2025 წლის 11 დეკემბერი | თბილისი _საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის 30-წლისთავთან დაკავშირებით, გაიმართა ღონისძიება, რომელზეც წარმომადგენლობამ ევროკავშირის Alumni ქსელის შექმნა გამოაცხადა. შეხვედრას სხვადასხვა ევროპული საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილეები ესწრებოდნენ, რამაც კიდევ ერთხელ წარმოაჩინა მზარდი საგანმანათლებლო და კულტურულ კავშირები საქართველოსა და ევროკავშირს შორის.

აღინიშნა, რომ ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ღრმა და განვითარებაზე ორიენტირებული ურთიერთობა, ევროკავშირის მხრიდან საქართველოს განვითარების, სტაბილურობისა და ევროპული მისწრაფებების მიმართ მხარდაჭერის შედეგია.

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ, დამსწრეებს მიმართა და 30-წლიანი გზის შესახებ ისაუბრა – 1990-იანი წლების ჰუმანიტარული დახმარებიდან დღევანდელ მრავალმხრივ თანამშრომლობამდე, რომელიც მოიცავს ეკონომიკურ ინტეგრაციას, ინსტიტუციურ რეფორმებს, მშვიდობის მშენებლობასა და ხალხთა შორის ურთიერთობებს.

ევროკავშირის ელჩმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო საგანმანათლებლო მობილობის გავლენასა და ევროკავშირის Alumni ქსელის შექმნის მნიშვნელობას:

„ოცდაათი წლის განმავლობაში, ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას – როგორც კარგ, ისე რთულ დროს. ჩვენ ჩვენი არჩევანი გავაკეთეთ: საქართველო ევროკავშირის ნაწილი უნდა გახდეს. მოვუწოდებ თითოეულ ქართველს, შეინარჩუნოს იმედი, რადგან თქვენი მომავალიე ვროპაშია – და ჩვენ ამ გზას ერთად გავაგრძელებთ.“

ევროკავშირის Alumni ქსელის შექმნა მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველო–ევროკავშირს შორის ურთიერთობის გაძლიერებისკენ. ქსელი გააერთიანებს გაცვლითი პროგრამების ყოფილ მონაწილეებს, სტუდენტებს, მკვლევრებსა და პროფესიონალებს და მიზნად ისახავს დინამიკური პლატფორმის შექმნას ცოდნის გაზიარებისთვის, თანამშრომლობის ხელშეწყობისა და იმ საერთო ღირებულებების განმტკიცებისთვის, რომლებიც საქართველოს და ევროკავშირს აერთიანებს.

 

მსგავსი სტატიები

  • 90
    სამხრეთ საქართველოში ექვთიმე თაყაიშვილთან ერთადავტორი ლადო გუდიაშვილი უაღრეს ბედნიერებად ვთვლი, რომ მე წილად მხვდა წევრობა იმ ფრიად მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლების შემსწავლელი მხატვრული და არქიტექტურული ექსპედიციისა, რომელსაც საკუთარი ინიციატივით სათავეში ჩაუდგა დიდად ცნობილი, ჩვენი ღვაწლმოსილი, აწ განსვენებული მეცნიერი ექვთიმე თაყაიშვილი. სრული დარწმუნებით შემიძლია აღვნიშნო, რომ თუ არა დიდებული მეცნიერის ასეთი თავგამოდება და მეცნიერული უდრეკობა, დღეს ჩვენ…
  • 89
    ლადო ხავთასი-93ლადო ხავთასი  93 წლისაა. მისი განვლილი, თითქმის საუკუნოვანი გზა, იმდენად   ბევრის მომცველია, რომ მისი აღწერა ერთ საგაზეთო წერილში  პრაქტიკულად შეუძლებელია.  ამიტომ შევეცდებით,  მისი პიროვნების და ცხოვრების ძირითად შტრიხებზე გავამახვილოთ ყურადღება. იგი დაიბადა  1931 წლის 15 ივნისს ქ.  მახარაძეში, ზვანში, კოლმეურნეების ოჯახში. 8 კლასის დამთავრების შემდეგ, 1946 წელს სწავლა განაგრძო მახარაძის…
  • 89
    ქართული კომპანიების Orbi Group-ისა და Block Group-ის ხელმძღვანელები თეთრ სახლში საშობაო წვეულებას დაესწრნენ2025 წლის 5 დეკემბერს, ვაშინგტონში, ქართული კომპანია Orbi Group-ის გენერალური დირექტორი ირაკლი კვერღელიძე და ასევე, ქართული კომპანია Block Group-ის გენერალური დირექტორი თორნიკე ჯანაშვილი, პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და პირველი ლედის, მელანია ტრამპის სპეციალური მიწვევით, თეთრ სახლში გამართულ დახურულ საშობაო ღონისძიებას დაესწრნენ. აღნიშნული საღამო სადღესასწაულო შეკრებას წარმოადგენდა, რომელსაც მსოფლიოში სახელგანთქმული ტენორის ანდრეა…
  • 86
    ვახტანგ ღლონტი – 70  70 წლისა შესრულდა გამოჩენილი ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე ვახტანგ პატიკოს ძე ღლონტი. ამის გამო საქართველოს მწერალთა კავშირმა იუბილარს მისალმება გაუგზავნა. მისალმებაში ნათქვამია: ბატონო ვახტანგ! ჩვენო საყვარელო, ჭირსა თუ ლხინში გამოცდილო თანამებრძოლო! საქართველოს მწერალთა კავშირი, თქვენი მეგობარი ქართველი მწერლები გულმხურვალედ მოგესალმებიან ძმასა და მეგობარს, თანამედროვე ქართული მწერლობის ჭეშმარიტ რაინდს…
  • 85
    ბატონო რეზო, გულითადად გილოცავთ ღირსშესანიშნავ თარიღს _დაბადების 91 წლის იუბილეს. ეს მთელი საუკუნეა ხანგრძლივი ,ნაყოფიერი შრომისა და მოღვაწეობისა .თქვენი ცხოვრება მაგალითია ხალხისა და ქვეყნის უანგარო და თავდადებული მსახურებისა. თქვენ უდიდესი წვლილი მიგიძღვით რეგიონის კულტურული ცხოვრების აღმავლობაში. წლების განმავლობაში სათავეში ედექით ისტორიული ძეგლების, კულტურული მემკვიდრეობის, ეკლესია-მონასტრების დაცვა-აღდგენის საქმეს. ასევე განუზომელია თქვენი…