გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერ პაატა კუნჭულიასთან და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიასთან ერთად, ანზორ ერქომაიშვილის მემორიალური დაფა ყვავილებით შეამკო და მის ხსოვნას პატივი მიაგო.
სახელმწიფო რწმუნებული ანზორ ერქომაიშვილის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს და მისი ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო, რომელზეც სხვადასხვა საგალობელი შესრულდა.
სიტყვით გამოსვლისას გიორგი ღურჯუმელიძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ანზორ ერქომაიშვილის ღვაწლზე და ხაზი გაუსვა მის დამსახურებასა და განსაკუთრებულ წვლილს ქართული ხალხური სიმღერისა და საგალობლების შენარჩუნებასა და პოპულარიზაციაში.
ქართული ხალხური სიმღერებისა და საგალობლების მკვლევრის, ხალხური სიმღერების უბადლო შემსრულებლისა და ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა.
მსგავსი სტატიები
- 86
დღეს ანზორის დაბადების დღეა ... და რა უნდა ინატრო კაცმა უფრო დიდი, თუ არა, როცა შენი გარდაცვალების შემდეგ , შენი ნაცხოვრების გამო, შენი სახელის ხსენებას გვარის დამატება არ ჭირდება ... აცხონოს ღმერთმა სამაგალითო კაცი..წერს ოზურგეთელი ზურაბ თოიძე სოციალურ ქსელში და მის მიერ 2022 წლის 10 აგვისტოს გამოქვეყნებულ პოსტსაც გთავაზობთ: ,,… - 86
ქართული ხალხური სიმღერებისა და საგალობლების მკვლევარს, ხალხური სიმღერების უბადლო შემსრულებელს, ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწეს, ანზორ ერქომაიშვილს 84 წელი შეუსრულდებოდა. გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ, ანზორ ერქომაიშვილის მეუღლესთან ლალი სეთურიძესთან და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან დავით დარჩიასთან ერთად, ანზორ ერქომაიშვილის მემორიალური დაფა ყვავილებით შეამკო და მის ხსოვნას პატივი მიაგო. - 86
გარდაიცვალა ოზურგეთის„მერცხალის“ ყოფილი ფეხბურთელი როლანდ ისიანი. დაიბადა 1943 წლის 13 თებერვალს სოფ,ზოგიში( ცაგერის რაიონი). ფეხბურთის თამაში დაიწყო 1957 წელს ქ.თბილისის სპორტულ სკოლა ინტერნატში. იყო ნახევარმცველი,თავდამსხმელი. 1961 წელს თამაშობდა თბილისის „დინამოში“; 1961 წლის მეორე ნახევრიდან 1965 წლის ჩათვლით თამაშობდა ქუთაისის „ტორპედოში“ (უმაღლესი ლიგა); 1966 წელს გადავიდა თბილისის „ლოკომოტივში“; 1967 _ 75… - 85
ახალი წლის წინა დღეებში ოზურგეთს მოულოდნელად ერთი კარგი კაცი _ გასული საუკუნის 80-იანი წლების საუკეთესო ბირთვისმკვრელი, საქართველოს არაერთგზის ჩემპიონი, შემდგომში ცნობილი ფერმერი და საჯარო მოხელე, შემოქმედელი ბესიკ ლომინაძე გამოაკლდა. გასული საუკუნის 70-იან, 80-იანი წლებში ოზურგეთელი მძლეოსნები წარმატებით გამოდიოდნენ როგორც რესპუბლიკურ, ისე საკავშირო და საერთაშორისო შეჯიბრებებზე. ამაში დიდი წვლილი მიუძღვოდა მძლეოსნობის… - 83
ავტორი ივანე ჯაფარიძე უშბა მაგიური ძალით იზიდავდა მსოფლიოს ყველა კუთხის გამოჩენილ მთამსვლელებს. ინტერესს ისიც აძლიერებდა, რომ უშბაზე ამსვლელი მთამსვლელი, მსოფლიოში ცნობილი და სახელგანთქმული ინგლისის ალპური კლუბის წევრი ხდებოდა. უშბაზე ასვლების ისტორია მე-19 საუკუნის 80-იანი წლებიდან იწყება, როცა 1888 წელს, ჩრდილოეთ მწვერვალზე ასვლის ბედნიერება პირველად ინგლისელ ჯონ კოკინს და შვეიცარიელ ულრიხ…