(გაგრძელება. დასაწყისი იხ.  https://alion.ge/2025/12/%e1%83%a8%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%99/)

 

                                         კალანდა

გურიაში ახალ წელს კალანდას უწოდებენ და მას თოფების გასროლით ხვდებიან., სიტყვა  კალანდა ლათინური სიტყვა კალანდედან  წარმოდგება და თვის პირველ რიცხვს ნიშავს.

კალანდის შესახვედრად აუცილებელი იყო შემდეგი რიტუალის შესრულება: ცხემლისჭრა საღამო,  გასალოცი გობის მომზადება, ჩიჩილაკის ახდა, გალოცვა ანუ ფეცხვა, ცეცხლის გალოცვა, ბედობის დღე, აგუნას გადაძახილი, წმინდა ბასილია ლოცვა.

გურულები კალანდისათვის მზადებას  ადრიანად იწყებენდენ.ბარბარობამდე ორი-სამი დღით ადრე ოჯახის უფროსი მიდის ტყეში, მოჭრის ველური თხილის  წნელს, მოიტანს სახლში, მოღობავს ძარას, ანუ სასუქს. ბარბარობა დღეს  ქათმების პატარა დღეობაა. ამ დღეს მეოჯახე ქალი არჩევს ბებერს, ნაკლებ კვერცხის მდებელს, ცუდ მკეკელს „ფრთხუს“, უვარგის, მოჭვას, რომელიც სადგამურად არ გამოდგება, აგრეთვე ყვერულს, რომელიც საგანგებოდ საკაიდღეოდ  ჰყავდათ გამოზრდილი.  ბარბარობიდან ერთი კვირის შემდეგ განსაკუთრებულ ადგილას საგანგებო სამწყვდევში ჩასვამდნენ  ღორს.ქათმებიც და ღორიც  სასუქში უნდა ყოფილიყო, ოჯახის ყველა წევრი ცდილობდა დაესწრო  და სასუქში მყოფთათვის „ კეკალი დაეყარა წყალიც დაესხა  და თან ეთქვა: სუქ, სუქ, სუქ. ღორი პირველ დრეებში, პატივს იღებს, ხარბად ჭამს, სიმინდის დაყრის დროს , როთინით ხვდება, შემდეგ კი,როცა სიმსუქნე  ძლევს, საჭმლით გულს იმსუყებს, ზარმაცობა ეპარება, უხალისობა  ეტყონა, წვება და ნებივრობას იწყებს“(აპოლონ წულაძე).

 

      ცხემლისჭრა  საღამო

კალანდის  წინა დღეს ცხემლისჭრა საღამო დგებოდა. ამ დღეს ოჯახის უფროსი მამაკსცი წავიდოდა ტყეში და ცხემლის  შეშას დაამზადებდა.უძველესი დროიდან ოჯახში ცეცხლის ჩაქრობა  დიდ უბედურებად ითვლებოდა, ცეცხლი  სახლის (სამზადი) შუა ადგილას იყო გაჩაღებული, რათა შესაძლებლობა ქონოდათ ოჯხის ყველა წევრი, შემოსხდომოდა ირგვლივ და გამთბარიყვნენ. გურიაში სამზად სახლში  დღესაც ანთია  შუა ცეცხლი კერიით, კერია (კერა) წარმოადგენს მოგრძო ფორმის ქვას, რომელსაც შეშას დააყრიან, თავებს კერიაზე ჩამოუდებენ, ასეთ შემთხვევაში შეშას ცეცხლი უფრო  კარგად ეკიდება. ცეცხლის გაქრობა და კერიის გაციება დიდ უბედურებად ითვლებოდა. თუ რამდენად  დიდიმნიშვნელობა ჰქონდა ცეცხლის გატანას, გაუქრობლად შენახვა) მტკიცდებოდა შელოცვით,რომელსაც გურიაში მიმართავდნენ , საღამოობით, დაწოლის წინ, ხის მუგუზალს შეახვევდნენ, ნაღვერდალში  ცეცხლს დაახვეტდნენ,ცეცხლის შემნახველი შემდეგი სიტყვებით შუელოცავდა:

ცეცხლო ელოდე-მელოდე,

მე მელოდე, მზეს ელოდე,

მთვარეს ეთაყვანებოდე,

დილით ადრე ავდგებოდე,

დოხჩაური დამხვდებოდე.

