ესპანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესის განცხადებით, გრენლანდიაში აშშ-ის შეჭრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს დედამიწაზე უბედნიერეს ადამიანად აქცევს.
მისი თქმით, კუნძულის წინააღმდეგ აშშ-ის ნებისმიერი სამხედრო ქმედება ნატო-ს დააზიანებს და რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის ლეგიტიმაციას მოახდენს.
„თუ გრენლანდიაზე გავამახვილებთ ყურადღებას, უნდა ვთქვა, რომ ამ ტერიტორიაზე აშშ-ის შეჭრა ვლადიმერ პუტინს მსოფლიოში ყველაზე ბედნიერ ადამიანად აქცევს. რატომ? იმიტომ, რომ ეს უკრაინაში მისი შეჭრის ლეგიტიმაციას მოახდენს. თუ შეერთებული შტატები ძალას გამოიყენებს, ეს ნატო-სთვის სიკვდილის ზარი იქნება. პუტინი ორმაგად ბედნიერი იქნება“, – აღნიშნა ესპანეთის პრემიერმა.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ გრენლანდიაზე უთანხმოების გამო, დანიას, ნორვეგიას, შვედეთს, საფრანგეთს, გერმანიას, დიდ ბრიტანეთს, ნიდერლანდებსა და ფინეთს 10%-იან ტარიფებს უწესებს. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, აღნიშნულ ქვეყნებს 2026 წლის 1-ელი თებერვლიდან 10%-იანი ტარიფები დაუწესდებათ, 1-ელი ივნისიდან კი ტარიფები 25%-მდე გაიზრდება და იქამდე იმოქმედებს, სანამ „გრენლანდიის სრულ და მთლიან შესყიდვაზე არ იქნება მიღწეული შეთანხმება“.
წყარო: ipn.ge
მსგავსი სტატიები
- 60
ჩემო ძვირფასო თანამემამულეებო, დადგა გადამწყვეტი მომენტი. დახმარება, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ირანის მამაც ხალხს დაჰპირდა, უკვე მოვიდა. ეს ჰუმანიტარული ჩარევაა; მისი სამიზნე ისლამური რესპუბლიკა, მისი რეპრესიების აპარატი და მისი მკვლელობის მანქანაა და არა ირანი და მისი ხალხი. მაგრამ, ამ დახმარების მიუხედავად, საბოლოო გამარჯვება მაინც ჩვენ უნდა მოვიპოვოთ. სწორედ ჩვენ,… - 60
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯეი დი ვენსის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის წინააღმდეგ სამხედრო დარტყმებს განიხილავს, არ არსებობს შანსი, რომ ასეთმა დარტყმებმა შეერთებული შტატები მრავალწლიან ომში ჩაითრიოს. ვენსმა The Washigton Post-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ დარტყმები იქნება შემაკავებელი ფაქტორი ირანისთვის ბირთვული იარაღის შემუშავების თავიდან ასაცილებლად, თუ საკითხი დიპლომატიურად არ მოგვარდება. „ის… - 60
შეიძლება გავაკეთო, შეიძლება არ გავაკეთო, არავინ არ იცის, რას ვიზამ, _ ასეთი პასუხი გასცა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კითხვას, აპირებს თუ არა ის ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმების ბრძანების გაცემას. „შეიძლება ვქნა, შეიძლება არ ვქნა, არავინ არ იცის რას ვიზამ. შემიძლია ის გითხრათ, რომ ირანს დიდი პრობლემები აქვს და მოლაპარაკება სურთ.… - 60რუსეთ-უკრაინასთან დაკავშირებით არაფერი მოხდება, ვიდრე პუტინს არ შევხვდები, _ ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს თვითმფრინავის ბორტზე განუცხადა. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, თურქეთში უკრაინასთან მოლაპარაკებების გამართვის მიზნით ჩასული რუსული დელეგაციის შესახებ არაფერი იცის. „არაფერი მოხდება, სანამ ჩემი და პუტინის შეხვედრა არ შედგება. რა თქმა უნდა, ის არ ჩავიდოდა თუ მე…
- 60
დღეს პოლონეთში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რელიგიური და სახელმწიფო დღესასწაული, სამი მეფის დღე (Trzech Króli), აღინიშნება, რომელსაც კათოლიკური ეკლესია ეპიფანიას, ანუ უფლის გამოცხადებას უწოდებს. ეს დღე იმ ბიბლიურ ეპიზოდს უკავშირდება, როდესაც ბეთლემში შობილ იესო ქრისტეს სამი მოგვი -კასპარი, მელქიორი და ბალთაზარი ეწვია და მას, როგორც მეფეს, ღმერთსა და ადამიანს, სიმბოლური საჩუქრები: ოქრო,…