ქ. მცხეთაში გუშინ დაიწყო და დღეს დასრულდა 17 წლამდელთა შორის საქართველოს ჩემპიონატი ბერძნულ – რომაულ ჭიდაობაში.
ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების ბ/ რ ჭიდაობის სექციის სპორტსმენებმა.
გუშინ , პირველ საშეჯიბრო დღეს ორი ოქრო და სამი ბრინჯაო მოიპოვეს. გამოსვლები ჯამში ათ წონით კატეგორიაში შედგა.
რაც შეეხება ჩემპიონატის მეორე დღეს, ოზურგეთელმა ფალავნებმა დღესაც იყოჩაღეს და შინ ერთი ოქრო, ერთი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო, ასევე გუნდური პირველი ადგილი წამოიღეს.
ჩემპიონი გახდა :
საბა ტაკიძე – 110 კგ,
მწვრთნელი – ლაშა ქადეიშვილი;
ვერცხლის მფლობელი გახდა :
გიორგი ჩხიკვაძე – 48 კგ,
მწვრთნელი – კობა ბალავინოვი;
ბრინჯაოს და ოქროს მესამეს დაეუფლა :
ერეკლე ფედიაი – 48 კგ,
მწვრთნელი – კახაბერ აბაშიძე.
მსგავსი სტატიები
- 90
ბაზიერობის ტრადიციამ საქართველოში საუკუნეებს გაუძლო. ოჯახური ტრადიციების მეშვეობით დღესაც გვყავს გურიაში, საქართველოს სხვა რეგიონებში აქტიური ბაზიერები. ქორ-მიმინოთ ნადირობა ადამიანის ჯანმრთელობის გაკაჟების, ნერვიული სისტემის გაუმჯობესების საუკეთესო საშუალებაა. იგი არის უღალატო, უმარცხო სპორტი, რომელიც ადამიანებს ბუნებასთან აახლოებს. 1791 წლის 9 სექტემბერს შეიქმნა შოტლანდიის ფაუნის დაცვის საზოგადოება.დამფუძნებელ კრებას 104 კაცი დაესწრო და 14… - 89
6 - 7 აპრილს მიმდინარე საქართველოს პირველობა ბერძნულ - რომაულ ჭიდაობაში 20 წლამდელთა შორის დასრულდა. რომელსაც ოზურგეთის ვახტანგ ბლაგიძის სახელობის სპორტის სასახლემ უმასპინძლა. საქართველოს ჩემპიონები და ოქროს მედლის მფლობელები ოზურგეთიდან გახდნენ , ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ - გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებული ბ/რ ჭიდაობის სექციის სპორტსმენები : ლუკა ჯავახაძე - 55კგ; ნიკოლოზ… - 87
10-12 ოქტომბერს ქ. ბათუმში ბერძნულ - რომაულ ჭიდაობაში ნოდარ ჭანუყვაძისა და ოთარ ბაკურიძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ( 2013 - 14 - 15 წწ დაბადებულთა შორის) გაიმართა.შეჯიბრზე წარმატებით იასპარეზეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ - გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების ბ/რ ჭიდაობის სექციის სპორტსმენებმა და შინ ჯამში 11 მედალი, მათ შორის ერთი ოქრო, სამი ვერცხლი… - 87
17-19 ქ ბათუმში ბერძნულ - რომაულ ჭიდაობაში როსტომ აბაშიძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი, გუნდური ფორმატით გაიმართა. აღნიშნულ გუნდურ შეჯიბრზე პირველობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ - გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების ბ/რ ჭიდაობის სექციის სპორტსმენებს ერგოთ. ოზურგეთმა ჯგუფში აჭარის გუნდს და სომხეთის მეორე გუნდს სძლია. ნახევარფინალში კი ქართლის გუნდს. რაც შეეხება ფინალს, ფინალში ოზურგეთის გუნდმა… - 86
7 - 9 ნოემბერს ხელვაჩაურში ბერძნულ - რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ ყველა დროის გმირთა ხსოვნისადმი მიძღვნილი რესპუბლიკური ტურნირი, უმცროს ჭაბუკებში გაიმართა. ტურნირზე წარმატებით იასპარეზეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ - გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების ბ/ რ ჭიდაობის სექციის სპორტსმენებმა და შინ 17 მედალი, მათ შორის 5 ოქრო, 4 ვერცხლი და 8 ბრინჯაო…