დოხჩაური, დიდი ანუ  გაღვივებული  ცეცხლია. ცნობილია, რომ  ცხემლის შეშას უფრო მაგრად ეკიდება, ვიდრე ცხემლის, ან სხვა მცენარისას, მას  ღვთაებრივ მნიშვნელობასაც ანიჭებდნენ.

სასუქში ჩაყრილ ფრინველებს და საახალწლო ღორს დაკლავდნენ. ცხემლის ჭრადღის ვახშამს ამზადებდნენ, გასუქებული ქათმის  კუჭ-ფილტვისაგან და თავ-ფეხისაგან, რასაც განსაკუთრებული  მნიშვნელობა ჰქონდა, თქმულემაც კი არსებობდა: „ ახალწლის სადილს შეველევი და ცხემლის ჭრის ვახშამს ვერაო“.

კონსტანტინე გვარამაძის გადმოცემით: „კალანდის დადგომამდე ცხემლისჭრა საღამოს, ოჯახის  ყველა წევრზე რამდენიმე  ხაჭაპური ცხვებოდა , რომელთა დასახელებები გახლდათ: „ საკალანდო“,  „დედო ხაჭაპური“,  ანუ“ საფერხავი,“ „საჩიჩილაკე“,  „სააგუნე“, „საიმვახშმო“, „სალოცავი“ და საცხემლისჭრო“. „ საცხემლისჭრო“ ხაჭაპურს ჩიჩილაკის  გაწყობის წინ მიირთმებდნენ, „დედო  ხაჭაპურს“, „ნაზარდას“ თავთან ერთად საკალანდო გობზე  დებდნენ. „სააგუნო“- აგუნაზე გასალოცი იყო, რომლის დღესასწაული ახალი წლის   საღამოს იყო, „საჩიჩილაკეს“ ჩიჩილაკს თავზე  ჩამოაცვამდნენ.“

 

ჩიჩილაკის ახდა

საახალწლო გასალოც ელემენტებს შორის ჩიჩილაკს განსაკურებული და  შეუცვლელი ადგილი ეჭირა. ჩიჩილაკი ნედილი ხის ნაწარმია, რომელზედაც  შეთლილია დახუჭუჭებული  მერქნის  გრძელი ანათალი.

 

ჩიჩილაკი

ჩიჩილაკის დამზადება ხდებოდა  თხილის, წაბლის ან ლეღვის ახლად მოჭრილი ღეროებისაგან, კერძოდ ღეროებს მოთუთქავდნენ (გაავლებდნენ) ნაღვერდალში, გააცლიდნენ კანს და შემდეგ ძირიდან ზევით აათლიდნენ, მერქნის თხელ ერთი მილიმეტრის, სისქის ღეროებს, ეს ღეროები კულულებად უნდა ყოფილიყო დახვეული, დასადგამად გაუკეთებდნენ ფეხს,,წვეროზე კი ქოჩორს, გურიაში წინათ იშვიათი იყო ოჯახი, სადაც არ იცოდნენ ჩიჩილაკის ახდა. ეს ტრადიცია დღესაც გრძელდება. ძველი ხალხური გადმოცემით, ჩიჩილაკი მზის გამოსახულებას წარმოადგენს, ხოლო მის ქვემოთ დაშვებული კულულები მზის სხივების სიმბოლოებია. დაამთავრებდნენ თუ არა ჩიჩილაკის ახდას, შეუდგებოდნენ მის მორთვას. ჩიჩილაკს რთავდნენ კურკანტელით, სუროს  ყლორტებით,, საზამთროდ დამზადებული  დაჩამიჩებული ყურძნის აკიდოებით,  ჩუეჩხელებით, ბროწეულით, პატარა ყველიანი პურით.

