ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის შ.პ.ს. ოზურგეთის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელად ირაკლი სალუქვაძე დაინიშნა.
ახალი დირექტორი კომპანიის თანამშრომლებს ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ, მოადგილეებთან ბექა ჩხიკვიშვილთან და გურამ გოლიაძესთან ერთად წარუდგინა.
პაატა კუნჭულიამ ირაკლი სალუქვაძეს ახალ პოზიციაზე წარმატებები უსურვა და თანამშრომლებთან აღნიშნა, რომ მას საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, მათ შორის, სატრანსპორტო მიმართულებით.
მერმა ხაზი გაუსვა ახალი ხელმძღვანელის პროფესიონალიზმსა და ხედვას, რაც მუნიციპალიტეტის სატრანსპორტო სისტემის განვითარებასა და მოქალაქეებისთვის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
ირაკლი სალუქვაძე აღნიშნული პოზიციის დაკავებამდე ოზურგეთის სერვისცენტრში ერთ-ერთი განყოფილების ხელმძღვანელად მუშაობდა.
მსგავსი სტატიები
- 68
23 - 25 თებერვალს ქ. ბათუმში საქართველოს დამსახურებული მწვრთვნელის, საერთაშორისო კატეგორიის არბიტრის, გელა ჯანელიძის სახელობის საერთა შორისო ტურნირი გაიმართა ბერძნულ - რომაულ ჭიდაობაში , U15 წლამდელთა შორის. ბათუმში გამართული საერთაშორისო ტურნირიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ - გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა ჭიდაობის სექციის სპორტსმენებმა შინ 6 მედალი , მათ შორის 3 ოქრო… - 67
- 66(მგზავრის სარვამარტო ჩანაწერი) მიუხედავად ავტოტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის დიდი წილისა, მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს რკინიგზის სამგზავრო გადაზიდვებს. მოსახლეობა მტკივნეულად აღითქვამს ნებისმიერი მარშრუტის გაუქმებას. დღეს თბილისი -ბათუმის, თბილისი-ზუგდიდისა და თბილისი_ფოთის მიმართულებით თანამედროვე ჩქარი სამგზავრო მატარებლები დადიან და მგზავრებიც კმაყოფილები არიან. დედაქალაქიდან დღის სამგზავრო მატარებელი დადის ქუთაისი-ოზურგეთის მიმართულებითაც. ოზურგეთი-თბილისის ღამის მატარებელი პანდემიის დროს მოხსნეს…
- 63
- 63


