საქართველოს ნაკრებმა პირველ ტაიმში მეტოქეს ორი ლელო დაუდო (სპარდენაშვილი, ჯალაღონია), პორტუგალიამ კი ერთი ჯარიმა გაიტანა და მატჩის პირველი ნახევარი „ბორჯღალოსნებმა“ 12:3 მოიგეს.
მეორე ტაიმის სტარტზე პორტუგალიელები გააქტიურდნენ და ორჯერ ზუსტად შესრულებული ჯარიმით სხვაობა შეამცირეს.
პორტუგალიელთა შეტევები უფრო სახიფათო გახდა, ერთ ეპიზოდში კარგი სალელოვე შანსიც ჰქონდათ, მაგრამ ქართველმა მორაგეებმა თავი კარგად დაიცვეს და აქეთ შეძლეს ლელოს დადება – თავი შეცვლაზე შესულმა ბექა გორგაძემ გამოიჩინა – 17:9.
უნდა აღინიშნოს, რომ აბჟანდაძის სამჯერ შესრულებული გარდასახვიდან მხოლოდ ერთმა მიაღწია მიზანს…
მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე, ვარიერომ კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა და სხვაობა 5 ქულამდე შეამცირა.
არბიტრმა ოთარ მეტრეველი გააძევა (10 წუთით), რიცხვობრივი უპირატესობით მეტოქემ მალევე ისარგებლა – პინტოს მიერ დადებული ლელო ვარეირომ გარდასახა და პორტუგალიის ნაკრები დაწინაურდა – 19:17.
დარჩენილ დროში საქართველოს ნაკრებმა თამაშის გადასარჩენად დიდი ძალებით შეუტია, მაგრამ მეტოქემ დაცვაში კარგად ითამაშა და საბოლოოდ რაგბი ევროპის ჩემპიონატის წლევანდელი გათამაშების გამარჯვებული პორტუგალია გახდა.
ფინალამდე გაიმართა მატჩი მესამე ადგილისთვის, რომელშიც ესპანეთმა რუმინეთი 29:23 დაამარცხა.
მსგავსი სტატიები
- 69
ბაზიერობის ტრადიციამ საქართველოში საუკუნეებს გაუძლო. ოჯახური ტრადიციების მეშვეობით დღესაც გვყავს გურიაში, საქართველოს სხვა რეგიონებში აქტიური ბაზიერები. ქორ-მიმინოთ ნადირობა ადამიანის ჯანმრთელობის გაკაჟების, ნერვიული სისტემის გაუმჯობესების საუკეთესო საშუალებაა. იგი არის უღალატო, უმარცხო სპორტი, რომელიც ადამიანებს ბუნებასთან აახლოებს. 1791 წლის 9 სექტემბერს შეიქმნა შოტლანდიის ფაუნის დაცვის საზოგადოება.დამფუძნებელ კრებას 104 კაცი დაესწრო და 14… - 63საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში, თბილისში, ესპანეთის ნაკრები 46:28 დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული მეჩვიდმეტედ (ზედიზედ მერვედ) მოიპოვა. ესპანეთის ნაკრებმა პირველ ტაიმში შეძლო „ბორჯღალოსნებისთვის“ მეტ-ნაკლებად წინააღმდეგობა გაეწია. საწყის წუთებში საქართველოს ნაკრების მორაგბეებს საკუთარი თამაშის პოვნა გაუჭირდათ, რითაც ესპანელებმა ისარგებლეს და ერთ ეპიზოდში 13:5 დაწინაურდნენ, მაგრამ „ბორჯღალოსნებმა“ პირველვე ტაიმში მოახერხეს…
- 62
იტალიაში მიმდინარე რაგბის ექვსი ერის ფესტივალზე, საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა მეორე შეხვედრაში საფრანგეთის ნაკრები შეხვედრის ბოლოს დადებული ლელოთი 20:19 დაამარცხა. პირველ ტაიმში საფრანგეთის ნაკრებმა სამი ლელოს დადება მოახერხა, რასაც საქართველოს ნაკრებმა ერთი ლელოთი (ლევან ეზიეშვილი) და ერთი ჯარიმით უპასუხა და ტაიმი 10:19 დათმო. მეორე ნახევრში ქართველმა მორაგბეებმა ჯერ ზუსტი საჯარიმო… - 62
დინამო (თბილისი)4ტორპედო (მოსკოვი)1 ტაშკენტი. "ფახთაქორის" ცენტრალური სტადიონი. 18 ნოემბერი. გოლები: 0:1 შჩერბაკოვი (56), 1:1 დათუნაშვილი (73), 2:1 დათუნაშვილი (92), 3:1 მესხი (102), 4:1 მეტრეველი (107-პენ) დინამო: კოტრიკაძე, ბ. სიჭინავა, რეხვიაშვილი, ზეინკლიშვილი, ცხოვრებოვი,გ. სიჭინავა, იამანიძე, დათუნაშვილი, ბარქაია, მეტრეველი, მესხი. ტორპედო: შაპოვალენკო, ანდრეიუკი, შუსტიკოვი, მეშჩერიაკოვი, სარაევი,ვორონინი, მარუშკო, სოლოვიოვი, ივანოვი (სადოროვი), შჩერბაკოვი, სერგეევი. მსაჯი: მ. რუბენისი… - 62
დიდი 10-ის ბოლოსწინა ტურში, „ბათუმმა“ ოზურგეთის „არწივების’“ წინააღმდეგობა მეორე ტაიმში გატეხა და ბონუსით, 49:17 გაიმარჯვა. ზღვისპირელები 49 ქულით მე-3 ადგილზე არიან და თუ ამ პოზიციის შენარჩუნება მოახერხეს, ფლეი ოფის პირველ ეტაპზე მასპინძლის უფლებით ისარგებლებენ. „არწივები“ 18 ქულით ბოლოსწინა, მე-9 პოზიციაზე რჩება და დიდი 10-ში დასარჩენი ფლეი ოფისთვის ემზადება. ბათუმში თამაში…