ქ. თბილისის N 103 საჯარო სკოლა პედაგოგებისა და მოსწავლეების მზარდი საერთაშორისო ჩართულობით  გამოირჩევა, რითაც სრულად უჭერს მხარს  და აძლიერებს ჩვენი ქვეყნის აქტიურ როლს გლობალურ საგანმანათლებლო სივრცეში. ასეთი ღირებულებითი დამოკიდებულების შედეგად 2025 წლის 9 თებერვალს ქ. დუბაიში გამართულ საგანმანათლებლო ლიდერთა სამიტზე სკოლამ 2024 წლის საუკეთესო სკოლის ჯილდო მოიპოვა, ხოლო სკოლის დირექტორი ბატონი არჩილ ჩხაიძე  2024 წლის საუკეთესო დირექტორის,  სკოლის ქიმიის პედაგოგი ქალბატონი რუსუდან ნუცუბიძე   კი მასწავლებლის გამორჩეული ტრენერის ჯილდოს მფლობელები გახდნენ.

ახლახან დუბაიში საგანმანათლებლო ლიდერთა საერთაშორისო სამიტი გაიმართა. გაზეთი „ალიონი“ ამ სამიტის მონაწილეს, თბილისის #103 სკოლის დირექტორს არჩილ ჩხაიძეს ესაუბრა:

_ 2025 წლის მარტში ქ. თბილისის N 103 საჯარო სკოლამ უმასპინძლა სხვადასხვა ქვეყნის საგანმანათლებლო ლიდერთა სამიტის 90 დელეგატს მსოფლიოს 10 ქვეყნიდან, საერთაშორისო დონეზე გამოცდილების გაზიარებითა და მულტიკულტურული დამოკიდებულებების მხარდამჭერი ღონისძიებებით. შემდეგ კი  წარმატებით გააგრძელა საერთაშორისო აქტივობებში მონაწილეობა, შეუერთდა რა  AKS Global Teacher Awards 2025-ის ყოველწლიურ ცერემონიაზე საქართველოს გუნდს. ეს ჯილდო მსოფლიოს მასშტაბით განსაკუთრებულად წინა პლანზე აყენებს გამორჩეულ პედაგოგებს, დირექტორებსა და განათლების ლიდერებს. აღნიშნული პლატფორმა მნიშვნელოვანი სივრცეა ინოვაციური პრაქტიკების, პროფესიული თავდადების და საგანმანათლებლო პროგრესის წარმოსაჩენად. 2025 წლის 29 ოქტომბერ – 1 ნოემბერს ინდოეთის ქალაქ დელიში გამართულ სამიტზე, რომელსაც ესწრებოდა დაახლოებით 150 დელეგატი მსოფლიოს 10 ქვეყნიდან,რაც კიდევ უფრო უსვამს ხაზს ცერემონიის საერთაშორისო მნიშვნელობას და მის როლს განათლების გლობალურ თანამშრომლობაში. განსაკუთრებით საამაყოა, რომ საქართველო წარმოდგენილი იყო 15-წევრიანი დელეგაციით, რომელთა შემადგენლობაში იყვნენ: ოთხი გლობალური მასწავლებლის ჯილდოს მფლობელი, ბატონი ნუკრი კარკაძე, ქალბატონი რუსუდან ნუცუბიძე, ქალბატონი რიმა კუპრეიშვილი, ქალბატონი ანა ანუშიძე. ორი გლობალური დირექტორის ჯილდოს მფლობელი, ბატონი არჩილ ჩხაიძე, ქალბატონი ფაქიზო ფანჩულიძე-კუჭავა,ბატონი ერეკლე ხაზარბეგიშვილი, ბატონი ირაკლი კუჭავა, ქალბატონი ნინო ფართლაძე, ქალბატონი ნანა კუჭუხიძე, ქალბატონი ელიზავეტა კუჭუხიძე, ქალბატონი ნინო სარალიძე, ქალბატონი თინა გოგოტიშვილი. საქართველოს AKS განათლების კოორდინატორი, ქალბატონი ინგა ხარჩილავა, ასევე ახალგაზრდა ელჩი მე-10 კლასის მოსწავლე, ელენე შალამბერიძე, რომელმაც ახალგაზრდული ლიდერობის ღირსეული მაგალითი წარმოაჩინა.

