შარშან, 28 სექტემბერს,ქ. ოზურგეთში, ექადიის ტყე-პარკში, ჯვართამაღლების მამათა მონასტრის მიმდებარედ, ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით აშენებული საჩხერის აგროკომპლექსის საშენიდან ჩამოყვანილი 50 კოლხური ხოხობი გაუშვეს ველურ ბუნებაში.

ამ აქციის იდეის ავტორი გურიის სამონადირეო ტურიზმისა და ბაზიერთა კლუბის დამფუძნებელი ენვერ კომახიძე იყო. ამ იდეის განხორციელებაში თავიანთი წვლილი შეიტანეს ადიკო ივანიშვილმა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა.
კოლხური ხოხობის გაშვებიდან ექადიის ტყე-პარკში 4 თვეზე მეტი გავიდა. საზოგადოება, ექადიის ჯვართამაღლების ეკლესიის მრევლი დადებითად შეხვდა ამ ფაქტს. კოლხური ხოხობი ნელ-ნელა შეეჩვია ტყე-პარკის კლიმატს.
იყო ფაქტი, როცა მონადირეები დააფიქსირეს ტყე-პარკის ტერიტორიაზე. მონადირეების განმარტებით ისინი „ბოლოშავზე“ ნადირობდნენ.
გურიის სამონადირეო ტურიზმისა და ბაზიერთა კლუბი, ბუნების ქომაგებთან ერთად ზრუნავს დაცული იყოს ველურ ბუნებაში გაშვებული ხოხბები.
ამჯერად, ოზურგეთის სპორტულ-გამაჯანსაღებელი დაწესებულების მხარდაჭერით, მათ ექადიის ტყე-პარკის ტერიტორიაზე ციცარის გაშვება გადაწყვიტეს, რომელიც ძალიან კარგი პარტნიორია ხოხბების დასაცავად. ციცრების შეძენა ოზურგეთელი კაცმა, რომელსაც ძალიან უყვარს ბუნება და მეცენატია, დააფინანსა (გვთხოვა ვინაობა არ გაგვემხილა).
ერმოგენ კომახიძე:_ ციცარი მტაცებელი ფრინველია და ძალიან კარგია სხვადასხვა პლანტაციებში გასაშვებად. მას აქვს კარგი მეხსიერება, იმახსოვრებს პატრონს და ეზოში უცხოს შემოსვლისთანავე იწყებს სიგნალის გაშვებას. კონკრეტულ შემთვევაში თუკი ტყე-პარკის ტერიტორიაზე შევა ძაღლი, მელა ან სხვა ცხოველი, იყვირებს ბოლო ხმაზე და პარკის ტერიტორიაზე მყოფ ხოხბებს საგანგაშო სიგნალს გადასცემს.
მათი ხმის ვიბრაცია იმგვარ ბიოველებს და ხმის გეგაჰერცებს ქმნის, რომ ნებისმიერი სახის ქვეწარმავალი (გველი) ფრთხება, ეშინია და ერიდება იმ ადგილს, სადაც ბინადრობს ციცარი. ადვილად იტანს ცივ ზამთარსა და ცხელ ზაფხულსაც.
ციცარი შესანახადაც ადვილია. იგი დღეში ძალიან მცირე მარცვალს მიირთმევს და ძირითადად მწერებით ივსებს კუჭს. რაც მთავარია, ისინი ხოხბებთან ერთად გაალამაზებენ ბუნებას_ გვითხრა ერმოგენ კომახიძემ.
13 თებერვალს ბუნების ქომაგებმა ტყე-პარკის ტერიტორიაზე ციცრები გაუშვეს.
მსგავსი სტატიები
- 88
ინტერვიუ გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობისხელმძღვანელთან, მარიამ ვაჩნაძესთან მოგესალმებით მარიამ, 2026 წლის დასაწყისში, მინდა ვისაუბროთ ბახვი ჰესის გარემოსდაცვით და სოციალურ მიმართულებაზე, მის მიმდინარეობასა და განვითარებაზე. მინდა, ცოტა ადრეული პერიოდიდან დავიწყოთ, გვითხარით რა გარემოსდაცვითი და სოციალური სტანდარტიაირჩია ბახვი ჰესმა, როცა პროექტის განვითარება დაიწყო მოგესალმებით და დიდი მადლობა ამ კითხვისთვის. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დაპირება,… - 87
2024 წლის მარტის თვიდან მთისპირისა და ჩხაკაურას სკოლებში კომპანიამ ბახვი ჰესი არაფორმალური სახის სასწავლო ტრენინგ კურსი განაახლა, რომელიც კომპანიის სოციალური პროგრამის საგანმანათლებლო ხაზის ერთ-ერთი პროექტია. ტრენერები გიორგი ბერეჩიკიძე და ხათუნა იოსავა კვლავ აგრძელებენ გარემოს დაცვისა და განახლებადი ენერგიების თემებთან დაკავშირებული საკითხების სწავლებას. 2024 წლის გაზაფხულის სემესტრის განმავლობაში ტრენინგის მონაწილეები მიიღებენ… - 85
შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი, კენიიდან რამდენიმე ბაობაბის ჯიშის ხის გადმორგვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც შეკვეთილის დენდროლოგიური პარკში განმარტავენ, ბაობაბების გადმოტანისას, ხელოვნური შეფერხებების გამო რვავე ბაობაბის ხე გახმა. „ინტერპრესნიუსი“ შეკვეთილის დენდროლოგიური პარკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უცვლელად გთავაზობთ: კერძოდ, აღნიშნავენ, რომ „ჩასაფრებულმა პოლიტიკანებმა“ და ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებმა იდეოლოგიური ბრძოლის ფრონტი გამართეს აფრიკის კონტინენტზე.… - 79
პიერ ბიდერმანი - გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების საერთაშორისო ექსპერტი, ფრანგული საკონსულტაციო კომპანიის Alpage SARL -ის დამფუძნებელი და მთავარი ექსპერტი გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების საერთაშორისო ექსპერტი პიერ ბიდერმანი, ჩვენთან ინტერვიუში საუბრობს, თუ როგორ მიმდინარეობს მშენებლობის ეტაპზე გარემოსდაცვითი და სოციალური მმართველობის პრინციპების ყოველდღიურ საქმიანობაში გატარება. „ბახვი ჰესის პროექტის დაგეგმვის ეტაპზევე განისაზღვრა კონკრეტული… - 78
წლებია, გაზეთი „ალიონი“, სხვა მედიასაშუალებები წერს გურიის მდინარეებში, განსაკუთრებით შავიზღვისპირა 20-კილომეტრიან ზოლში ქვიშა-ხრეშის უსისტემოდ მოპოვების შესახებ, თუმცა შესაბამისი სამსახურებიდან რეაგირება არ არის. განსაკუთრებით ცუდი მდგომარეობაა მდინარე ნატანების აუზში, 20-კილომეტრიან ზოლში, სადაც ბოლო წლებში ჯერ თურქული კომპანია „პოლატი“ მუშაობდა,რომელმაც 3 მილიონი კუბური მეტრი ინერტული მასალა ამოიღო ციხისფერდი-გურიანთა-ქ. ოზურგეთში შემოსვლამდე მონაკვეთზე და…