წუხელ, განთიადისას, ქ. ოზურგეთში, თაყაიშვილის ქუჩა #83-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა.
ცეცხლის კერა შემთხვევით მეზობელმა, კ. ჩ-მ შენიშნა და სახანძრო-სამაშველო სამსახურს დაუკავშირდა.

მეხანძრეები დროულად მოვიდნენ, ხანძარი ჩააქრეს და საცხოვრებელი სახლი დაწვას გადაურჩა.
_სოციალურად დაუცველის სტატუსი გვქონდა. მეუღლე რომ გარდაიცვალა, სტატუსი მომიხსნეს. შემდეგ მისი აღდგენა არ მოხერხდა. წუხელ, სასწაულად გადავურჩი სახლში გამოწვას. ცეხლი გამთენიისას იმ დროს გაჩნდა, მე რომ მეძინა. სავარაუდოდ, ხანძრის მიზეზი ძველი ელექტროსადენები გახდა _გვითხრა ამ სახლში მცხოვრებმა, 86 წლის ნათელა ჯაშმა.
როგორც მეზობლებმა გვითხრეს, აქ მცხოვრები 86 წლის ქალბატონი რეალურად სოციალურად დაუცველია. მას აუცილებლად დასჭირდება მუნიციპალიტეტის დახმარება, რომ ცეცხლისგან მიყენებული ზიანი აღადგინოს.
თაყაიშვილის 81-ში უცხოელები, ამერიკის მოქალაქეები ცხოვრობენ. ჩვენი იქ ყოფნისას იქ მცხოვრები ქალბატონი მოვიდა დაზარალებულთან და წუხილი გამოთქვა მომხდარი ხანძრის გამო.
_მეხანძრეებს მუშაობისას პრობლემა რომ არ შექმნოდათ, ელექტრიკოსებმა მიმდებარე მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება შეგვიწვიტეს. ახლა უკვე ვიღებთ ელექტროენერგიას _გვითხრა მან.
მსგავსი სტატიები
- 65
ეს 19 აგვისტოს, ფერისცვალების დღეს მოხდა დღეს 19 აგვისტოა. ეს დღე უპირველესად 1997 წლის ფერისცვალებას გადახდენილი თავგადასავალის ფონზე გვახსენდება, როცა კავკასიონზე, მწინვარწვერის მასივში სასწაულად გადავრჩით. იმ წელს კავკასიონზე ტურისტულ-ალპინისტურმა საზოგადოებამ „გურიის მთებმა“ ექსპედიცია მოაწყო. მეგობრების, სპონსორების დახმარებით მოვაგროვეთ შესაბამისი აღჭურვილობა, საკვები და კავკასიონისკენ დავიძარით. გულითბილად მიგვიღეს ყაზბეგელებმა. გაზეთ „ალიონის“… - 63
ეს ამბავი 25 აპრილს შემემთხვა. სამსახურის დამთავრების შემდეგ, სახლში მივდიოდი,აღმაშენებლის ქუჩის დასაწყისში, ხელმარხცხნივ, სადაც ყვავილების მაღაზიაა თეთრი მანქანა იდგა ( ნომერი 717; სერია და მარკით არ დავინტერესებულვარ) მანქანათან საფულე ეგდო.ავიღე, გავხსენი შიგ ბევრი ფული იდო და დოკუმენტები. ამ დროს ქალბატონმა მარინამ გამოიარა,(გვარს შეგნებულად არ ვასახელებ, ის ღირსეული ქალბატონია და მისთვის… - 60
- 60
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მერიაში ე.წ „გარადოკის“ დასახლებაში ფინურ სახლში ხანძარი გაჩნდა. ხანძარს 80 წლამდე ასაკის მამაკაცი გ.ბ. ემსხვერპლა. როგორც გვეუბნებიან, ადგილზე დროულად მივიდა სახანძრო-სამაშველო სამსახური, თუმცა ფინურს ხის სახლს ცეცხლი სწრაფად გავრცელდა და შიგ მყოფი მოქალაქის გადარჩება ვერ შეძლეს. - 59
დღეს, დილით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეთში სკოლის ძველი ხის შენობა დაიწვა. თუ რამ გამოიწვია ხანძარი, ჯერ-ჯერობით უცნობია. ადგილზე მობილიზებულია მეხანძრე-მაშველები და ცეცხლი ლოკალიზებულია. კიდევ ერთი ხანძარი იყო წუხელ მაკვანეთი-ლიხაურის საზღვარზე, სადაც სავარაუდოდ საგაზაფხულო სამუშაოების მიმდინარეობისას გაჩნდა ხანძარი. აღნიშნული ხანძარიც ჩააქრეს.