ჩიჩილაკს წარმართობის დროინდელ ბასილას წვერებს ადარებდნენ, ქრისტიანობაში- კი წმინდა ბასილს წვერს,სიცოცხლის ხესაც ეძახდნენ, იმიტომ, რომ კერა,   სახლი ქართველ კაცს სიცოცხლის  სიმბოლოდ, ადამიანის ზეცასთან  შემაკავშირებლად ესახებოდა, რასაც განასახიერებდა  ჩიჩილაკი.

ოჯახის უფროსი  მამაკაცი წმინდა ბასილს  შესთხოვდა, დამდეგი ახალი წელი  მისთვის და მისი ოჯახისათვის ყოფილიყო ბედნიერი, ყველასათვის მოეტანა ჯანმრთელობა, კეთილდღეობა, ყველა საქმეში წარმატება  და სიმდიდრე, სახლში შესვლისას  იტყოდა:“ გადმოვდგი ფეხი, გწყალბდეთ ღმერთი, გფარავდეს წმინდა  ბასილი, იმისი მადლით იყავით პურით და ღვინით ავსილი“. თხილის ღეროს ნახევრად ახდილ  ბურბუშელებს  წმინდა ბასილის  ფაფუკ წვერებს ადარებდნენ და ამიით ხაზს უსვამდნენ სწრაფვას  წმინდა ბასილისებური სიკეთის , სიუხვის და ხვთისმოსავობისაკენ.

 

        შეხვედრა კალანდასთან

ოჯახის უფროსი  ჩიჩილაკითა და გასალოცი გობით ხელდამშვენებული  მიადგებოდა სახლის კარს და გარედან შესძახებდა : _  „კარი გამიღე“, სახლიდან იყო პასუხი: _  „ რა მოგაქვს?- მამაკაცი მეკვლე _ „ მობრძანდება წმინდა ბასილი, მას მოაქვს  ღვთისა და ბატონის მოწყალება, კაცთა მშვიდობა, ოქრო და ვერცხლი, თვალ-მარგალიტი, პური და ღვინო, ბედაური ცხენი ლახტით შემკული, ყირიმის თოფი, ინგლისის ფიშტო, მოჭედილი სატევარი, და ყაჭ-აბრეშუმი.“ სულ სამჯერ მეორდება შეკითხვა, სამივეჯერ ხვავსა და ბარაქას, ბეღლის ავსებას,ჯანმრთელობას  და ბედნიერებას უსურვებდნენ ოჯახს, მერე შიგნითა კარება გაუღებდნენ მეკვლეს და  მორთულ ჩიჩილაკთან ერთად სახლში შეიპატიჟებდნენ. ოჯახის ყველა წევრს ხელში ანთებული თაფლის სანთელი ეჭირა-ღმერთმა ახალი წელიწადი გაგვითენოს  ულოცავდნენ ერთმანეთს, სამგზის ჩამოატარებდნენ ჩიჩილაკს  ადგილის ერთ კუთხეს მიუჩენდნენ. ტრადიციით ჩიჩილაკის აღება   ნათლისღების დღეს  ხდებოდა,  შემდეგ გაიტანდნენ გარეთ და ხეზე ჩამოკიდებდნენ.