განსაკუთრებით ემოციური და ამაღელვებელი იყო ის, რომ  დაჯილდოების ცერემონიალს ესწრებოდა და გამარჯვებულებს შესაბამისი სერთიფიკატები გადასცა საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა ინდოეთში, ბატონმა  ვახტანგ ჯაოშვილმა და  ვიცე კონსულმა ბატონმა სერგი ბოლქვაძემ. ისინი იზიარებდნენ ქვეყნის გამორჩეული საგანმანათლებლო ლიდერების წარმატებებს, როდესაც ქვეყნის ელჩი მხარს უჭერს და საკუთარ თავთან ერთად ზეიმობს თავისი ქვეყნის მოქალაქეების წარმატებებს, ეს კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი, ძალის მომცემი და ქვეყნისთვის საამაყო მომენტია.  ღონისძიების ერთ-ერთი ყველაზე ემოციური მომენტი გლობალური დირექტორის ჯილდოს ბატონ არჩილ ჩხაიძისთვის, მისივე ყოფილი მოსწავლის — დღეს ინდოეთში საქართველოს ვიცე-კონსულის, ოზურგეთელი სერგი ბოლქვაძის მიერ გადაცემა იყო.

დელეგაციამ მაღალი პროფესიონალიზმით წარმოაჩინა საქართველოს საგანმანათლებლო პოტენციალი, ინოვაციური მიდგომები და ქვეყნის სწრაფად მზარდი გავლენა საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში. ქართველმა საგანმანათლებლო ლიდერებმა პანელური დისკუსიებში ჩართულობითა და სკოლებში ვიზიტისას პედაგოგიური პრაქტიკის გაზიარებით  საერთაშორისო თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითები აჩვენეს.

გლობალურ საგანმანათლებლო სივრცეში ასეთი აღიარება სკოლისა და სასკოლო საზოგადოების ეფექტური თანამშრომლობის შედეგია, რომელიც არა მარტო აღიარებაა,  არამედ სივრცეა, რომელიც  ახალგაზრდებსა და პედაგოგებს საერთაშორისო გამოცდილების მიღების რეალურ შესაძლებლობებს უქმნის.

ა.წ. 9-12 იანვარს, ქალაქ დუბაიში გაიმართა საგანმანათლებლო ლიდერთა საერთაშორისო სამიტი  მე-6 Global Education Summit & Awards by AKS Education, რომლის მუშაობაში მონაწილეობას იღებდა მსოფლიოს 20 ქვეყნის 120 გამორჩეული პედაგოგი და ლიდერი. აღნიშნულმა ღონისძიებამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი განათლების სფეროს გლობალურ მნიშვნელობასა და საერთაშორისო თანამშრომლობის როლს. სამიტზე თბილისის N 103 საჯარო სკოლა წარმოდგენილი იყო სკოლის დირექტორის ბ-ნი არჩილ ჩხაიძის, სკოლის პედაგოგების: მარიკა ქავთარაძის, თინა გოგოტიშვილის, ლალი თეთრაძის და X კლასის მოსწავლის ნინი ბაჩიაშვილის სახით. ასეთ მაღალი დონის საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობა  დასტურია ჩვენი სკოლის განათლების ხარისხის, მოსწავლეთა და პედაგოგთა მოტივაციისა და მათი მზაობისა, აქტიურად ჩაერთონ გლობალურ საგანმანათლებლო პროცესებში. განათლების საერთაშორისო სამიტის მუშაობაში მონაწილეობას იღებდა დელეგაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან, რომელსაც ხელმძღვანელობდა აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე, ბატონი ჯემალ გამახარია. სამიტის მუშაობაში ასეთი მაღალი რანგის ოფიციალური პირების ჩართულობა ღონისძიებას კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას სძენდა და წარმოაჩენდა განათლების სფეროს სახელმწიფოებრივ მხარდაჭერას.

სამიტის მუშაობის მთავარი მიზანი იყო ურთიერთგამოცდილების გაზიარება და პროფესიულ საქმიანობაში განსაკუთრებული მიღწევებისთვის წარმატებული ლიდერების დაჯილდოება. ეს ვიზიტი N103 საჯარო სკოლისთვის მნიშვნელოვანი იყო იმითაც, რომ ასეთი დონის საერთაშორისო კონკურსში, ნომინაციით  ,,ნოვატორი პედაგოგი,“ დაჯილდოვდა სკოლის დაწყებითი კლასის წამყვანი პედაგოგი ქ-ნი ლალი თეთრაძე.

ამრიგად ქ. თბილისის N103 საჯარო სკოლას ჰყავს საერთაშორისო დონეზე აღიარებული სკოლის დირექტორი ბატონი არჩილ ჩხაიძე, სკოლის  მენტორი პედაგოგები:ქიმიის ქ-ნი რუსუდან ნუცუბიძე, დაწყებითი კლასების ქ-ნი ლალი თეთრაძე.

გლობალურ საგანმანათლებლო სივრცეში  ღირებულებითი და სწორი ხედვებით განხორციელებული საქმიანობისთვის სკოლა განსაკუთრებულ მადლობას უხდის #AKSEducationAwards-ს, მის ორგანიზაციულ გუნდს, ასევე  Teacher community Georgia-ს  გუნდს, განსაკუთრებულ მადლობას მუდმივი მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის -ქალბატონ ინგა ხარჩილავას._გვითხრა არჩილ ჩხაიძემ.

მსგავსი სტატიები