უგემრიელესი „ბატი კომშით“ და ბონიფაციუსის გემოვნება

დამატებულია: 2015-07-28
picture1

უგემრიელესი „ბატი კომშით“ და ბონიფაციუსის გემოვნება' უგემრიელესი „ბატი კომშით“ და ბონიფაციუსის გემოვნებადავა არა,… კამათი და ყველაზე მეტად სწორედ გემოვნებაზე. ცხოვრების წესის განსაზღვრა პირადი შეხედულებებისგან გამომდინარე. უფრო სწორად საკუთარი მოთხოვნილებებისთვის გამოდევნება დაუფიქრებლად; ნელი სვლით კომფორტული ე. წ. თავისუფალი და უდარდელი ცხოვრებისკენ თუ ნახტომებით; ღირებულებების არჩევანი და ჩიხი, საიდანაც ძნელია გამოსავლის პოვნა, და ნაპოვნი გამოსავალი ხშირად რის ფასად? - სულიერი გადაგვარების, ღირსების ფეხქვეშ გათელვის, ადამიანთა მხეცად ქცევისა და... ასე შემდეგ, ჩამონათვალი ბევრი შეიძლება იყოს, შეფასებები - მრავალგვარი.

სწორედ ამ თემებზე სასაუბროდ თუ დასაფიქრებლად მიიწვია მაყურებელი ოზურგეთის სახელმწიფო პროფესიულ თეატრში რეჟისორმა გურამ ბრეგვაძემ თეატრის შემოქმედებით ჯგუფთან ერთად სპექტაკლის „ბონიფაციუსი“ პრემიერაზე. როგორც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა რეჟისორმა ვასო ჩიგოგიძემ თავის გამოსვლაში აღნიშნა, მიმდინარე თეატრალურ სეზონზე მაყურებელს უკვე შესთავაზეს 6 პრემიერა. მადლობა გადაუხადა ქ. ოზურგეთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს თეატრისადმი მხარდაჭერისათვის.

ისაუბრა ქ. ოზურ-გეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა კობალაძის პირადი მხარდაჭერის შესახებ. სპექტაკლის ჟანრი ტრაგიკომედია, ტრაგიფარსი ანუ არ დაიჯეროთ, ეს ყველაფერი ტყუილია. უფრო სწორად გვინდა რომ ტყუილი იყოს. შემადგენლობა: მაიკლი _ გიორგი დოლიძე; ელენე_ანი გოდერძიშვილი; ბონიფაციუსი_ალექსანდრე ლომიძე; კარლი_ლევან საღინაძე; როზალია _ შორენა გვეტაძე.ცხოვრება დაუდევარი ახალგაზრდა წყვილისა, ვერ ვიტყვით რომ ისინი არ არიან მიზანდასახულნი. ერთმანეთიც უყვართ. მათთვის - მთავარია კომფორტული ცხოვრება: ძვირადღირებული მანქანა, სახლი, აგარაკი... და, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, კვლავ კითხვა - რის ფასად? რაც ლაიტმოტივად გასდევს სპექტაკლს. პროცენტიანი სესხები, აზარტული თამაში, ვირტუალური ვნებები, კამათი, სიყვარული, უნებისყოფობა, თაობათა შეუთავსებლობა, გარეგნულად მიმზიდველი გარემო. იგი იცვლება ახალი პერსონაჟის _ ბონიფაციუსის გამოჩენისთანავე.

პერსონაჟი, რომლის ღიმილის უკან თავსმოხვეული, თუ საკუთარი ავხორცობის ყველა ის უკეთური თვისება იმალება, რაც ესოდენ ანადგურებს ადამიანთა სულსა და გულს. ასე გახდნენ დაუდევარი ახალგაზრდები დაუნდობელი მკვლელები. და ეს ყველაფერი შობის ღამეს ხდება. ბოლოს სცენაზე უფროსი თაობის წყვილი შემოდის, აქვეა მათი ამბიციები, არასწორი ოჯახური ურთიერთდამოკიდებულება, თავის გადარჩენის ვერაგული ინსტიქტები... სცენის სადა დეკორაციები თავისებურ ელფერს აძლევს გარემოს და თემატიკას. და ფინალი: არ დაიჯეროთ, ეს ყველაფერი ტყუილია, ეს უკვე მაყურებლის გადასაწყვეტია, რა ტყუილია და რაა მართალი.ნინია იაშვილიპ.ს. 23 ივლისს, ქ. ფოთში რეგიონალური თეატრების ფესტივალზე ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის კიდევ ერთი წარმატება სპექტაკლით „აურზაური არაფრის გამო“. ავტორი, ნინია იაშვილი.

ავტორი: administrator;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.