 

გასალოცი გობი

ჩიჩილაკის შემდეგ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა გასალოც გობს ანუ ხონჩას, რომელზეც დალაგებული უნდა ყოფილიყო  დედო პური ანუ ახლი წლისსათვის სპეციალურად გამომცხვარი ხაჭაპური, დედო პურში ყველთან ერთად ურთავდნენ ვერცხლის სუფთა მანეთიანს ან ათ შაურს, რის შემდეგ ყველს გაიყვანდნენ(გაასწორებდნენ ცომში).  დედო პურს  გაჭრიდნენ ახალი წლის სადილზე  იმდენ თანასწორ  ნაწილად, რამდენი სულიც იყო ოჯახში  და ვერცხლის  ფული ვის ნაჭერში აღმოჩნდებოდა, ის ითვლებოდა იღბლიანად. გარდა დედო პურისა, ხონჩაზე უნდა დაედოთ მოხარშული ღორის თავი, ტკბილეული,- პატარა ქოთნით გაცეხვილი ღომი, რომელშიც ჩაფლული იყო მოუხარშავი კვერცხი. გობის კიდეებზე შემოამწკრივებდნენ ოჯახში ჩამოქნილ (დამზადებულ) თაფლის სანთელს. სანთელს ამაგრებდნენ ღომიანი ქოთნის კიდეზეც. ხონჩის გვერდითგვერდით დადგამდნენ ღვინოს პატარა  დოქით, რომელსაც თავი დაცული  ჰქონდა სიმინდის ნაქურჩნით, დოქსაც მიამაგრებდნენ თაფლის სანთელს.

 

       გალოცვა ანუ ფეცხვა

კალანდასთან შეხვედრა შემდეგნაირად ხდებოდა:

მამლის ყივილზე მთელი  ოჯახი ფეხზე დგებოდა. ამ დროს სრულდებოდა  ლოცვა, რომელსაც გურიაში „დილის ცეცხლის გალოცვა ეწოდებოდა“. ეს ლოცვა ჩაწერილი აქვს მუზეუმის ყოფილ

თანამშრომელს აწ განსვენებულ მაკარი თავდუმაძეს:_„კალანდა  დილით გალოცვის დაწყებისდაწყების წინ ოჯახის უფროსი მამაკაცი გადიოდა გარეთ, თან მიჰქონდა  საფერხავი გობი, რომელზედაც ეწყო:დედო პური, ხაჭაპური, ღორის თავი და საჯიქიო-ზურგიელი,პატარა თიხის ქოთნთ ღომის მარცვალი, ზედ მიკრული სანთლით,  ჩიჩილაკით და ღვინის ჭურჭლით. ოჯახის  უფროსი მარანზე გავიდოდა, ხდიდა ჭურს თავს და დაილოცებოდა მრავალ ახალ წელს დაესწარი პატრონიანა და იღებდა ღვინოს, პირველად გაავსებდა დოქს და დადგამდა საფერხავ გობთან , შემდეგ ამოიღებდა  ახალ წელს დასალევ ღვინოს დიდ ჭურჭელში, დაიჩოქებდა და ღმერთს შესთხოვდა:„ღმერთო მოგვეცი კაცთა მშვიდობა, ჯანმრთელობა, მხიარულება, კარგად ყოფნა, ოქრო და ვერცხლი უთვალავი, საქონელი და ღორი ჯოგად , ქათამი და ბატი გროდ, მარანი  ღვინით სავსე ,  ძვალი ტვინით სავსე,  ღენჭოპო(ნაჭუჭი) გულით სავსე, ბეღელი  პურით სავსე შემოაბრუნებდა  საფერხავ გობს წაღმა  და სახლისაკენ წავიდოდა, კართან მისული დაუძახე-დიასახლისს:“ კარი გამიღე, დიასახლისი უპასუხებდა- რა მოგაქვს? მეორდებოდა ზემოთ აღნიშნული ტექსტი.  კითხვა-პასუხი სამჯერ უნდა  განმეორებულიყო, შეადგამდა თუ არა სახლში  ფეხს , მიულოცავდა  სახლს, შემდეგ  დადგამდა გობს და ჩიჩილაკს  შუა ადგილას, გავიდოდა გარეთ, შემოიტანდა  ცხელის შეშას, მიულოცავდა  ცეცხლს-ცეცხლო მრავალ ახალ წელს  დაესწარი შენი პატრონი კარგად გყოლოდეს და გადაიხრებოდნენ ცეცხლისკენ, ასე იქცეოდა  ოჯახის დანარჩენი წევრებიც. შემდეგ ყველანი დაიჩოქებოდნენ და ოჯახის უფროსი მამაკაცი შესთხოვდა ღმერერთს ღმერთს:- ღმერთო მოგვეცი კაცთა მშვიდობა და ჯანმრთელობა  და კცლავ გაიმეორებდა ზემოთ მოტანილ ლოცვას და თან საფერხავ გობს და ჩიჩილაკს ატრიალებდა , რის შემდეგ  სუფრაზე დაიდებოდა ყველაფერი, რაც ქონდათ გამზადებული და ყველანი  შეახებდნენ სათითაოდ ხელს, ერთმანეთს მიულოცავდნენ ახალ წელს  და ტკბილს ჩაუდებდნენ პირში. ოჯახის უფროსი ცეცხლს  შეუჩხუკუნებდა მუცუზლით ისე,რომ ნაპერწკლები ავარდნილიყო, თან ლოცულობდა. შემდეგ ოჯახის უფროსი გარეთ გავიდოდა და თოფს გაისროდა.კალანდასთან შეხვედრის რიტუალი თოფის გასროლით მთავრდებოდა..

