ბახვი ჰესის ვიდეოსიუჟეტების სერიის ფარგლებში წარმოგიდგენთ სიუჟეტს, სადაც მაყურებელი მოისმენს და ნახავს თუ,რა გავლენა მოახდინა პროექტით დაინტერესებულ ჯგუფებთან ურთიერთობამ, რომელიც გამჭვირვალობასა და მხარეების ჩართულობის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფას ისახავდა მიზნად.

„2021 წელს, პროექტის დაგეგმვის პირველივე დღეებიდან, ჩვენ გვსურდა, შეგვექმნა პრეცედენტი იმისა, რომ ბახვი ჰესის პროექტი მისაღები გამხდარიყო თითოეული დაინტერესებული ჯგუფისთვის. ჩვენ გვსურდა, მოგვეპოვებინა ნდობა და ჩართული მხარეები გვექცია პროექტის მონაწილეებად, რათა პროექტის დასრულებისას, თითოეულს ამაყად ეთქვა, მე ავაშენე ბახვი ჰესი. სწორედ ამიტომ, ჩვენი პროექტის ფარგლებში, აქტიურად ვთანამშრომლობდით ადგილობრივ მოსახლეობასთან, თვითმმართველობასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ადგილობრივ მედიასთან და აზრის ლიდერებთან. ჩვენი ამოცანა იყო ორმხრივი დიალოგი, ინფორმაციის გაზიარება დამოსმენა. 5 წლის შემდეგ კი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამოცანა შესრულებულია. დღეს, როცა პროექტი დასასრულს მიუახლოვდა, ჩართულ მხარეებს სწორედ ასეთი განცდა აქვთ, რომ მათ ჩვენთან ერთად ააშენეს ბახვი ჰესი. ერთი წინადადებით თუ შეიძლება შევაფასოთ განვლილი წლები, ვიტყოდი, რომ ბახვი ჰესი თავისი შინაარსით არის ამბავი ადამიანურ ურთიერთობებზე, რომელიც ცხოვრების მანძილზე ცოცხლობს“ – ამბობს ნიცა ჩოლოყაშვილი, ბახვი ჰესის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი.

გამჭვირვალე ურთიერთობების ჩამოყალიბება და შენარჩუნებაჩვენი მთავარი მამოძრავებელია,პროექტების დაგეგმვასა და განხორციელების დროს.

ვიდეოს ბმული:

https://youtu.be/tits9IG37bk

ბახვი ჰესი – ჩვენ შევასრულეთ დანაპირები

მსგავსი სტატიები

  • 89
    მრჩეველთა საბჭოს წევრები ბახვი ჰესის პროექტის მიმდინარეობაზე  #ჩვენ ვასრულებთ დანაპირებს ბახვი ჰესის სამშენებლო მოედანიოზურგეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. მდინარე ბახვისწყლის ხეობაში  განლაგებული ბახვი 1, ბახვი 2ა და ბახვი 2ბ ჰიდროელექტროსადგურები მშენებლობის სხვადასხვა ეტაპზეა. ბახვი 2ბ სადგურისმშენებლობა დასრულებულია და მიმდინარეობს აგრეგატების სამონტაჟო სამუშაოები. წლის ბოლოს სამივე სადგურის ძირითადი სამუშაოების დასრულებაა გეგმაში. ბახვი ჰესის გარემოს დაცვისა და სოციალური პროექტების მრჩეველთა…
  • 87
    ბახვი ჰესი - პასუხისმგებლიანი ბიზნესი30.20.2025 პიერ ბიდერმანი - გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების საერთაშორისო ექსპერტი, ფრანგული საკონსულტაციო კომპანიის Alpage SARL -ის დამფუძნებელი და მთავარი ექსპერტი ბახვი ჰესის ინიციატივით  მომზადდა ვიდეო ინტერვიუების სერია პიერ ბიდერმანთან, რომელიც გარემოს დაცვის, სოციალური და მმართველობის საკითხების საერთაშორისო ექსპერტია. 2021 – 2022 წლებში ის, როგორც დამოუკიდებელი, მოწვეული ექსპერტი, აწარმოებდა ბახვი ჰესის…
  • 87
    ბახვი ჰესი  - სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობა  #ჩვენ ერთად ვაშენებთ ბახვი ჰესის პროექტი შედგება ბახვი 1, ბახვი 2ა და ბახვი 2ბ სადგურებისგან.ბახვი ჰესის საპროექტო ტერიტორია მოქცეულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში და მოიცავს მთისპირის თემს. ბახვი ჰესის პროექტზე მუშაობა დაიწყო 2021 წელს, სამშენებლო სამუშაოები კი, 2023 წლიდან. პროექტის დასრულება იგეგმება 2025 წელს. ბახვი ჰესის პროექტის მშენებლობაზე დასაქმებული პერსონალის 50% …
  • 86
    მშენებლობის ეტაპზე გარემოსდაცვითი სამოქმედო გეგმის აღსრულება ჩვენი პრიორიტეტი იქნება - ინტერვიუ ბახვი ჰესის დირექტორთან, გიორგი აბრამიშვილთან      აქტიური და ნაყოფიერი 2023 წლის დასრულების შემდეგ ბახვი ჰესი ახალი, 2024 წლისთვის დიდი შემართებითა და ოპტიმიზმით ემზადება. განვლილმა წელმა კომპანიის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პროექტის განხორციელების პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური ჩართულობა და მათთან ყოველდღიური კომუნიკაცია. შესაბამისად, ისევე როგორც, პროექტის საწყისი ეტაპიდან მოყოლებული, 2024 წელსაც…
  • 86
    ბახვი ჰესი - ჩვენ ერთად ვაშენებთინტერვიუ ბახვი ჰესის დირექტორთან, გიორგი აბრამიშვილთან მოგესალმებით ბატონო გიორგი, როგორ მიმდინარეობს პროექტი და რამდენად ახლოსაა მისი განვითარება დასახულ მიზნებთან? მოგესალმებით და დიდი მადლობა ინტერესისთვის. ჩვენ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ვაშენებთ ჰიდროელექტროსადგურს და შესაბამისად ხელს ვუწყობთ განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას, რაც ვფიქრობ, საამაყო იქნება როგორც ჩემთვის პირადად, ასევე, ამ პროექტში პირდაპირ თუ…