შოთა გოგიბერიძე, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი: _  სამწუხაროა რომ პლაკატების ომი გრძელდება.  არ ვიცი ამას ვინ აკეთებს. სხვა პოლიტიკური ორგანიზაციების პლაკატებიც ხშირად მინახავს ჩამოხეული. ამაში ხომ თანხებია გადახდილი. გულდასაწყვეტია,  ამით ზიანდება საარჩევნო პროცესი. აქტივისტების, კოორდინატორების, აგიტატორებისგან ჩემამდე არ მოსულა ინფორმაცია ზეწოლებისა და ხელის შეშლის შესახებ.

იმ შემთხვევაში, თუ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში  სამწუხაროდ, მიუხედავად  ჩვენი არაერთი ინიციატივისა, შემადგენლობა ძირითადად ისევ სახელისუფლებოა. თითქოს კანონისმიერად ისეა გადაწყვეტილი რომ 6 წევრს საოლქო საარჩევნო კომისია ნიშნავს მაგრამ ეს ექვსი წევრიც „ქართული ოცნების“ შტაბში თავმოყრილი და გაანალიზებული კადრებია. ეს გააპროტესტა ოპოზიციურმა ძალებმა და ჩვენც ვუერთდებით ამ პრეტენზიას, არ მოგვწონს ეს მოცემულობა. 13 წევრიდან როცა მინიმუმ 10 არის სახელისუფლებო ყველაფერს უნდა ელოდოს ადამიანი.  ჩვენ აუცილებლად ვეცდებით დავიცვათ ჩვენი  ხმები. გვყავს კომისიაში წევრები, დამკვირვებლები. თუ მცდელობა იქნება გაყალბებისა უკან არ დავიხევთ. კონსტიტუციით გათვალისწინებული ყველა საპროტესტო გზის გამოყენებთ ვიბრძოლებთ,  სამოქალაქო დაპირისპირებამდეც რომ მივიდეს საქმე. ჩვენ ვიცით რომ დიდი მხარდაჭერა გვაქვს. ვიცით რომ ამ მხარდაჭერის დაფიქსირება არ უნდა არც ხელისუფლებას, არც ნაციონალურ დანაყოფ პარტიებს. იმიტომ რომ ჩვენ ვართ ერთადერთი ძალა რომელთანაც პრეტენზიით ვერ ისაუბრებს ვერც ერთი და ვერც მეორე.

ასე რომ, რა თქმა უნდა არის ხელისშემშლელი უამრავი პირობა თუმცა ჩვენ ვიბრძვით, ჩვენ ვცდილობთ მივიტანოთ ჩვენი სათქმელი ამომრჩეველთნ.

 

ვასილ ჩიგოგიძე, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო: _წინასაარჩევნო კამპანია, მიმდინარეობს ძალიან მშვიდ, უსაფრთხო ვითარებაში და თავისუფალ საარჩევნო გარემოში. პანდემიის პირობებში საარჩევნო კამპანიის მიმართ შეზღუდვა არ არსებობს, ვიცავთ იმ წესებს, რაც რეგულაციების მიხედვით არსებობს. ინტენსიურად ვხვდები სამივე მუნიციპალიტეტის მოსახლეობას, ვსაუბრობთ ჩვენი ხელისუფლების პირობებში ჩატარებულ მასშტაბურ სამუშაოებზე. ვმსჯელობთ იმ გამოწვევებსა და საჭიროებებზე, რომლებსაც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ჩვენს გუნდთან ერთად ეტაპობრივად გადავჭრით. მზად ვარ, ვიზრუნო თითოეული მოქალაქის კეთილდღეობისთვის და გურიის მომავალი წარმატებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდი, „ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვებს ქვეყნის საკეთილდღეოდ.

