„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ინფორმაციით, 2025 წლის სექტემბერში ყველა პარტიამ ჯამში 6.909.602 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო, რომლის 59% – 4.145.000 ლარი მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაზე“ მოდის.
პარტიების მიერ 2025 წლის სექტემბრის თვეში მიღებულ შემოწირულებებზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ წერს, რომ კვლავ ლეგიტიმურ კითხვებს აჩენს „ქართული ოცნების“ მსხვილი დონორების შესაძლო მონაწილეობა სისტემურ კორუფციაში. ორგანიზაციის ინფორმაციით, მათთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 2015 წლიდან 2.51 მილიარდი ლარის ღირებულების ტენდერებში გაიმარჯვეს.
ყველა პარტიამ ჯამში 6.9 მილიონი ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო.
“ქართულმა ოცნებამ“ 4.1 მლნ ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო, რაც ყველა პარტიის მიერ მიღებული შემოწირულების 60%-ია.
“ქართული ოცნების“ შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 2024 წლიდან 588 მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფო ტენდერებში გაიმარჯვა, 2015 წლიდან კი 2.51 მილიარდის ღირებულების ტენდერები აქვთ მოგებული.
ტენდერების დიდი ნაწილი „ქართული ოცნების“ შემომწირველებთან დაკავშირებულ ისეთ მსხვილ სამშენებლო კომპანიებს აქვთ მოგებული, როგორიცაა „ანაგი“, „გზა“, „ცეკური“ და სხვა.
„ქართული ოცნების“ დონორებთან დაკავშირებულ კომპანიებს 2024 წლიდან 5.5 მილიონ ლარამდე ღირებულების გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტები აქვთ მიღებული, 2015 წლიდან კი — 204 მილიონის.
„ქართული ოცნების“ დონორებთან დაკავშირებულმა 30-მა კომპანიამ 2015-2024 წლებში 16 მილიონ ლარზე მეტი საბიუჯეტო სუბსიდია მიიღო.
„ქართული ოცნების“ დონორებთან დაკავშირებულმა 54-მა კომპანიამ 2017-2024 წლებში 1.4 მილიონი კვ.მ. სამშენებლო ნებართვები მიიღო.
2015 წლიდან ოპოზიციური პარტიების დონორებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 1.4 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი მოიგეს, 823 ათასი ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტები და 592 ათასი ლარის ღირებულების სუბსიდიები მიიღეს. 2024 წლიდან ტენდერი არ მოუგიათ, გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტების ჯამური ღირებულება კი 36 ათასი ლარია“, – აცხადებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა“.
მსგავსი სტატიები
- 65
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, „ქართული ოცნების“ გურიის დელეგატი ვასილ ჩიგოგიძე და სახელმწიფო რწმუნებული გურიაში გიორგი ურუშაძე, დაბა ნარუჯისა და ლაითურის მოსახლეობას შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს. პრესსამსახურის ცნობით, მოსახლეობასთან შეხვედრისას „ქართული ოცნების" ხელისუფლების მხარდაჭერით გაწეულ სამუშაოებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. „მოხარული ვარ, რომ ჩვენს პოლიტიკურ გუნდს… - 6226 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი და ევროკომისია ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი ახლოდან აკვირდებოდა საპარლამენტო არჩევნებამდე მოვლენებს და ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოს ხალხმა აჩვენა დემოკრატიული ღირებულებებისა და თავიანთი ქვეყნის ევროკავშირის გზისადმი ერთგულება. განცხადების თანახმად, ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წინასწარი…
- 61საქართველოში მძლავრი დემოკრატია 2004 წლიდან იყო და არის ქვეყნის სიძლიერის წყარო, ხოლო გუშინდელი აქტივობა კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართველი ხალხის ერთგულებას დემოკრატიისადმი. თუმცა, 2024 წელს საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ წინასაარჩევნო გარემო ხასიათდებოდა მმართველი პარტიის მიერ ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებით, ხმების მოსყიდვითა და ამომრჩევლის დაშინებით, რამაც ხელი შეუშალა თანასწორი პირობების…
- 59
დავასრულეთ საარჩევნო კამპანია გურიაში. შევხვდით ყველა თაობის ადამიანს და გვქონდა პოზიტიური შეხვედრები, სადაც მოსახლეობას გავაცანით „ქართული ოცნების“ პროგრამის პრიორიტეტები და სამომავლო გეგმები. გამოწვევები კვლავ რჩება, რომლებსაც არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ეტაპობრივად მოვაგვარებთ და ჩვენი მოქალაქეების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ. მეამაყება, რომ საქართველოს პარლამენტში წარმოვადგენდი გურიას, როგორც მაჟორიტარი დეპუტატი.… - 58
საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის, კანონმდებლობის დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალ პროფესიულ დონეზე გაუწიოს ადმინისტრირება პირველ ფართომასშტაბიან მოდერნიზებულ არჩევნებს, რომელშიც ამომრჩეველთა თითქმის 90% სერვისებს ელექტრონული საშუალებების გამოყენებით მიიღებს, ხოლო ამომრჩეველთა 10%-ის ბიულეტენები კენჭისყრის დასრულების შემდგომ გაციფრულდება, – ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით,…