ირანში აქციების დასარბევად ერაყიდან 5 000-მდე ტერორისტი (შიიტი მილიციელი ჯგუფებიდან) შევიდა  – ამის შესახებ CNN ინფორმირებულ წყაროებსა და მოპოვებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს.

ერაყული უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი გამოცემას უყვება, რომ ბოლო კვირებში თითქმის 5 000 ტერორისტი ირანში ერაყის სამხრეთში მდებარე ორი სასაზღვრო გადასასვლელიდან შევიდა.

CNN-ის მიერ ნანახი ევროპული სამხედრო დოკუმენტის მიხედვით, ირანში შესული ტერორისტების დიდი ნაწილი ისეთ ჯგუფებს განეკუთვნებიან, როგორიცაა ქათაიბ ჰეზბოლა (იგივე ჰესბოლას ბრიგადები)ჰარაკათ ჰეზბოლა ალ-ნუჯაბაქათაიბ საიდ ალ-შუჰადა და ბადრის ორგანიზაცია. ეს ტერორისტული დაჯგუფებები ქოლგა-სტრუქტურის ფარგლებში მოქმედებენ, რომელიც ერაყის სახალხო მობილიზაციის ძალების (PMF) სახელითაა ცნობილი.

ცნობისთის ქათაიბ ჰეზბოლაჰარაკათ ჰეზბოლა ალ-ნუჯაბა და ქათაიბ საიდ ალ-შუჰადა აშშ-ს მიერ ტერორისტულ ორგანიზაციებად არის გამოცხადებული.

ევროპული დოკუმენტის თანახმად, აღნიშნული დაჯგუფებების წევრების აქტივობა ირანის რამდენიმე სენსიტიურ რაიონშია დაფიქსირებული, მათ შორის ქალაქებში, როგორიცაა ჰამადანი, სადაც ისინი პროტესტების დარბევაში იყვნენ ჩართულნი.

„უცხოელ მებრძოლებზე დაყრდნობა რეპრესიული ძალებისა და დემონსტრანტებს შორის ნებისმიერი სახით დაახლოების შესაძლებლობის ნეიტრალიზების მკაფიო სტრატეგიის ფარგლებში ჯდება“ – ნათქვამია დოკუმენტში.

ევროპელმა სამხედრო წყარომ ასევე დაუდასტურა CNN-ს, რომ პროტესტების დარბევაში მონაწილეობის მისაღებად ირანში დამატებით 800 შიიტი მებრძოლი რელიგიური მომლოცველობის საბაბით გადავიდა.

არასამთავრობო ორგანიზაცია ერაყის უფლებებისა და თავისუფლების ობსერვატორიის (IOHR) განცხადების მიხედვით, ირანის მიერ მხარდაჭერილი ერაყელი ტერორისტების ტალღების ირანში შესვლა ქვეყანაში თითქმის სამი კვირის წინ პროტესტების დაწყებას ემთხვევა.

წყარო: ალია, MIX

 

მსგავსი სტატიები

  • 55
    რეზა ფეჰლევის მიმართვა ირანელ ხალხსჩემო ძვირფასო თანამემამულეებო, დადგა გადამწყვეტი მომენტი. დახმარება, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ირანის მამაც ხალხს დაჰპირდა, უკვე მოვიდა. ეს ჰუმანიტარული ჩარევაა; მისი სამიზნე ისლამური რესპუბლიკა, მისი რეპრესიების აპარატი და მისი მკვლელობის მანქანაა და არა ირანი და მისი ხალხი. მაგრამ, ამ დახმარების მიუხედავად, საბოლოო გამარჯვება მაინც ჩვენ უნდა მოვიპოვოთ. სწორედ ჩვენ,…
  • 54
    დღეს პოლონეთშისამი მეფის დღე (Trzech Króli) აღინიშნებადღეს პოლონეთში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რელიგიური და სახელმწიფო დღესასწაული, სამი მეფის დღე (Trzech Króli), აღინიშნება, რომელსაც კათოლიკური ეკლესია ეპიფანიას, ანუ უფლის გამოცხადებას უწოდებს. ეს დღე იმ ბიბლიურ ეპიზოდს უკავშირდება, როდესაც ბეთლემში შობილ იესო ქრისტეს სამი მოგვი -კასპარი, მელქიორი და ბალთაზარი ეწვია და მას, როგორც მეფეს, ღმერთსა და ადამიანს, სიმბოლური საჩუქრები: ოქრო,…
  • 54
    საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთისა და უკრაინის ლიდერებმა ცეცხლის შეწყვეტის საჭიროებაზე ერთობლივი განცხადება მიიღეს - შეთანხმდნენ, რომ 12 მაისიდან, ცეცხლი სრულად და უპირობოდ, მინიმუმ 30 დღით უნდა შეწყდესსაფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთისა და უკრაინის ლიდერებმა ცეცხლის შეწყვეტის საჭიროებაზე ერთობლივი განცხადება მიიღეს. შესაბამის განცხადებას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი Facebook-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს. ერთობლივი განცხადების მიღება 10 მაისს კიევში ემანუელ მაკრონის (საფრანგეთის პრეზიდენტი), ფრიდრიხ მერცის (გერმანიის კანცლერი), კირ სტარმერის (დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი) და დონალდ ტუსკის (პოლონეთის პრემიერ-მინისტრი) ვიზიტის შემდეგ…
  • 53
    აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ ინდოეთმა და პაკისტანმა მიაღწიეს შეთანხმებას დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტასა და ნეიტრალურ ადგილას საკითხთა ფართო სპექტრზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. რუბიოს თქმით, ის და ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ბოლო 48 საათის განმავლობაში ესაუბრებოდნენ ინდოეთისა და პაკისტანის მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს, მათ შორის პრემიერ-მინისტრებს, ნარენდრა მოდის და…
  • 53
    სუს - BBC-ის მიერ დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყოსახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს. გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და 319-ე მუხლით, რაც უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. უწყება განმარტავს,რომ გამოძიების მიზანია, დეტალურად დადგინდეს, რა ინფორმაციას ეყრდნობოდა BBC-ის მიერ…