აშშ-მა ვენესუელასთან დაკავშირებული ნავთობტანკერი დააკავა მას შემდეგ, რაც ატლანტის ოკეანეში მისი დევნის ოპერაციას ატარებდა. ნათქვამია აშშ-ის ევროპული სარდლობის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში.
ტანკერი, რომელსაც თავდაპირველად Bella1 ერქვა, აშშ-მა 2024 წელს დაასანქცირა, ვინაიდან, ის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ნაწილი იყო და უკანონო ნავთობის ტრანსპორტირებას ახდენდა.
აღინიშნება, რომ ტანკერის დაკავების ოპერაციაში აშშ-ის სამხედროები და სანაპირო დაცვა მონაწილეობდნენ.
ცნობისთვის, აშშ-ის სანაპირო დაცვამ აღნიშნული ტანკერის დაკავება წინა თვეში სცადა, როდესაც ის ვენესუელას მახლობლად იყო, თუმცა ვერ შეძლო. გარკვეულ მომენტში გემის ეკიპაჟმა მასზე რუსული დროშა დახატა, რათა ეჩვენებინა, თითქოს ის რუსეთის დაცვის ქვეშ ოპერირებს. მალევე, აღნიშნული ნავთობტანკერი რუსეთის გემების ოფიციალურ რეესტრში გაჩნდა ახალი სახელით – Marinera, თუმცა, CNN-ის წყაროების ცნობით, ტრამპის ადმინისტრაცია აღნიშნულ სტატუსს არ აღიარებს და გემს ახლაც არცერთი ქვეყნის საკუთრებად არ მიიჩნევს.
მსგავსი სტატიები
- 65
დღეს პოლონეთში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რელიგიური და სახელმწიფო დღესასწაული, სამი მეფის დღე (Trzech Króli), აღინიშნება, რომელსაც კათოლიკური ეკლესია ეპიფანიას, ანუ უფლის გამოცხადებას უწოდებს. ეს დღე იმ ბიბლიურ ეპიზოდს უკავშირდება, როდესაც ბეთლემში შობილ იესო ქრისტეს სამი მოგვი -კასპარი, მელქიორი და ბალთაზარი ეწვია და მას, როგორც მეფეს, ღმერთსა და ადამიანს, სიმბოლური საჩუქრები: ოქრო,… - 64აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ ინდოეთმა და პაკისტანმა მიაღწიეს შეთანხმებას დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტასა და ნეიტრალურ ადგილას საკითხთა ფართო სპექტრზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. რუბიოს თქმით, ის და ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ბოლო 48 საათის განმავლობაში ესაუბრებოდნენ ინდოეთისა და პაკისტანის მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს, მათ შორის პრემიერ-მინისტრებს, ნარენდრა მოდის და…
- 64
ამერიკელმა და უკრაინელმა მომლაპარაკებლებმა განიხილეს ამბიციური მიზანი, რუსეთმა და უკრაინამ სამშვიდობო შეთანხმებას მარტისთვის მიღწიონ, თუმცა ეს ვადა, სავარაუდოდ, გადაიწევს ძირითად ტერიტორიულ საკითხზე შეთანხმების არარსებობის გამო, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, განხილული სქემის მიხედვით, ნებისმიერი შეთანხმება უკრაინელი ამომრჩევლების მიერ რეფერენდუმის ჩატარებას დაექვემდებარება, რომლებიც პარალელურად ეროვნულ არჩევნებშიც მიიღებენ მონაწილეობას.… - 64
ჩემო ძვირფასო თანამემამულეებო, დადგა გადამწყვეტი მომენტი. დახმარება, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ირანის მამაც ხალხს დაჰპირდა, უკვე მოვიდა. ეს ჰუმანიტარული ჩარევაა; მისი სამიზნე ისლამური რესპუბლიკა, მისი რეპრესიების აპარატი და მისი მკვლელობის მანქანაა და არა ირანი და მისი ხალხი. მაგრამ, ამ დახმარების მიუხედავად, საბოლოო გამარჯვება მაინც ჩვენ უნდა მოვიპოვოთ. სწორედ ჩვენ,… - 63
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯეი დი ვენსის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის წინააღმდეგ სამხედრო დარტყმებს განიხილავს, არ არსებობს შანსი, რომ ასეთმა დარტყმებმა შეერთებული შტატები მრავალწლიან ომში ჩაითრიოს. ვენსმა The Washigton Post-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ დარტყმები იქნება შემაკავებელი ფაქტორი ირანისთვის ბირთვული იარაღის შემუშავების თავიდან ასაცილებლად, თუ საკითხი დიპლომატიურად არ მოგვარდება. „ის…