ვიცავთ გარემოს და ვქმნით ენერგოუსაფრთხო მომავალს“. პროექტის მიზანი გარემოს დაცვასა და განახლებადი ენერგიების როლსა და მნიშვნელობაზე მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება იყო. პირველი ეტაპი სასწავლო წლის ბოლოს ადგილობრივი „ენერგო ელჩების“ არჩევით დასრულდა, ისინი კვალიფიციურად… - 89
პარვუს ჯგუფის საგანმანათლებლო ტრენინგები განახლებადი ენერგიების როლსა და მნიშვნელობაზე პრაქტიკული გაკვეთილებით კომპანიის ობიექტებზე გაგრძელდა. შემოქმედის, გომის, კვირიკეთისა და დვაბზუს სკოლის მოსწავლეები კომპანიის მშენებარე ობიექტებზე ფიზიკისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლებთან ერთად ავიდნენ — რაც პროცესს არა მხოლოდ საინფორმაციო, არამედ საგანმანათლებლო-წახალისების მნიშვნელობასაც მატებდა. ლექციებისა და მასტერკლასების შემდეგ ისინი უკვე რეალურ სივრცეში დააკვირდნენ… - 88
ჩხაკაურასა და მთისპირის საჯარო სკოლებში ბახვი ჰესის ტრენინგები განახლდა. მიმდინარე სასწავლო სემესტრის პირველი ლექცია სათაურით „მდგრადი ენერგეტიკა და მდგრადი განვითარება“ მოწვეულმა ტრენერმა ნინო მაღრაძემ წაიკითხა. ნინო მაღრაძე კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგის (CCEH) კომერციული ხელმძღვანელია. მას აქვს მრავალწლიანი გამოცდილება გარემოსდაცვითი განათლებისა და ენერგოეფექტურობის მიმართულებით. ამ ტრენინგის მიზანი იყო მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავება… - 88
2024 წლის 6 და 7 ივნისს, ბახვი ჰესის მოწვევით, მთისპირისა და ჩხაკაურას სკოლებს რეჟისორი ლევან კოღუაშვილი სტუმრობდა. სტუმარმა მოსწავლეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და ისაუბრა ისეთ თემებზე, როგორიცაა განათლების მნიშვნელობა და პროფესიები კინო ინდუსტრიაში, პასუხისმგებლიანი მოქალაქეობა, წარმატების მიღწევის გზები და ფილმის „გურია“ მიმდინარეობა. შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა ქვეყანაში სხვადასხვა მიმართულებით…