ჩემი ინფორმაციით, ელექტროენერგიაზე ფასი მოიმატებს – ეს, რასაკვირველია, თვითღირებულებაზე იმოქმედებს, – ამის შესახებ კომპანია „ჩირინას“ დამფუძნებელმა, რეზო ვაშაკიძემ პარლამენტის დროებით კომისიაზე განაცხადა.

მან ამით უპასუხა „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატის, ქეთევან ბაკარაძის კითხვას, „დაანონსებული ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდა აისახება თუ არა ფასწარმოქმნის პროცესზე“.

„ჩემი ინფორმაციით, ელექტროენერგიაზე ფასი მოიმატებს. რამდენით მოიმატებს, არ ვიცი. გაზზე წელს არ იქნება ცვლილებები, იმიტომ, რომ ჩვენ ხელშეკრულებას 2027 წლამდე მოვაწერეთ ხელი. დენის ფასის გაზრდა, რასაკვირველია, იმოქმედებს თვითღირებულებაზე,“ – განაცხადა ვაშაკიძემ.

დეპუტატ ქეთევან ბაკარაძის კითხვაზე კომენტარი დროებითი კომისიის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმაც გააკეთა.

„კომუნალური ხარჯები საერთო საოპერაციო ხარჯებში 1.5-2%-მდეა. თქვენს კითხვაზე ვცემ პასუხს, რომ 2% არის საოპერაციო ხარჯების მაქსიმუმი. ამიტომ ამას იმდენად მნიშვნელობა არ აქვს, რამდენადაც როგორ მივეხმაროთ კონკრეტულ ბიზნესს, რათა უფრო მეტი რეალიზაციის წერტილი ჰქონდეს,“ – აღნიშნა ბერეკაშვილმა.

წყარო: ipn.ge

მსგავსი სტატიები

  • 59
    ბახვი ჰესი  - სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობა  #ჩვენ ერთად ვაშენებთ ბახვი ჰესის პროექტი შედგება ბახვი 1, ბახვი 2ა და ბახვი 2ბ სადგურებისგან.ბახვი ჰესის საპროექტო ტერიტორია მოქცეულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში და მოიცავს მთისპირის თემს. ბახვი ჰესის პროექტზე მუშაობა დაიწყო 2021 წელს, სამშენებლო სამუშაოები კი, 2023 წლიდან. პროექტის დასრულება იგეგმება 2025 წელს. ბახვი ჰესის პროექტის მშენებლობაზე დასაქმებული პერსონალის 50% …
  • 58
    ჩოხატაურში შშმ პირების მშობლებისა და მოზარდებისთვის თერაპიული პროგრამის მესამე ეტაპი იწყება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არასრულწლოვანი პირების მშობლებისთვის და ასევე, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოზარდებისთვის სპეციალური თერაპიული პროგრამის მეორე ეტაპი დასრულდა და 2025 წლის მაისიდან მესამე ეტაპი იწყება. პროექტის „ვისწავლოთ, ვიმუშავოთ, ვიმოქმედოთ ერთად” დასკვნითი ღონისძიება ჩოხატაურში გაიმართა, რომლის ფარგლებშიც პროექტის ინიციატორებმა და ორგანიზატორებმა შეაჯამეს გასული წლის საქმიანობა და მესამე ეტაპის…
  • 58
    ბახვი ჰესი - ჩვენ ერთად ვაშენებთინტერვიუ ბახვი ჰესის დირექტორთან, გიორგი აბრამიშვილთან მოგესალმებით ბატონო გიორგი, როგორ მიმდინარეობს პროექტი და რამდენად ახლოსაა მისი განვითარება დასახულ მიზნებთან? მოგესალმებით და დიდი მადლობა ინტერესისთვის. ჩვენ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ვაშენებთ ჰიდროელექტროსადგურს და შესაბამისად ხელს ვუწყობთ განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას, რაც ვფიქრობ, საამაყო იქნება როგორც ჩემთვის პირადად, ასევე, ამ პროექტში პირდაპირ თუ…
  • 57
    საქართველოს სკოლებში ბოლო ზარი დაირეკა XII კლასების მოსწავლეებისთვის, რომლებმაც დაასრულეს საშუალო განათლების მიღების ეტაპი და ცხოვრების ახალ საფეხურზე გადავიდნენ. ბახვი ჰესის სახელით, გვსურს მივულოცოთ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკაურას და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის საჯარო სკოლების მოსწავლეებს სკოლის დამთავრება და ვუსურვოთ მათ წარმატებები. „გჯეროდეთ საკუთარი თავის, ნუ შეგეშინდებათ შეცდომების და გამოწვევების.…
  • 57
     #ჩვენ ერთად ვაშენებთ ჰიდროელექტროსადგური განახლებადი ენერგიის წყაროა. ბახვი ჰესის ელექტროინჟინერი გიორგი მანგოშვილი ბახვი ჰესის პროექტის მაგალითზე გვიყვება, თუ როგორ ხდება წყლის ნაკადის ენერგიის გარდაქმნა ელექტრულ ენერგიად. გთხოვთ იხილოთ ვიდეო: https://www.youtube.com/watch?v=5KMBAmWk5qU