მსახიობ ამირან ქადეიშვილის დაბადებიდან 90 წელი შესრულდა.
მან თეატრსა და კინოში არაერთი დასამახსოვრებელი სახე შექმნა. ამირან ქადეიშვილმა დაგვიტოვა პერსონაჟები, რომლებიც არასდროს კარგავენ პოპულარობას._აღნიშნულ ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
ამირან ქადეიშვილი (დ. 4 მარტი, 1936, ოზურგეთი — გ. 6 ოქტომბერი, 2021, თბილისი) — ქართველი კინოსა და თეატრის მსახიობი. საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი. ხელოვნების ქურუმის ჯილდოს მფლობელი (2018).[1]
1953–1985 წლებში მოღვაწეობდა ოზურგეთის წუწუნავას სახელობის თეატრში და თეატრ „ძველი სახლის“ სცენაზე. 1970 წლიდან მუშაობდა კინოში, სხვადასხვა ჟანრის ფილმებში. მის მიერ შესრულებული როლებია: ნიკოია („სემირამიდას ბაღები“, ს. დოლიძე, 1970), კვეგვე ტარბა („მთვარის მოტაცება“, თ. მელიავა, 1973), კურა-მუჰამედი („ციმბირელი პაპა“, გ. კალატოზიშვილი, 1973), ჭოლა („პირველი მერცხალი“, ნ. მჭედლიძე, 1975), ნიკო („გაქცევა გათენებისას“, ს. დოლიძე, 1975), ხირხალა („სიყვარული ყველას უნდა“, გ. შენგელაია, მ. ჭიაურელი უმცროსი, 1980), კობიძე („სახლი ლესნაიაზე“, ნ. სანიშვილი, 1980), ერმილე მამალაძე („მევლუდი“, ნ. სანიშვილი, 1985), მმართველი („წინამორბედი“, ი. კვაჭაძე, 1988). მონაწილეობა აქვს მიღებული ფილმებში: „კავკასიის ტყვე“ (გ. კალატოზიშვილი, 1978), „როგორ ვიცხოვრო უშენოდ“ (გ. მგელაძე, 1980), „თბილისი, პარიზი, თბილისი“ (ლ. აბაშიძე, 1980), „ჟამი მოქცევისა“ (ნ. ომიაძე, 1982), „სათნოებათა კიბე“ (ნ. წულაძე, 1986) და სხვ.[1]
გარდაიცვალა 2021 წლის 6 ოქტომბერს, 85 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, თბილისის ნოდარ ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარულ ცენტრში.
მსგავსი სტატიები
- 60
ავტორი ივანე ჯაფარიძე უშბა მაგიური ძალით იზიდავდა მსოფლიოს ყველა კუთხის გამოჩენილ მთამსვლელებს. ინტერესს ისიც აძლიერებდა, რომ უშბაზე ამსვლელი მთამსვლელი, მსოფლიოში ცნობილი და სახელგანთქმული ინგლისის ალპური კლუბის წევრი ხდებოდა. უშბაზე ასვლების ისტორია მე-19 საუკუნის 80-იანი წლებიდან იწყება, როცა 1888 წელს, ჩრდილოეთ მწვერვალზე ასვლის ბედნიერება პირველად ინგლისელ ჯონ კოკინს და შვეიცარიელ ულრიხ… - 58
გარდაიცვალა ოზურგეთის„მერცხალის“ ყოფილი ფეხბურთელი როლანდ ისიანი. დაიბადა 1943 წლის 13 თებერვალს სოფ,ზოგიში( ცაგერის რაიონი). ფეხბურთის თამაში დაიწყო 1957 წელს ქ.თბილისის სპორტულ სკოლა ინტერნატში. იყო ნახევარმცველი,თავდამსხმელი. 1961 წელს თამაშობდა თბილისის „დინამოში“; 1961 წლის მეორე ნახევრიდან 1965 წლის ჩათვლით თამაშობდა ქუთაისის „ტორპედოში“ (უმაღლესი ლიგა); 1966 წელს გადავიდა თბილისის „ლოკომოტივში“; 1967 _ 75… - 57
ახალი წლის წინა დღეებში ოზურგეთს მოულოდნელად ერთი კარგი კაცი _ გასული საუკუნის 80-იანი წლების საუკეთესო ბირთვისმკვრელი, საქართველოს არაერთგზის ჩემპიონი, შემდგომში ცნობილი ფერმერი და საჯარო მოხელე, შემოქმედელი ბესიკ ლომინაძე გამოაკლდა. გასული საუკუნის 70-იან, 80-იანი წლებში ოზურგეთელი მძლეოსნები წარმატებით გამოდიოდნენ როგორც რესპუბლიკურ, ისე საკავშირო და საერთაშორისო შეჯიბრებებზე. ამაში დიდი წვლილი მიუძღვოდა მძლეოსნობის… - 57
დღეს ანზორის დაბადების დღეა ... და რა უნდა ინატრო კაცმა უფრო დიდი, თუ არა, როცა შენი გარდაცვალების შემდეგ , შენი ნაცხოვრების გამო, შენი სახელის ხსენებას გვარის დამატება არ ჭირდება ... აცხონოს ღმერთმა სამაგალითო კაცი..წერს ოზურგეთელი ზურაბ თოიძე სოციალურ ქსელში და მის მიერ 2022 წლის 10 აგვისტოს გამოქვეყნებულ პოსტსაც გთავაზობთ: ,,… - 57
გარდაიცვალა კინომცოდნე, კინოკრიტიკოსი, კინორეჟისორი, ლიტერატორი, ჟურნალისტი, პროფესორი გიორგი (გოგი) დოლიძე. ინფორმაციას საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს. გიორგი დოლიძემ 1959 დაამთავრა თბილისის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტის ინგლისური და ფრანგული ენების ფაკულტეტი. 1961-1970 წლებში მუშაობდა სხვადასხვა გამომცემლობაში. 1970 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში. 1992-2005…