ამერიკელმა და უკრაინელმა მომლაპარაკებლებმა განიხილეს ამბიციური მიზანი, რუსეთმა და უკრაინამ სამშვიდობო შეთანხმებას მარტისთვის მიღწიონ, თუმცა ეს ვადა, სავარაუდოდ, გადაიწევს ძირითად ტერიტორიულ საკითხზე შეთანხმების არარსებობის გამო, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, განხილული სქემის მიხედვით, ნებისმიერი შეთანხმება უკრაინელი ამომრჩევლების მიერ რეფერენდუმის ჩატარებას დაექვემდებარება, რომლებიც პარალელურად ეროვნულ არჩევნებშიც მიიღებენ მონაწილეობას.

ამერიკულმა დელეგაციამ, სპეციალური წარმომადგენლის სტივ უიტკოფისა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სიძის ჯარედ კუშნერის ხელმძღვანელობით, აბუ-დაბიში და მაიამიში გამართულ შეხვედრებზე უკრაინელ კოლეგებს თავიანთი აზრი გაუზიარეს და განაცხადეს, რომ სასურველია, ეს კენჭისყრა რაც შეიძლება მალე ჩატარდეს.

Reuters-ის წყაროების ცნობით, ამერიკელმა მომლაპარაკებლებმა განაცხადეს, რომ კონგრესის ნოემბრის შუალედური არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ტრამპი, სავარაუდოდ, უფრო მეტად შიდა საქმეებზე ფოკუსირდება, ეს ნიშნავს, რომ ამერიკელ მაღალჩინოსნებს ნაკლები დრო და პოლიტიკური კაპიტალი ექნებათ სამშვიდობო შეთანხმების მოსალაპარაკებლად.

Reuters-ის წყაროების ცნობით, ამერიკელმა და უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა ეროვნული არჩევნებისა და რეფერენდუმის მაისში ჩატარების შესაძლებლობა განიხილეს. თუმცა, მოლაპარაკებებთან დაკავშირებულმა რამდენიმე წყარომ აშშ-ის მიერ შეთავაზებულ გრაფიკს არარეალური უწოდა.

„ამერიკელები ჩქარობენ“, – განაცხადა ერთ-ერთმა წყარომ და დასძინა, რომ არჩევნების ორგანიზებას მნიშვნელოვანი დრო დასჭირდება.

Reuters-ი წერს, რომ ასეთი არჩევნების ორგანიზებას საკანონმდებლო ცვლილებები დასჭირდება, რადგან უკრაინაში საომარი მდგომარეობის დროს ხმის მიცემის პროცესი აკრძალულია.

„კიევის პოზიციაა, რომ რაიმეზე შეთანხმება შეუძლებელია მანამ, სანამ აშშ და მისი პარტნიორები უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებს არ უზრუნველყოფენ“, – აღნიშნა წყარომ.

წყაროების ცნობით, უკრაინაში მშვიდობის მიღწევის ყველაზე დიდ დაბრკოლებას დონბასის რეგიონის ბედთან დაკავშირებით სიცხადის არარსებობა წარმოადგენს.

Reuters-ი წერს, რომ რუსეთი ნებისმიერი პოტენციური სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში მთელი დონბასის კონტროლს მოითხოვს, მიუხედავად იმისა, რომ კიევი კვლავ აკონტროლებს ტერიტორიის 5 180 კვადრატულ კილომეტრზე მეტს. უკრაინა ამ მოთხოვნას მიუღებელს უწოდებს.

„ტერიტორიულ საკითხთან დაკავშირებით პროგრესი არ არსებობს“, – განაცხადა წყარომ.

ასევე გადამწყვეტი მნიშვნელობის საკითხი გახდა ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგურის, ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის ბედი, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარეობს.

