საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათ შორის თბილისი-ოზურგეთი; ოზურგეთი-თბილისის დამატებითი რეისების შესახებ.
მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელია „საქართველოს რკინიგზის“ სალაროებში პირადობის დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე. სამგზავრო რეისებზე ბილეთების გაცემა დღეს 17:00 საათიდან დაიწყება.
„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის პანაშვიდსა და დაკრძალვაზე ჩამოსვლის მსურველებს, საქართველოს რკინიგზა როგორც რეგულარული, ისე დამატებითი რეისებით უფასოდ გადაიყვანს.
დამატებითი რეისების განრიგი შემდეგია:
თბილისი-ბათუმი-თბილისი (#888/887):
თბილისიდან გასვლა: 21:00; ბათუმში ჩასვლა: 02:22
ბათუმიდან გამოსვლა: 08:45; თბილისში ჩამოსვლა: 13:44
თბილისი-ფოთი-თბილისი (#872/871):
თბილისიდან გასვლა: 09:10; ფოთში ჩასვლა: 14:45
ფოთიდან გამოსვლა: 17:20; თბილისში ჩამოსვლა: 22:54
თბილისი-ზუგდიდი-თბილისი (#878/877):
თბილისიდან გასვლა: 18:30; ზუგდიდში ჩასვლა: 00:40
ზუგდიდიდან გამოსვლა: 08:35; თბილისში ჩამოსვლა: 14:44
რაც შეეხება სამგზავრო მატარებლების რეგულარულ განრიგს:
თბილისი-ბათუმი-თბილისი (#802/801)
თბილისიდან გასვლა: 08:00; ბათუმში ჩასვლა: 13:12
ბათუმიდან გამოსვლა: 16:50; თბილისში ჩამოსვლა: 21:49
თბილისი-ბათუმი-თბილისი (#804/803):
თბილისიდან გასვლა: 17:10; ბათუმში ჩასვლა: 22:22
ბათუმიდან გამოსვლა: 08:00; თბილისში ჩამოსვლა: 12:59
თბილისი-ფოთი-თბილისი (#874/873)
თბილისიდან გასვლა: 17:30; ფოთში ჩასვლა: 23:00
ფოთიდან გამოსვლა: 07:10; თბილისში ჩამოსვლა: 12:39
თბილისი-ზუგდიდი-თბილისი (#870/869)
თბილისიდან გასვლა: 08:15; ზუგდიდში ჩასვლა: 14:25
ზუგდიდიდან გამოსვლა: 17:10; თბილისში ჩამოსვლა: 23:19
თბილისი-ოზურგეთი-თბილისი (#854/953)
თბილისიდან გასვლა: 08:25; ოზურგეთში ჩასვლა: 15:37
ოზურგეთიდან გამოსვლა: 08:35; თბილისში ჩამოსვლა: 14:44
თბილისი-ბორჯომი-თბილისი (#618/617)
თბილისიდან გასვლა: 06:35; ბორჯომში ჩასვლა: 10:48
ბორჯომიდან გამოსვლა: 16:30; თბილისში ჩამოსვლა: 20:50
თბილისი-ბორჯომი-თბილისი (#686/685)
თბილისიდან გასვლა: 18:45; ბორჯომში ჩასვლა: 22:58
ბორჯომიდან გამოსვლა: 5:50; თბილისში ჩამოსვლა: 10:10
თბილისი-გარდაბანი-თბილისი (#6413/6414)
თბილისიდან გასვლა: 07:10; გარდაბანში ჩასვლა: 08:16
გარდაბნიდან გამოსვლა: 08:30; თბილისში ჩამოსვლა: 09:39
თბილისი-გარდაბანი-თბილისი (#6415/6416)
თბილისიდან გასვლა: 19:00; გარდაბანში ჩასვლა: 20:06
გარდაბნიდან გამოსვლა: 20:20; თბილისში ჩამოსვლა: 21:29
ბილეთების აღება შესაძლებელია „საქართველოს რკინიგზის“ სალაროებში პირადობის დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე. სამგზავრო რეისებზე ბილეთების გაცემა დღეს 17:00 საათიდან დაიწყება. დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ საქართველოს რკინიგზის ცხელ ხაზს: 1331“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
მსგავსი სტატიები
- 73
- 70
2025 წლის 11 თებერვლიდან თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მიმართულებით სწრაფი და კომფორტული ელექტრომატარებელი (№854/853) იმოძრავებს. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს. კომპანიის ცნობით, სამგზავრო მატარებლის ტევადობა დაახლოებით 100 ადგილით გაიზრდება, ხოლო მგზავრობის ხანგრძლივობა თითქმის 2 საათით შემცირდება. მატარებელი რეისებს დღეგამოშვებით შეასრულებს: თბილისიდან გასვლა – 09:00 ოზურგეთში ჩასვლა – 16:18; ოზურგეთიდან გასვლა – 08:40 თბილისში ჩასვლა… - 68(მგზავრის სარვამარტო ჩანაწერი) მიუხედავად ავტოტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის დიდი წილისა, მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს რკინიგზის სამგზავრო გადაზიდვებს. მოსახლეობა მტკივნეულად აღითქვამს ნებისმიერი მარშრუტის გაუქმებას. დღეს თბილისი -ბათუმის, თბილისი-ზუგდიდისა და თბილისი_ფოთის მიმართულებით თანამედროვე ჩქარი სამგზავრო მატარებლები დადიან და მგზავრებიც კმაყოფილები არიან. დედაქალაქიდან დღის სამგზავრო მატარებელი დადის ქუთაისი-ოზურგეთის მიმართულებითაც. ოზურგეთი-თბილისის ღამის მატარებელი პანდემიის დროს მოხსნეს…
- 63
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ „აი ფაქტის" მიერ გავრცელებული ინფორმაცია ყულევის ნავსადგურში შემოსული გემის SILVAR (IMO 9291262) თითქოს „საეჭვო" ისტორიის შესახებ, „არ შეესაბამება სიმართლეს, არის მორიგი დეზინფორმაცია და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული კამპანიის“ გაგრძელება. სატრანსპორტო სააგენტო აღნიშნავს, რომ გემი ოპერირებს სამართლებრივად გამართულ და კონტროლირებად სისტემაში - ჰყავს იდენტიფიცირებული მფლობელი… - 62