ბედობის დღე

კალანდის ანუ ახალი წლის მეორე დღე  ბედობის დღედ ითვლებოდა იგი  მომავალი წლის, ბედობის, მოსავლის,  ბედნიერების და ჯანმრთელი  ცხოვრებისადმი მიძღვნილი დღესასწაული იყო.საახალწლო  რიტუალის მომზადების დროს ოჯახის ყველა წევრი ცდილო-ბდა, ახალი, კოხტად შეკერილი და სუფთა სამოსელი ცმოდათ. ყველა მოწოდებული იყო ეს დღე ცევა-თამაშში და  მხიარულებაში გაეტარებინა.  ახალ წელს დიდ უბედურებად და საწყენად ითვლებოდა ოჯახში ან სხვაგან სადმე ჩხუბი ან აურზაური აეტეხათ ვინმესთან ან პირიქითოჯახის უფროსი ირჩევდა მეკვლეს ანუ, როგორც გურიაში იტყოდნენ „კაი ფეხის“ (კარგი ფეხის) ადამიანს , ცდილობდნენ ოჯახიდან არსად წასულიყვნენ და თუ ვინმე მეზობელი ან ნათესავი ისურვებდა „ კაი ფეხის“ პატრონის სტუმრობას , ასეთ შემთხვევაში მასთან უნდა წასულიყავითკოხტად და სუფთად გამოწყობილი, თან მიგეტანათ ტკბილეული, ღვინო და სასმელები ნორმალულად დაგელიათ და უკან დროულად გამობრუნებულიყავით.

ვინაიდან სესხება, გასესხება, ოჯახის ნივთების  განათხოვრება და  რაც დაკავშირებულია გაწბილება,  მოტყუება, დაკარგვა ან გატეხვასთან, ამისთვის ამ დღეს არც ისესხებდნენ რამეს რადგან შესაძლოა, ვისგანაც  აპირებდა სესხებას უარი ეთქვა და  გაეწბილებინა, მთელ წელიწადს გაწბილებული იქნებოდა, არც გაასესხებდა, ვინაიდან შესაძლებელი იყო დაჰკარგოდა. არცითხოვდა და გაანათხოვრებდა რამეს. გურული გლეხი   ირჩევდა ბედობის  დღეს  თავი დაეჭირაამგვარი საქმიანობისაგან. ახალ წელიწადს  არა თუ ოდნავ  თუ ბევრად შეუძლო პირები, ავადმყოფიც კი, თუ მას ოდნავ მაინც შეეძლო  წამოდგომა , ყოველ ღონეს  იხმარდა დაღამებამდე მაინც ლოგინში არ ჩაწოლილიყო, თავი არ შეეკონა( შეეკრა). ახალ წელიწადს  ოჯახის უფროსი არიგებდა ოჯახის წევრებს, დილით ადრე ამდგარიყვნენ( პატიჟი არ დასჭირებოდათ), ტანზე სწრაფად ჩაეცვათ (ტანსაცმელს მიგნებულ ადგილას ინახავდნენ, რათა მეორე დღეს საძებარიგახდომოდათ), ხელ-პირი დაებანათ, საჭმელი  ეჭამათ,  ერთი მეორეში არ ეჩხუბათ და დრო მხიარულებაში გაეტარებინათ.ამ დრეს ოჯახის არც ერთ წევრს დასაქმებაზე უარი არ შეეძლო ეთქვა, ვინაიდან ახალ წელს სასაუბრო ლექსიკონიდან ამოღებული იყო  სიტყვები: „არ შემიძლია“, „მე არ ვიზამ“, „ ვერ გავაკეთებ“ და სხვა. ამ დღეს  მშობლები არიგებდენენ შვილებს: წელში გამართული გაიარეთ, თუ არა მთელი წლის განმავლობასი წელმოტეხილი და დაჩაგრული იქნებითო.