 

 

 

 

მანუჩარ კვირკველია, პოლიტიკური ბლოკი „ძალა ერთობაშია“: _პირველად ვმონაწილეობ საპარლამენტო არჩევნებში. ბევრი ადამიანი მიცნობს და საარჩევნოდ გურიაში ჩემს მიმართ რაიმე გართულებას არ ველოდები. ზოგადად არჩევნებს ახლავს გარკვეული მანიპულაციები. რაც შეეხება ჩემს არჩევნებში მონაწილეობა-არმონაწილეობის  საკითხს, ეს ჩემი პირადი გადაწყვეტილების მიღებასთან იყო დაკავშირებული და საბოლოოდ პოლიტიკაში გადავწყვიტე მოსვლა…

 

 

 

 

 

გიორგი სიორიძე პოლიტიკური გაერთიანება ,„ლელო საქართველოსთვის: _საარჩევნო გარემო არის ისეთი როგორიც შეეფერება ხელისუფლებას, რომელიც გახლავთ მხოლოდ და მხოლოდ იმაზე ორიენტირებული რომ შეინარჩუნოს ძალა-უფლება ყველანაირი ხერხით და მეთოდით. მათ შორის უკანონო, ძალადობრივი მეთოდებით. იმიტომ, რომ მათ არ აქვთ არანაირი მიღწევა, რის გამოც შეიძლება ხალხმა  ხმა მისცეს. შესაბამისად, ჩვენ, სამწუხაროდ გავხდით მომსწრენი ზუსტად ისეთი საარჩევნო გარემოს, როგორიც გვქონდა 2012 წელს, როცა ნაციონალური მოძრაობა ზუსტად იმავე გზით მიდიოდა. საბოლოო ჯამში შეიძლება ითქვას რომ  ქართველი ამომრჩეველი რომელმაც ერთხელ უკვე შეძლო და  არჩევნების გზით, უმძიმესი საარჩევნო გარემოს ფონზე, გამოხატა თავისი ნება და შეცვალა ხელისუფლება. დღესაც,  მიუხედავად იმისა რომ არსებობს არაერთი შემთხვევა დაშინების, შანტაჟის, ძალადობის ქართველი ამომრჩეველიარის მზად  დამოუკიდებლად, რაციონალურად გამოხატოს თავისი ნება და  ხელისუფლება გაისტუმროს პოლიტიკურ ოპოზიციაში.

რაც შეეხება გაყალბების მცდელობას, იქიდან გამომდინარე რომ ეს სცენარი უკვე გვინახავს ცხადია გვაქვს სამწუხარო მოლოდინი იმისა რომ არჩევნების დღესაც ზუსტად ისევე განვითარდება მოვლენები როგორც ხდებოდა ხოლმე საქართველოში. იქნება მცდელობები თუმცა ყველანაირი მცდელობა საბოლოო ჯამში იქნება უსუსური იმიტომ რომ  ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან არსებობს ძალიან სერიოზული მხარდაჭერა. ოპოზიციურმა პარტიებმა მიაღწიეს შეთანხმებას ერთმანეთის ხმების დაცვის თაობაზე და შესაბამისად ნებისმიერი დარღვევა რომელიც იქნება გამოვლენილი იქნება განცხადებული.  მხოლოდ და მხოლოდ ამ ნაწილში მოხდება კოორდინაცია. ხაზს ვუსვამ არავითარი სხვა შეთანხმება ოპოზიციურ პარტიებს შორის, ყოველ შემთხვევაში ისეთი შეთანხმება რომელშიც „ლელო“ მიიღებდა მონაწილეობას, არ არსებობს.  ერთადერთი შეთანხმება არსებობს საარჩევნო პროცესთა დაკავშირებით, რომ დავიცვათ ერთმანეთის ხმები. დავიცვათ საქართველოს კონსტიტუციითადამიანებისათვის მონიჭებული საარჩევნო ხმის უფლება. თუ  იქნება მათი მხრიდან ზეწოლა, გაყალბების მცდელობა, იმ ბერკეტების მეშვეობით, რომელიც გააჩნია სამოქალაქო საზოგადოეას და ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს,  აღვუდგებით წინ. დარწმუნებული ვარ საბოლოო შედეგზე მათი მცდელობა გავლენას ვერ მოახდენს.