ერთ-ერთი წყაროს ცნობით, რუსეთმა წინააღმდეგობა გაუწია აშშ-ის წინადადებას, რომლის თანახმადაც ვაშინგტონი გააკონტროლებდა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს და მის ელექტროენერგიას რუსეთსა და უკრაინას შორის გაანაწილებდა. მოსკოვი დაჟინებით მოითხოვს სადგურის კონტროლს და უკრაინას იაფ ელექტროენერგიას სთავაზობს, რაც კიევისთვის მიუღებელია.

Reuters-ი წერს, რომ ამ საკითხების მოგვარების შემთხვევაშიც კი უკრაინელ ამომრჩევლებს შესაძლებლობა ექნებათ უარი თქვან ტერიტორიის ნებისმიერ დათმობაზე, რომელიც რეფერენდუმზე იქნება წარდგენილი.

წყარო: ipn.ge

მსგავსი სტატიები

  • 88
    დღეს პოლონეთშისამი მეფის დღე (Trzech Króli) აღინიშნებადღეს პოლონეთში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რელიგიური და სახელმწიფო დღესასწაული, სამი მეფის დღე (Trzech Króli), აღინიშნება, რომელსაც კათოლიკური ეკლესია ეპიფანიას, ანუ უფლის გამოცხადებას უწოდებს. ეს დღე იმ ბიბლიურ ეპიზოდს უკავშირდება, როდესაც ბეთლემში შობილ იესო ქრისტეს სამი მოგვი -კასპარი, მელქიორი და ბალთაზარი ეწვია და მას, როგორც მეფეს, ღმერთსა და ადამიანს, სიმბოლური საჩუქრები: ოქრო,…
  • 87
    აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ ინდოეთმა და პაკისტანმა მიაღწიეს შეთანხმებას დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტასა და ნეიტრალურ ადგილას საკითხთა ფართო სპექტრზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. რუბიოს თქმით, ის და ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ბოლო 48 საათის განმავლობაში ესაუბრებოდნენ ინდოეთისა და პაკისტანის მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს, მათ შორის პრემიერ-მინისტრებს, ნარენდრა მოდის და…
  • 86
    რეზა ფეჰლევის მიმართვა ირანელ ხალხსჩემო ძვირფასო თანამემამულეებო, დადგა გადამწყვეტი მომენტი. დახმარება, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ირანის მამაც ხალხს დაჰპირდა, უკვე მოვიდა. ეს ჰუმანიტარული ჩარევაა; მისი სამიზნე ისლამური რესპუბლიკა, მისი რეპრესიების აპარატი და მისი მკვლელობის მანქანაა და არა ირანი და მისი ხალხი. მაგრამ, ამ დახმარების მიუხედავად, საბოლოო გამარჯვება მაინც ჩვენ უნდა მოვიპოვოთ. სწორედ ჩვენ,…
  • 84
    ჯეი დი ვენსი - არ არსებობს შანსი, რომ აშშ ახლო აღმოსავლეთში ხანგრძლივ ომში ჩაერთოსაშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯეი დი ვენსის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის წინააღმდეგ სამხედრო დარტყმებს განიხილავს, არ არსებობს შანსი, რომ ასეთმა დარტყმებმა შეერთებული შტატები მრავალწლიან ომში ჩაითრიოს. ვენსმა The Washigton Post-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ დარტყმები იქნება შემაკავებელი ფაქტორი ირანისთვის ბირთვული იარაღის შემუშავების თავიდან ასაცილებლად, თუ საკითხი დიპლომატიურად არ მოგვარდება. „ის…
  • 84
    ამერიკელი კონგრესმენები - ეს არჩევნები მნიშვნელოვნად აშორებს საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებისგანღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოს 26 ოქტომბრის არჩევნების წინასაარჩევნო გარემოთი, რომელიც დაირღვა ხმების მოსყიდვის, ამომრჩეველთა დაშინების, ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებისა და საარჩევნო სამეთვალყურეო საბჭოებში საეჭვო დანიშვნებით, - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენების: ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში აშშ-ის დელეგაციის ხელმძღვანელის, წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარის მაიკ ტერნერისა და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, ჯერი კონოლის ერთობლივ…