 

       აგუნას გადაძახილი

აგუნა საახალწლო და ყურძნის სიუხვის სიმღერაა, კალანდას ბინდისას ,  გადაძახების სახითასრულებდნენ. გურულებისათვის ყველაზე მეტად  „ბედობა  და საბრძნილო“ დღე კალანდა-ახალი წელი  იყო. ძველად  გურული ღმად იყო დარწმუნებული, რომ კალანდას,რასაც „ დაიბედებდა“, რასაც კი ისურვებდა, იმითი მთელ წელიწადს  მეორე კალანდამდე უზურველყოფილი იქნებოდა. ამიტომ შუაღამიდან იწყებოდა და მთელი დღე  სურვილ-ნატვრად იყო გადაქცეული,ეს გრძელდებოდა ექვსი დღე მაინც- ნათლისღებამდე. სურვილების  გამოთქმას ოჯახის წევრე-ბი იწყებდნენ ალიონზე-დალოცვისას, სადილზე და ბინდისას  აგუნას გადაძახების დროს , მუდამ   სტუმრისა და ჯარიანობას მოყვარული გურული, კალანდა დღეს მოწყდებოდა, ის სასტიკად

იცავდა ოჯახურ   კარჩაკეტილობას, ალბათ მისი რწმენით, ამით კერძო საკუთრების  განმტკიცებას უწყობდა ხელს, კალანდას ყველაფერი ინდივიდიალური – ოჯახური იყო, ნატვრა და სურვილი  მხოლოდ და  მხოლოდ და მხოლოდ  ოჯახს ეხებოდა და  ეზოს არ გასცილდებოდა. გურული მდიდრდებოდა, ოჯახის საკეთილდღეო სურვილებით: კაცის სულით, ჯანღონით, ყოველივე საყოლით, ხოლო ღვინოს, მარანს, ვაზსს და მის ნაყოფს საღამოსათვის  შემოინახავდა.

დაბინდებისას მამაკაცები დიდი და პატარა მარანთან მივიდოდნენ, მიიტანდენენ გობს, რომეზედაც ეწყო: ღორის თავი, სააგუნე ხაჭაპური და ერთი დოქი ღვინო. ოჯახის უფროსი შუა მარანში, ჭურის თავზე გობს დადგამდა, სამ ღერ სანთელს( სიგრძით 6-8 სმ) გობის სხვადასხვა კუთხეში სიმეტრიულად   მიამაგრებდა და დაანთებდა, გობს წაღმა შემოატრიალებდა და ღმერთს შესთხოვდა: მშვიდობის წელიწადი გაუთენოს მის ოჯახს, მისცეს უხვი მოსავალი, ღვინისა და ყოველივე ნამუშევრის, სასმისით დალევდა ღვინოს, ზედ დააყოლებდა ხაჭაპურს და ღორის თავის ანათალს-ერთ ლუკმას, სასმისს უფროსობის კვალობაზე სხვას გადასცემდა- დანაყრების შე-მდეგ იწყებოდა აგუნას გადაძახება. მიდიან  საწნახელთან, ყველას ხელში აქვს  კომბალი-ყურძნის ჩასაჭყლეტი ურო, ცული, ნაჯახი, როვოტანა(ხვედა) ან მოკლე  მსხვილი „ტუკი“ , საწნახელის გარშემო ჩაირაზმებიან და მოიმარჯვებენ  „იარაღს“.

