ფასების დარეგულირების საკითხზე მსჯელობა დღეიდან პარლამენტში იწყება. საკითხის შემსწავლელი დროებითი კომისიის შექმნის საკითხი რამდენიმე საათში ბიუროზე დარეგისტრირდება. დამტკიცდება კომისიის შემადგენლობაც. მიმდინარე კვირასვე უნდა შედგეს კომისიის პირველი სხდომა. განხილვებში აქტიურად ჩართვას აპირებს საპარლამენტო ოპოზიცია.
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის რიმა ბერაძის განცხადებით, მათი პოლიტიკურ ძალა ყველაფერს იზამს იმისთვის, რომ სურსათზე ფასები დარეგულირდეს.
რიმა ბერაძის თქმით, მმართველი გუნდი ეცდება, რომ პროცესი აპრილამდე დასრულდეს.
„კომისია მიმდინარე კვირაში დაიწყებს მუშაობას და მაქსიმალურად შეეცდება, მოხდეს ფასების დარეგულირება. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდა არის ხელშესახები, ეს ეკონომიკური ზრდა მაქსიმალურად უნდა იყოს ასახული თითოეული მოქალაქისა და ოჯახის ეკონომიკურ კეთილდღეობაზე. აქედან გამომდინარე, საპარლამენტო კომისია, სამთავრობო კომისიასთან ერთად, შეეცდება დაარეგულიროს ქვეყანაში ფასები, ყველა მიმართულებით. ვცდილობთ, ეს ღონისძიება აპრილამდე იყოს გატარებული“, – განაცხადა რიმა ბერაძემ.
მსგავსი სტატიები
- 69
ევროპარლამენტმა 490 ხმით 147-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ რეზოლუცია შესწორებებით მიიღო. რეზოლუციის პროექტში, რომელიც პარლამენტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული, აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ და ურყევ მხარდაჭერას მათი ლეგიტიმური ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისა და აყვავებულ და დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრების სურვილის მიმართ, „რაც გამოიხატება მასობრივ საპროტესტო აქციებში, რომლებიც… - 68საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ბატონ დონალდ ტრამპსამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს, ბატონ ჯეი დი ვანსს ღია წერილი გაუგზავნა: რამდენიმე კვირის წინ, მოგმართეთ წერილით ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებით. აღნიშნულ წერილს წინ უსწრებდა ჩემი საჯარო განცხადებები, სადაც ღიად გამოვხატავდი საქართველოს მზაობას, სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით განგვეახლებინა სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და…
- 67
დღეს „ქართული ოცნების“ დაფუძნებიდან 13 წელი შესრულდა. 2012 წლის 21 აპრილს, ბიძინა ივანიშვილმა შექმნა პოლიტიკური გაერთიანება და უმძიმეს პერიოდში, საკუთარი და ოჯახის სიცოცხლის რისკის ფასად, გადამწყვეტი ბრძოლა გამოუცხადა ქვეყანაში დამყარებულ სისხლიან დიქტატურას. რეჟიმზე გამარჯვების შემდეგ, „ქართული ოცნების“ პირობებში, საქართველო მყარად დაეფუძნა დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის პრინციპებს, ადამიანის ძირითად უფლებებსა და… - 66
ჯერ უნდა იუზრდელოს, იპროვოკატოროს, „იძველბიჭოს“ და ამაზე პასუხს თუ მიიღებს, პასტა და ფურცელი არ გააგდოს პოლიციაში ხელიდან - ეს არის „ნაცი“ პროვოკატორის ქცევის წესი, რომელიც ტრენდად უნდათ, რომ აქციონ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინციდენტს, რა დროსაც აბუ-დაბიში, „ქართული ოცნების“ დეპუტატები ირაკლი ზარქუა,… - 66
ევროპარლამენტმა რეზოლუცია სახელწოდებით „მედიის თავისუფლება საქართველოში, განსაკუთრებით მზია ამაღლობელის საქმე“ მიიღო. რეზოლუციას მხარი 324 ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 25 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 87-მა თავი შეიკავა. რეზოლუციის თანახმად, ევროპარლამენტი: „მოითხოვს მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას და მის წინააღმდეგ წაყენებული ყველა ბრალდების მოხსნას. ასევე, გმობს მის პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებასა და სისხლისსამართლებრივ დევნას; მკაცრად გმობს „ქართული…