ახალი წლის დღეები იწყება!
25 დეკემბერს, 17:00 საათზე, ოზურგეთში, ცენტრალურ მოედანზე, საქართველოს მთავრობის, კულტურის სამინისტროს, სსიპ შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით და ოზურგეთის მერიის ორგანიზებით, საახალწლო კონცერტი და ნაძვის ხის ანთების ცერემონია გაიმართება.
საახალწლო პროგრამა:
17:00 – საშობაო ბაზრობა: ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა
17:00-18:00 – საბავშვო სივრცე: სანტას სახლი, ფოტო ზონა, ტკბილეულის დარიგება, გასართობი აქტივობები, ზღაპრის გმირები
16:30-17:00 – ბავშვების შეხვედრა თოვლის ბაბუასთან და საჩუქრების დარიგება
17:00-18:00 – სხვადასხვა გასართობი საბავშვო თამაშები ზღაპრის გმირებთან ერთად
18:00 – კონცერტის წამყვანი გიორგი დიასამიძე და სანტა, ზღაპრის გმირებთან ერთად ანთებს ნაძვისხეს
18:00-20:00 – კონცერტი: მარიკო ებრალიძე, ოთო ნემსაძე, ანა უზნაძე, სტატუს ბენდი, ანრი ჯოხაძე, ჯგუფები გორდელა და შერეკილები. წამყვანი: გიორგი დიასამიძე
19:00 – ნაძვის ხის ანთება
20:00 – საზეიმო ფოიერვერკი
შემოგვიერთდით, ერთად შევქმნათ ჯადოსნური განწყობა!
მსგავსი სტატიები
- 74
- 74
https://www.youtube.com/shorts/4RN_CKm85BQმეც იმ ოზურგეთელებს შორის ვარ, სიამაყით და აღტაცებით რომ შეხვდნენ ჩვენს წარმტაც ქალაქში საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ოზურგეთის რეგიონული წარმომადგენლობის დაფუძნებას. ვხარობ მისი საქმიანობით; აქ მოღვაწე ადამიანებთან მჭიდრო კავშირში ვარ, და ვიცი იმ პერსპექტივების შესახებ, მომავალში რომ გველოდება. კულტურის ახალ კერას გულითადი მხარდაჭერა სჭირდება და ამასაც თვალნათლივ ვხედავ. ზედმეტად არ… - 70
„ალეგრობა“ წლების მანძილზე ოზურგეთში საქალაქო-საქველმოქმედო დღესასწაული და ოზურგეთლებისათვის ნამდვილად ზეიმი იყო. ეს დრო სავარაუდოდ გურიის უკანასკნელი მთავრის მამია მეხუთე გურიელის მთავრობიდან (1809-1826) უნდა ავთვალოთ,რადგან გურიის უკანასკნელი მთავარი ბევრი კულტურული ღონისძიების წამომწყები იყო.როგორც ამბობენ სამამულო ომის დაწყებამ ეს ლამაზი დღესასწაული შეაჩერა, შემდეგ კი დავიწყებას მიეცა. აქვე უნდა ვთქვათ ისიც, რომ ოზურგეთის… - 68
„ცხოვრებაში დიდი პოეზია შემოჰქონდა ზამთრის დღესასწაულებს, შობას აუცილებლად ღვეძლებით უნდა შევხვედროდით, ეს იყო ნამგალა მთვარის მსგავსი ხაჭაპური, რომელსაც ყველის გარდა მაგრად მოხარშული, ბოლში გამოყვანილი , ორად გაჭრილი კვერცხები ჰქონდა ჩატანებული,ასე, რომ მისი ზედაპირი ალაგ-ალაგ ამობურცული იყო, კალანდას აგუნათი და ჩიჩილაკებით ვეგებებოდით. ეს ჩიჩილაკები ახალი წლის წინა დღით ირთვებოდა სუროთი,… - 67
დღეს, 20:00 საათზე, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით და ოზურგეთის მერიის ჩართულობით, ჭადრების პარკში, მომღერალ ანრი ჯოხაძის სოლო კონცერტი გაიმართება. კონცერტში ასევე, მონაწილეობენ მაგდალენა ჯოხაძე, ბაბი კირკიტაძე, ნინი ბადურაშვილი, ქრისტინე იმედაძე, ბენდი, DJ, ნიკოლოზ ხარატი და ოთო ბაზერაშვილი. დასწრება თავისუფალია.