და დამძახებელი ძლიერ ღმამაღლა  მღერის:

აგუნა, აგუნა გადმეიარე-

ბახვი ასკანა გადმეიარე-

დანარჩენები ბანს ეუბნენიან: ხო-ხო-ხო-ხო-ხო-იო და რტმულად  ურახუნებენ საწნახელს.

გადამძახებელი განაგრძობს:

ჩვენს მამულში ყურძენიო,

სხვის მამულში ფურცელიო!

ბანები:

ხო-ხო-ხო-ხო და იო-იო.

გადამძახებელი:

ჩვენს ქალებს ჩერია-კვირისთავიო

სხვის ქალებს „ჩხირი“ და ვირის თავიო.

ბანებიც უბანებდნენ…

გადამძახებელი ზურგზე „ მოიზუკუტურებს“ პატარა ბიჭს, ჩამოეკიდება ხელით ვაზს ( ეს წარმოადგენდა ნატვრას-ვაზსაც ისეთი მტევნები მოესხა, როგორიც მას ეკიდა ზურგზე), გადასძახებს და გადაიმღერებს:

„ჩვენს მამულში გოდორ-გოდორიო,

სხვის მამულში, კიმპალ-კიმპალიო,

ბანებიც უდასტურენენ.

ეს სიმღერა-გადაძახება თითქმის ერთ საათს გრძელდებოდა მთელი კუთხე მიდამო, მთელი გურია განგაშით იყო მოცული. ახლო მეზობლები სიმღერას ერთი მეორეს აცლიდნენ, ერთი  მეორეს ყურს უგდებდნენ, ერთი, რომ ერთ მუხლს იმღერებდა, მეორეს იმღერებდა მეზობელი.

ამრიგად, სიმღერა, რახუნი, ბანი, რიტმული და ჰარმონიული გახლდათ. ( აპოლონ წულაძე „ეთნოგრაფიული გურია“).

 

           საახალწლო ნაძვის ხე

ახალი წლის დღესასწაულისთვის ყველა ოჯახში დგამენ ნაძვის ხეს, რომელიც უფრო საშობაო ატრიბუტია. ამის შესახენბ არსეობობს გადმოცემა: „ როდეაც მაცხოვარი იშვა, მას მთელმა სამყარომ  სცა თაყვანი, ანგელოზები უგალობდნენ, მწყემსებმა თაყვანი სცეს, მოგვებმა  ძღვენი მიართვეს. მართალ იოსებს სურდა გამოეხატა  თაყვანისცემა  ახალგაზრდა ქრიეტესათვის, და რადგან ღარიბი დურგალი იყო, ბევრი საშუალება  ჰქონდა, პატარა ნაძვი მოჭრა და ახალ შობილ

ქრისტეს მიართვა . ნაძვის ხე ზეციდან  გარდამოსილი ვარსკლავებით მორთო, თავზე კი  ერთი დიდი ვარსკლავი დაადგა, სწორედ ამ გადმოცემას უკავშირდება ნაძვის ხის  დადგმის და მორთვის ტრადიცია. ნაძვის ხე მარად მწვანე მცენარეა, მწვანე ფერი მარადიულობის და სიცოცხლის ფერად არის მიჩნეული, ამიტომაცმოხდა მისი დაკაშირება მაცხოვრის შობის დღესასწაულთან

(გაზეთი „მადლი“, 2017წელი).

