ფეისბუქში“ ჭორაობა, [პრემიერმა ფორუმზე] რუსეთი თუ ახსენა, [ოკუპაცია] 5-ჯერ თუ 6-ჯერ უნდა ეხსენებინა, არის ვიღაცისთვის გულის მოსაფხანი ან გამაღიზიანებელი ფაქტორი – პრემიერმა საერთაშორისო არენაზე თქვა ის, რაც რეალურად საქართველოსთვის არის მნიშვნელოვანი – ხაზი გაუსვა ოკუპაციის საკითხსაც, – ამის შესახებ თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრმა თურქმენეთში მიმდინარე ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა ოკუპაცია და ჩვენი ქვეყნის განვითარების ხვალინდელი დღე.
ქადაგიშვილის განცხადებით, კარგია, რომ ეს გზავნილი ითქვა იმ დარბაზში, სადაც ოკუპანტი ქვეყნის ლიდერი იჯდა.
„მოდით, საკითხს მოვუგდეთ უფრო სერიოზულად და არა, ამ შემთხვევაში, პროპაგანდისტულად. ბატონი ირაკლი კობახიძე იმყოფება საერთაშორისო ფორუმზე, რომელსაც მიესალმა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკის საკითხებში და მან თურქმენეთის ნეიტრალიტეტის 30 წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა, რომ თურქმენეთი არის მაგალითი იმისა, რომ მისი დამოკიდებულება, მისი ნეიტრალიტეტი, მისი საშუალება, რომ შეკრიბოს სხვადასხვა მიზნებისათვის ეკონომიკური და მშვიდობის ფორუმი, არის მისასალმებელი. ბუნებრივია, ბატონი პრემიერი მონაწილეობს სწორედ ამ ფორუმში. იგი მიწვეულია თურქმენეთის ხელისუფლის მიერ და იქ არის უამრავი სხვადასხვა ქვეყნის ლიდერი წარმოდგენილი. ჩვენ გაგვაჩნია ჩვენი ეროვნული ინტერესი. ეს ეროვნული ინტერესი ძალიან მკაფიოდ იქნა გაჟღერებული პრემიერ-მინისტრის მხრიდან. მათ შორის, მან აღნიშნა ოკუპაციაც და მიუხედავად ოკუპაციისა, ჩვენი ქვეყნის განვითარების ხვალინდელი დღე – ეს არის მშვიდობა და თანამშრომლობა. კარგია, რომ ეს გზავნილი ითქვა იმ დარბაზში, სადაც ოკუპანტი ქვეყნის ლიდერი იჯდა,“ – განაცხადა ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში 11-12 დეკემბერს მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლის ფორუმი იმართება, რომელიც თურქმენეთის ნეიტრალიტეტის 30 წლისთავთან იუბილესთან დაკავშირებით ტარდება.
ღონისძიებას, თურქმენეთის, რუსეთის, თურქეთის, სომხეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთის, ირანისა და ერაყის პრეზიდენტები, ასევე აზერბაიჯანის, უნგრეთის, საქართველოსა და პაკისტანის პრემიერ-მინისტრები ესწრებიან.
წყარო: ipn.ge
მსგავსი სტატიები
- 76საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ბატონ დონალდ ტრამპსამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს, ბატონ ჯეი დი ვანსს ღია წერილი გაუგზავნა: რამდენიმე კვირის წინ, მოგმართეთ წერილით ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებით. აღნიშნულ წერილს წინ უსწრებდა ჩემი საჯარო განცხადებები, სადაც ღიად გამოვხატავდი საქართველოს მზაობას, სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით განგვეახლებინა სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და…
- 76
ევროპარლამენტმა 490 ხმით 147-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ რეზოლუცია შესწორებებით მიიღო. რეზოლუციის პროექტში, რომელიც პარლამენტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული, აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ და ურყევ მხარდაჭერას მათი ლეგიტიმური ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისა და აყვავებულ და დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრების სურვილის მიმართ, „რაც გამოიხატება მასობრივ საპროტესტო აქციებში, რომლებიც… - 73
ჯერ უნდა იუზრდელოს, იპროვოკატოროს, „იძველბიჭოს“ და ამაზე პასუხს თუ მიიღებს, პასტა და ფურცელი არ გააგდოს პოლიციაში ხელიდან - ეს არის „ნაცი“ პროვოკატორის ქცევის წესი, რომელიც ტრენდად უნდათ, რომ აქციონ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინციდენტს, რა დროსაც აბუ-დაბიში, „ქართული ოცნების“ დეპუტატები ირაკლი ზარქუა,… - 73
ევროპარლამენტმა რეზოლუცია სახელწოდებით „მედიის თავისუფლება საქართველოში, განსაკუთრებით მზია ამაღლობელის საქმე“ მიიღო. რეზოლუციას მხარი 324 ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 25 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 87-მა თავი შეიკავა. რეზოლუციის თანახმად, ევროპარლამენტი: „მოითხოვს მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას და მის წინააღმდეგ წაყენებული ყველა ბრალდების მოხსნას. ასევე, გმობს მის პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებასა და სისხლისსამართლებრივ დევნას; მკაცრად გმობს „ქართული… - 73
ჩვენი ისტორია მკაფიოდ გვიჩვენებს, რომ სამშობლოსა და ტრადიციების დასაცავად გადატანილი უამრავი ბრძოლის კვალდაკვალ, ქართველი კაცისთვის ერთ-ერთი მთავარი მიზანი და ღირებულება იყო მშვიდობა, როდესაც ჩვენს ერს სიმშვიდეში - შრომის, საკუთარი კულტურის გამდიდრების, გენიალური ხელოვნების ნიმუშებისა და ხუროთმოძღვრების ძეგლების შექმნის შესაძლებლობა უნდა ჰქონოდა, - განაცხადა საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩეულმა მიხეილ…