საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განსახილველად არ მიიღო „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის საკასაციო საჩივარი. ამის შესახებ ინფორმაციას „ნეტგაზეთი“ ავრცელებს.

ამაღლობელის ადვოკატები ითხოვდნენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებას, გამამართლებელი განაჩენის გამოტანას და რიგი საოქმო განჩინებების კანონიერების გადახედვას.

„ნეტგაზეთის“ თანახმად, პარალელურად, საქმის პროკურორი თორნიკე გოგეშვილი საკასაციო ინსტანციაში ითხოვდა განაჩენის გამკაცრებას და ბრალის დამძიმებას, მათ შორის სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით პასუხისმგებლობის საკითხის განხილვას.

მზია ამაღლობელი 2025 წლის 11 იანვარს, ღამით ბათუმში დააკავეს მას შემდე, რაც მან სტიკერი, წარწერით – „იფიცება საქართველო“, ბათუმის საქალაქო სამმართველოს დამხმარე შენობის გარე ფასადზე გააკრა, თუმცა მალევე გაათავისუფლეს. რამდენიმე წუთში, უკვე 12 იანვარს, მზია ამაღლობელი, ბათუმის საქალაქო სამმართველოს შენობის წინ მეორედ დააკავეს სისხლის სამართლის წესით და 2025 წლის 13 იანვარს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის 1-ელი ნაწილით, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

მსგავსი სტატიები

  • 68
    მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გასაჩივრდა – საიაღეს, 2025 წლის 28 აპრილს, "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" უკანონო პატიმრობაში მყოფი, ,,ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საჩივრით მიმართა. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარდგენილი საჩივრით დასაბუთებულია, რომ მზია ამაღლობელის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ისეთი ფუნდამენტური უფლებები, როგორებიცაა - თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება…
  • 67
    წერილი წარსულიდან: გომისმთა, დოღი ბახმაროში, პოლიტიკური ვარიაციებითმინდოდა 2012 წლის 19 აგვისტო მწარე წარსულისთვის დამეტოვებინა, მაგრამ ვერ შევძელი. იმდენჯერ  შემახსენეს მსგავსი სცენარის შემქნელებმა თავი, რომ იძულებული ვარ „ალიონის“ არქივს გადავხედო. ბახმაროს დოღს წინ უძღვოდა „შუამთობის“ დღესასწაული გომისმთაზე, სადაც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რამაზ ნიკოლაიშვილი, გუბერნატორი ვალერი ჩიტაიშვილი და ეპარქიის უმაღლესი სასულიერო პირი, მეუფე იოსები ესწრებოდნენ. ნაშუადღევს დაიწყო გახმობები…
  • 66
    „სიცოცხლეზე ღირებული თავისუფლებაა...იბრძოლეთ, სანამ გვიანი არ არის“– მზია ამაღლობელის წერილი ციხიდანგამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი ციხეში შიმშილობს. მან პენიტენციური დაწესებულებიდან წერილი გამოაგზავნა, სადაც ამბობს, რომ არ აპირებს დაემორჩილოს „რეჟიმის დღის წესრიგს“. ჟურნალისტის უფლებებს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (საია) იცავს. ასოციაციის ხელმძღვანელის, ნონა ქურდოვანიძის ინფორმაციით, მზია ამაღლობელი პროტესტის ნიშნად საკვებზე უარს ამბობს და მხოლოდ წყალს იღებს. წერილს…
  • 66
    მზია ამაღლობელის საქმის განხილვა 14 აპრილს გაგრძელდებაბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის საქმის განხილვა 14 აპრილს 13:00 საათზე გაგრძელდება. დღევანდელ სხდომაზე, სასამართლოს პროკურატურამ სამი მოწმე პოლიციელი და საქმის გამომძიებელი წარუდგინა, რომლებიც მზია ამაღლობელის დაკავების პერიოდში ადგილზე იმყოფებოდნენ. მოწმეებს შეკითხვებით მიმართეს, როგორც ადვოკატებმა ასევე, პროკურორებმა. საერთო ჯამში, მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს…
  • 65
    სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში - საქართველოში მოქალაქეების, ჟურნალისტების და სხვა პირების მიმართ ფიზიკური თავდასხმების, დაშინებისა და ძალადობის მუქარის შესახებ ცნობები მთელი წლის განმავლობაში ვრცელდებოდამოქალაქეების, ჟურნალისტების და სხვა პირების მიმართ ფიზიკური თავდასხმების, დაშინებისა და ძალადობის მუქარის, იძულებისა და შევიწროების შესახებ ცნობები მთელი წლის განმავლობაში განუწყვეტლივ ვრცელდებოდა. ასეთ შემთხვევებში ასევე არ არსებობდა ანგარიშვალდებულება, - ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ 2024 წლის ანგარიშში, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ აპრილიდან ივნისამდე თბილისში…