რუსეთში, ბაიკალის ტბაში ჩინელი ტურისტების ავტობუსი ჩავარდა. როგორც მედია წერს, შემთხვევის შედეგად ავტობუსის მძღოლი და ტრანსპორტში მყოფი შვიდი ტურისტი დაიღუპნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, უბედური შემთხვევის მომენტში ავტობუსი გაყინულ ტბაზე გადაადგილდებოდა, რა დროსაც ყინული ჩატყდა და სატრანსპორტო საშუალება ტბაში ჩაიძირა.
ირკუტსკის ოლქის პროკურატურის განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და დაწყებულია გამოძიება.
მსგავსი სტატიები
- 81
ეს 19 აგვისტოს, ფერისცვალების დღეს მოხდა დღეს 19 აგვისტოა. ეს დღე უპირველესად 1997 წლის ფერისცვალებას გადახდენილი თავგადასავალის ფონზე გვახსენდება, როცა კავკასიონზე, მწინვარწვერის მასივში სასწაულად გადავრჩით. იმ წელს კავკასიონზე ტურისტულ-ალპინისტურმა საზოგადოებამ „გურიის მთებმა“ ექსპედიცია მოაწყო. მეგობრების, სპონსორების დახმარებით მოვაგროვეთ შესაბამისი აღჭურვილობა, საკვები და კავკასიონისკენ დავიძარით. გულითბილად მიგვიღეს ყაზბეგელებმა. გაზეთ „ალიონის“… - 76
ეს ამბავი 25 აპრილს შემემთხვა. სამსახურის დამთავრების შემდეგ, სახლში მივდიოდი,აღმაშენებლის ქუჩის დასაწყისში, ხელმარხცხნივ, სადაც ყვავილების მაღაზიაა თეთრი მანქანა იდგა ( ნომერი 717; სერია და მარკით არ დავინტერესებულვარ) მანქანათან საფულე ეგდო.ავიღე, გავხსენი შიგ ბევრი ფული იდო და დოკუმენტები. ამ დროს ქალბატონმა მარინამ გამოიარა,(გვარს შეგნებულად არ ვასახელებ, ის ღირსეული ქალბატონია და მისთვის… - 72
- 71
- 71


