უფასო პოლიტიკური რეკლამა

დღეს, გურიის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვასილ ჩიგოგიძე ვაკიჯვრის თემის (ვაკიჯვარი, ფამფალეთი) და ბახვის თემის (ბახვი, ქვედა ბახვი, მშვიდობაური, თავკობული) მოსახლეობას შეხვდა.

ორთავე შეხვედრას „ქართული ოცნების“ ოზურგეთის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი დავით დარჩია უძღვებოდა.

სოფელ ვაკიჯვარში შეხვედრაზე 80-ზე მეტი, ხოლო სოფელ ბახვში 150-მეტი ამომრჩეველი მოვიდა.

ორთავე შეხვედრაზე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ ისაუბრა.

დეპუტატობის კანდიდატმა ვასილ ჩიგოგიძემ შეხვედრაზე მოსულ მოქალაქეებს ესაუბრა მის სადეპუტატო საქმიანობაზე, რომელიც გასული საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს არსებულ მდგომარეობას უკავშირდება, როცა საბავშვო ბაღებს დაფინანსება არ ჰქონდათ, სკოლის პედაგოგები თვეობით ვერ იღებდნენ ხელფასს, არ იყო სამუშაო ადგილები და მას პირადი ინიციატივით უხდებოდა ამ პრობლემების მოგვარება.

_პატარა საწარმო გავაკეთეთ მეგობრებთან ერთად. ვაგვარებდით ადგილობრივ პრობლემებს… შემდეგ მეორედ ამირჩიეს ჩოხატაურელებმა მაჟორიტარად. ვცდილობდით ჩამოვყალიბებულიყავით, რაღაც პროექტებზე წამოსულიყვნენ. კახეთში, აჭარაში სხვა რეგიონებში იყო გარკვეული პროექტები. გურიისაკენ არ გამოიხედეს…. წლების მანძილზე საკმაო გამოცდილება დამიგროვდა…მე მობილურ ტელეფონს არ ვთიშავ. ჩემი კარები მუდამ ღიაა ყველა მოქალაქისთვის _თქვა ვასილ ჩიგოგიძემ.

რა პრობლემები აწუხებს ამ სოფლებს:

სოფელ ვაკიჯვარში მდინარე ნატანებზე სოფელ უჩხუბთან დამაკავშირებელი ხიდია გასაკეთებელი. ამ უბნის სასაფლაო მდინარის გაღმაა და ძალიან დიდი გზა უნდა შემოიარონ აქაურებმა იქ მისასვლელად.

_ხიდის პროექტი შედგენილია. მისი სავარაუდო ღირებულება 1,2 მილიონი ლარია. ჩვენი მაჟორიტარი, არჩილ თალაკვაძეც მალე შეუერთდება ჩვენს საარჩევნო კამპანიას და ხიდის მშენებლობა მალე ჩაისმება სახელმწიფო ბიუჯეტში.წყლის სათავე ნაგებობასაც შევაკეთებთ, ფამფალეთში ადმინისტრაციული შენობის ფუნქციაზეც ვიფიქრებთ -თქვა კოტე შარაშენიძემ.

სოფელ ბახვში მოკლე დროში კაპიტალურად შეკეთდა გაბრიელ ქიქოძის სახელობის საჯარო სკოლა, რისთვისაც ამ სკოლის დირექტორმა მზია ვაშალომიძემ განსაკუთრებული მადლობა თქვა რეგიონალური მართვის მიმართულების ხელმძღვანელის სოზარ სუბარის მიმართ.

_წელს, იანვრის დასაწყისში იყო სკოლაში. ვთხოვეთ დახმარება. 2020 წლის ბიუჯეტი ფაქტიურად ფორმირებული იყო. მოკლე დროში გამოინახა სკოლის რეაბილიტაციისათვის საჭირო თანხა. 15 ოქტომბერს უნდა დასრულებულიყო სარეაბილიტაციო სამუშაოები. მშენებლებმა უკვე დაასრულეს და რამდენიმე დღეში ახალ სასწავლო წელს განახლებულ სკოლაში შევხდებით_თქვა მან და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სკოლის დასათვალიერებლად მიიწვია.

სოფლის მაჟორიტარის ეროდი გორდელაძის თქმით სოფელში 1,5 კილომეტრი ბეტონის გზები დაიგო. ამჟამად სოფლის ცალკეულ უბანში წყლის პრობლემაა მოსაგვარებელი. ვაკიჯვარი-ფამფალეთი ბახვის წყალმომარაგების პროექტში არ მოხდა სოფელი მშვიდობაური, მაგრამ იგი ვაკიჯვარი-ბაღდადი ცხემლისხიდის წყლის პროექტშია შეყვანილი და მალე ეს პრობლემაც არ ექნებათ.

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 50
    ოზურგეთი საარჩევნო ბილბორდებისა და ბანერების ღია სამუზეუმო ქალაქის პერსპექტივითოზურგეთში რომ უცხოელი ჩამოვიდეს და ქალაქს თვალი გადაავლოს, ქუჩებში იმდენი საარჩევნო გარე რეკლამაა შემორჩენილი, იფიქრებს, რომ გურულების სათავო ქალაქი საპარლამენტო არჩევნების სამზადისშია, არადა, რამდენიმე დღეში 8 თვე გახდება, რაც ეს არჩევნები ჩატარდა. თავიანთი მასშტაბურობით განსაკუთრებით თვალშისაცემია ქალაქის გულის გულში, სახელად პსპ-ს ¬და გამოსაყენებლად სხვათა შენობაზე განთავსებული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო…
  • 50
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 43
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 42
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 41
    რას ამბობენ აქციის მონაწილეები და სპეციალისტები ფერადი ლითონების საწარმოს მშენებლობის შესახებ„ორქისის“ კვლევით საქართველოს მცირე მდინარეებს შორის მდინარე ბჟუჟი ტყვიით ყველაზე უფრო დაბინძურებული მდინარეა, რაც ოზურგეთში კომპანია „მანსაროვარის“ და „ჯეოგადამამუშავებელის საქმიანობას უკავშირდება. ექიმმა, ოზურგეთის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით მდინარაძემ რედაქციას მოაწოდა კვლევის შედეგები, რომლის მიხედვით ბავშვებში ტყვიის შემცველობის მხრივ აჭარა-გურია ლიდერობს. ორგანიზმში ტყვიის ზედმეტი შემცველობა პირველ რიგში ბავშვებში ინტელექტუალურ განვითარებაზე მოქმედებს.…