 

მანანა ლომაძე,

ოზურგეთის სამუზეუმო გაერთიანების ფონდების მთავარი მცველი

მსგავსი სტატიები

  • 100
    „სამუზეუმო მეხსიერების სალაროდან“https://www.youtube.com/shorts/4RN_CKm85BQმეც იმ ოზურგეთელებს შორის ვარ, სიამაყით და აღტაცებით რომ შეხვდნენ ჩვენს წარმტაც ქალაქში საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ოზურგეთის რეგიონული წარმომადგენლობის დაფუძნებას. ვხარობ მისი საქმიანობით; აქ მოღვაწე ადამიანებთან მჭიდრო კავშირში ვარ, და ვიცი იმ პერსპექტივების შესახებ, მომავალში რომ გველოდება. კულტურის ახალ კერას გულითადი მხარდაჭერა სჭირდება და ამასაც თვალნათლივ ვხედავ. ზედმეტად არ…
  • 100
    ისევ ალეგრობის შესახებ„ალეგრობა“ წლების მანძილზე ოზურგეთში საქალაქო-საქველმოქმედო  დღესასწაული და ოზურგეთლებისათვის ნამდვილად ზეიმი იყო. ეს დრო  სავარაუდოდ გურიის უკანასკნელი მთავრის მამია მეხუთე გურიელის  მთავრობიდან (1809-1826) უნდა ავთვალოთ,რადგან გურიის უკანასკნელი მთავარი  ბევრი კულტურული ღონისძიების  წამომწყები იყო.როგორც ამბობენ სამამულო ომის დაწყებამ ეს ლამაზი დღესასწაული შეაჩერა, შემდეგ კი დავიწყებას მიეცა. აქვე უნდა ვთქვათ  ისიც, რომ   ოზურგეთის…
  • 97
           შობა-კალანდა გურიაში       „ცხოვრებაში დიდი  პოეზია შემოჰქონდა  ზამთრის დღესასწაულებს, შობას აუცილებლად  ღვეძლებით უნდა შევხვედროდით, ეს იყო ნამგალა  მთვარის მსგავსი ხაჭაპური, რომელსაც ყველის გარდა  მაგრად მოხარშული, ბოლში გამოყვანილი , ორად გაჭრილი კვერცხები  ჰქონდა ჩატანებული,ასე, რომ მისი  ზედაპირი ალაგ-ალაგ  ამობურცული იყო, კალანდას აგუნათი  და ჩიჩილაკებით ვეგებებოდით. ეს ჩიჩილაკები ახალი წლის წინა დღით ირთვებოდა  სუროთი,…
  • 97
    თაგინურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფესტივალი „ჯვარიმინდორი 2024“ გაიმართათაგინურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფესტივალი „ჯვარიმინდორი 2024“ გაიმართა. ფესტივალი ადგილობრივებს და დამსწრე საზოგადოებას შუახევის მერმა ომარ ტაკიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძემ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ, საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარმა დეპუტატებმა, ანზორ ბოლქვაძემ, ფრიდონ ფუტკარაძემ და მთავრობის სხვა წევრებმა მიულოცეს. დღის განმავლობაში გაიმართა კულტურულ-გასართობი, სპორტული და…
  • 94
    ლანჩხუთის კულტურის ცენტრში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.ღონისძიებაზე შემოქმედებით კონკურს ,,მთიების“ გამარჯვებულებს მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძემ სპეციალური პრიზები გადასცეს. პროზაში პირველი ადგილი მიხეილ ბერიძემ დაიკავა, მეორე- ნიკოლოზ ჭანტურიამ, მესამე ადგილზე ეთერ თავდგირიძე გავიდა; პოეზია: პირველი ადგილი - ნიკოლოზ თადუმაძე, მეორე ადგილი- საბა მამულაიშვილი, მესამე ადგილი დავით ჩეჩელაშვილი; ფერწერა: პირველი ადგილი- რეზო კუპატაძე,…