მერაბ ბერძენიშვილის სახელობის ოზურგეთის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრმა ბათუმელი მხატვრის მერაბ კვაჭაძის პერსონალურ გამოფენას მეორედ უმასპინძლა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მხატვრის უახლესი ნამუშევრები სხვადასხვა სერიებად, მათ შორის ,,მოგონებები გურიაზე” და ,,თევზები”.
სტუმრები აღნიშნავდნენ ნახატების განსაკუთრებულობას, მხატვრის ოსტატობასა და რუდუნებით შესრულებულ კომპოზიციებს.
მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს: ხელოვნებათმცოდნე ლია ურუშაძემ, ოზურგეთის სურათების გალერეის დირექტორმა ავთანდილ თავართქილაძემ, გურიის მხატვართა კავშირის თავმჯდომარე თამაზ დარჩიამ, ცნობილმა მხატვრებმა ვახტანგ მამეიშვილმა, ბაგრატ ჭკუასელმა.
წარმოშობით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომიდან მხატვარმა მერაბ კვაჭაძემ მადლობა გადაუხადა დარბაზში მყოფთ მობრძანებისა და დადებითი შეფასებებისთვის.
ავთანდილ თავართქილაძემ დაანონსა, რომ წელს მაისში, გალერეის წინ მხატვარ ბაგრატ ჭკუასელის პალიტრა გაიხსნება.
მსგავსი სტატიები
- 77
ავტორი: გია ბეშიტაიშვილი (გაგრძელება. ბეჭდური ვერსია იხ. გაზეთი „ალიონი“ #6-11.) ოთხი, ხუთი წლის განმავლობაში ექიმ-ფონიატრებთან სიარულმა, მკურნალობამ, წამლებში და «წამლობაში» ფულის უშედეგოდ ხარჯვამ, ჩემ განწყობილებაზე რა თქმა უნდა უარყოფითი გავლენა მოახდინა, რამაც სერიოზულად დამაფიქრა ჩემ მომავალზე, იმაზე თუ რა გზით უნდა წავსულიყავი?! უკვე კონსერვატორიის მეორე კურსიდან როგორც წარჩინებულ… - 77
ავტორი: გია ბეშიტაიშვილი (გაგრძელება) ოთხი, ხუთი წლის განმავლობაში ექიმ-ფონიატრებთან სიარულმა, მკურნალობამ, წამლებში და «წამლობაში» ფულის უშედეგოდ ხარჯვამ, ჩემ განწყობილებაზე რა თქმა უნდა უარყოფითი გავლენა მოახდინა, რამაც სერიოზულად დამაფიქრა ჩემ მომავალზე, იმაზე თუ რა გზით უნდა წავსულიყავი?! უკვე კონსერვატორიის მეორე კურსიდან როგორც წარჩინებულ სტუდენტს დამინიშნეს პ.ი. ჩაიკოვსკის სტეპენდია! საკმაოდ დიდი თანხა,… - 72
ცნობილი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი და ჟურნალისტი, გაზეთ „ალიონის“ ყოფილი თანამშრომელი _გენრიეტა ქუთათელაძე 82 წლისაა. ვულოცავთ! * * * დარდმა და მწუხარებამ დააჭკნო ეს ქალი, ეს ქალი, წარსულში რომ ჰგავდა ყაყაჩოს, სასტიკმა ცხოვრებამ დასეტყვა, დამეხა, დაცეცხლა დააზრო და დააბერა, ლამის დაახრჩო (ეჰ, რა ძნელია დევნილის ხვედრი). შიში შეეყარა სახადივით და ფიქრებს… - 72
