თუ სპონტანური ან არასპონტანური შეკრების მონაწილეები შსს-ს მიერ მათთვის შეთავაზებულ ადგილზე ან/და სვლა-გეზზე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ დათანხმდებიან და შეკრება ან მანიფესტაციას მაინც იმ ადგილზე ჩაატარებენ, რითაც შეზღუდავენ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებას, ასეთი შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეს დაეკისრება ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით, ხოლო ორგანიზატორს 20 დღემდე ვადით. განმეორებითი დანაშაულისთვის დაეკისრება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული ინიციატივა ბალანსის მაქსიმალურად დაცვისთვის იქნება დაინიცირებული, რომელიც როგორც პროტესტის მონაწილე პირებისთვის იქნება მორგებული, ისე იმ ადამიანებისთვის, რომლებიც „ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობენ”.
„უმრავლესობის სხდომის ფარგლებში გავიარეთ მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც დაინიცირდა და გავა პლენარულ სხდომაზე სასესიო დღეების დროს.
ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც მინდა მოვახსენო ჩვენს საზოგადოებას. ეს არის ცვლილება „შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობასა და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ და შემოთავაზებული ცვლილებების მიხედვით:
სპონტანური ან არასპონტანური შეკრებისა და მანიფესტაციის ორგანიზატორს დაეკისრება ვალდებულება, შეკრებისა ან მანიფესტაციის თაობაზე მუნიციპალიტეტის ორგანოს ნაცვლად, შინაგან საქმეთა სამინისტრო გააფრთხილოს.
გაფრთხილების მიღების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიენიჭება უფლებამოსილება, შეკრებისა ან მანიფესტაციის ორგანიზატორებს შესთავაზოს შეკრების ჩატარების ადგილისა და სვლა-გეზის ცვლილება იმ შემთხვევაში, როდესაც შემოთავაზებული შეკრების ფორმა, ჩატარების ადგილი ან სვლა-გეზი საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ წესრიგს, სახელმწიფოსა და საზოგადოებრივ ორგანოებს, საწარმოებს, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ან/და ტრანსპორტის ნორმალურ მუშაობას, ასევე ხალხის შეუფერხებელ გადაადგილებას ანდა ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებას.
თუ სპონტანური ან არასპონტანური შეკრების მონაწილეების შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მათთვის შეთავაზებულ ადგილზე ან/და სვლა-გეზზე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ დათანხმდებიან და შეკრება ან მანიფესტაციას მაინც იმ ადგილზე ჩაატარებენ, რითაც შეზღუდავენ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებას, ასეთი შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეს დაეკისრება ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით, ხოლო ორგანიზატორს 20 დღემდე ვადით.
ამასთანავე, ანალოგიური ქმედების განმეორებით ჩადენისთვის მონაწილეს ან ორგანიზატორს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება სსკ 347-ე მუხლით, კერძოდ თავისუფლების აღკვეთა ერთ წლამდე ვადით.
ეს ცვლილებები მიღებულია იმისთვის, რომ მაქსიმალურად იქნას დაცული ბალანსი როგორც შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებასთან მიმართებით, ასევე იმ მოქალაქეების უფლებების მაქსიმალური დაცვისთვის, რომელიც ცხოვრობს ყოველდღიური ცხოვრებით ჩვენს ქვეყანაში.
ჩვენ ვხედავთ, რომ კონკრეტული, დახელფასებული 300-კაციანი ჯგუფი, იქნება ეს რუსთაველის გამზირი თუ სხვადასხვა ჩიხი, ცდილობს, მაქსიმალურად შეუქმნას დისკომფორტი ჩვენს მოქალაქეებს, იმ უმრავლესობას, რომელიც ცხოვრობს ნორმალური ცხოვრების წესით.
ეს ცვლილება დაჩქარებული წესით შემოვა და განიხილება და ეს იქნება პასუხი იმ გეგმებთან მიმართებით, რომელი გეგმებიც და კანონის გვერდის ავლით გზის ძებნა იხარშება მათ ე.წ. „ენჯეო თავებში“, – განაცხადა კირცხალიამ.
წყარო: IPN.GE
მსგავსი სტატიები
- 79
ევროპარლამენტმა რეზოლუცია სახელწოდებით „მედიის თავისუფლება საქართველოში, განსაკუთრებით მზია ამაღლობელის საქმე“ მიიღო. რეზოლუციას მხარი 324 ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 25 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 87-მა თავი შეიკავა. რეზოლუციის თანახმად, ევროპარლამენტი: „მოითხოვს მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას და მის წინააღმდეგ წაყენებული ყველა ბრალდების მოხსნას. ასევე, გმობს მის პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებასა და სისხლისსამართლებრივ დევნას; მკაცრად გმობს „ქართული… - 77საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ბატონ დონალდ ტრამპსამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს, ბატონ ჯეი დი ვანსს ღია წერილი გაუგზავნა: რამდენიმე კვირის წინ, მოგმართეთ წერილით ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებით. აღნიშნულ წერილს წინ უსწრებდა ჩემი საჯარო განცხადებები, სადაც ღიად გამოვხატავდი საქართველოს მზაობას, სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით განგვეახლებინა სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და…
- 77
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გურიას და გურიის სტუმრებს ფერისცვალება და ბახმარობის დღესასწაული მიულოცა. მთავრობის მეთაური, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, მთავრობის, პარლამენტის წევრებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ბახმაროში სადღესასწაულო ღონისძიებებს და ტრადიციულ დოღს დაესწრო, რომლებიც ფერისცვალების დღესასწაულზე ყოველწლიურად იმართება. პრემიერმა ბახმაროს პარკში ადგილობრივ მეწარმეთა პროდუქციის გამოფენა დაათვალიერა. „ბახმარო გამორჩეულია განსაკუთრებული სილამაზით,… - 77
ევროპარლამენტმა 490 ხმით 147-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ რეზოლუცია შესწორებებით მიიღო. რეზოლუციის პროექტში, რომელიც პარლამენტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული, აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ და ურყევ მხარდაჭერას მათი ლეგიტიმური ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისა და აყვავებულ და დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრების სურვილის მიმართ, „რაც გამოიხატება მასობრივ საპროტესტო აქციებში, რომლებიც… - 77
გერმანიიდან საქართველოში ჩამოვიდა გასული საუკუნის 80-90-იანი წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი აქტიური წევრი, საქართველოს დამოუკიდებლობის პარტიის გურიის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ავთანდილ კალანდაძე. 90-იანი წლების ბოლოს ავთანდილ კალანდაძე ემიგრაციაში წავიდა და თითქმის სამი ათეული წელია გერმანიაში ცხოვრობს. იგი რამდენიმე დღის წინ გერმანიიდან თბილისში ჩამოვიდა და ეროვნული დიალოგის მოთხოვნით შიმშილობა გამოაცხადა. მან საქართველოში…