ოზურგეთის რესტორანში პოლიციელის ცემის ფაქტზე დაკავებულ ორ პირს_2006 წელს დაბადებულ ლ.ჩ-ს და 1997 წელს დაბადებულ დ.ს-ს ოზურგეთის რაიონული სასამაროს  მოსამართლე ია ბარამიძემ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება დღეს გამოცხადდა.
პოლიციელზე ჯგუფური ძალადობის ბრალდებით ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილი  თავმჯდომარე 28 იანვარს დააკავეს. აღნიშნულ ორ პირზე კი ძებნა იყო გამოცხადებული. ისინი 31 იანვარს დააკავეს. პოლიციელზე ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულ ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს, დავით შარაშიძეს კი 30 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა.
30 იანვარს ცნობილი გახდა, რომ საქმის ფარგლებში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჩოხატაურის ყოფილი გამგებელი  გია ცინცაძე დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, მისი სახლიდან იარაღი ამოიღეს.

მსგავსი სტატიები