 

ვახტანგ ზენაიშვილი ,პოლიტიკური პარტია  „გირჩი“ _თუ იქნება გაყალბება, პარლამენტი არ ასახავს საზოგადოებაში არსებულ განწყობებს არ არის გამორიცხული რომ ინტერესებისთვის ბრძოლა გადმოვიდეს ქუჩაში და მიიღოს მშვიდობიანი აქციის, რევოლუცის ფორმა. თუმცა მე ვფიქრობ ვინაიდან პროპორციული არჩევნებია, მიახლოებული პროპორციულთან, ასეთი სცენარი არ უნდა განვითარდეს. მგონია რომ მეტ-ნაკლებად მოხდება პარლამენტზე სოციუმის ინტერესების ასახვა. წინასაარჩევნო გარემოს რაც შეეხება-ნაცნობი სიტუაციაა, ყოველთვის იყო ძალაობის ელემენტები როცა ხელისუფლება ცდილობს თავისი რესურსი გამოიყენოს. ასე იყო შევარდნაძის, აბაშიძის, მიშას ხელისუფლების დროს. დღესაც ამაზრზენი საყურებელია ხელისუფლების მხრიდან წამოსული ძალადობის მცდელობები. სართოდ ძალა-უფლება ადამიანებს თავბრს ახვევს. ტყუილად არ არის ნათქვამი „ძალაუფლება ადამიანებს ხრწნის. აბსოლუტური ძალაუფლება კი აბსოლუტურად ხრწნისო“.

 

ნინო შეწირული, პარტია „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსი“: _ჯერჯერობით მშვიდი წინასაარჩევნო გარემოა. შეზრუდვა, ხელისშეშლა არ ყოფილა, მაგრამ არის მოსყიდვის ფაქტები. მაგალითად ადგილი ქონდა ბურღულეულის დარიგებას. არის მუქარები ამომრჩევლის მისამართით. მაგალითად ეუბნებიან, რომ სოციალურ დახმარებას მოუხსნიან ან „დასაქმებულებ ხარ და როგორ არ გეშინია“. თუმცა ჩვენ და ის ადამიაები, რომლებიც ჩემ პარტიას და მე მიჭერენ მხარს დარწმუნებულები ვართ რომ ნამდვილად შევცვლით სიკეთისკენ გურიას და ნამდვილად ვართ ის ძალა რომელსაც გულწრფელად უნდა გურიის გამარჯვება და წარმატება.  ამისთვის პირადად მე გავაკეთებ ყველაფერს. დავიცავ თითოეულ ხმას, დავიცავ თითოეულ ადამიანს. იმედს ვიტოვებ რომ არ მომიწევს უკიდურესი ზომების მიღება. თუკი შევნიშნეთ ან წინასაარჩევნო პერიოდში ან არჩევნების დღეს გაყალბების ფაქტები, გვექნება მკაცრი, მყისიერი შეფასება და გვექნება ადექვატური პასუხი. ყველანაირ ზომას მივმართავ კანონის ფარგლებში.

 

 

 

ოთრ ქერქაძე პარტია„მოქალაქეები“: _ საქართველოში, ტრადიციულად როცა არჩევნები ახლოვდება, ხელისუფლებაში მყოფი პარტია მანიპულირებს მოსახლეობაზე. ამისთვის ბევრი მექანიზმი აქვს. ერთ-ერთი მექანზმია საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე გავლენის მოხდენა.  ხდება ისე, რომ უმეტესწილად ადამიანებს უჭირთ საკუთარი პოზიციის დაფიქსირება, გამოხატვა ამა თუ იმ პარტიის მხარდასაჭერად. აქვთ შიში რომ ნათესავებს, ოჯახის წევრებს შეექმნებათ პრობლემა.  გარდა ამისა ხდება მატერიალური კუთხით მანიპულირება, არის მოსყიდვის ფაქტები, პროდუქტების დარიგება. მაგალითად ვიცით რომ ოზურგეთში „ქართული ოცნების“ მხრიდან ხდებოდა ბრინჯის დარიგება.

დიდი იმედი მაქვს არჩევნების დღეს არ იქნება გაყალბების მცდელობა, ყველაფერი ჩაივლის წესების და ეთიკის დაცვით. მაგრამ თუ რამე ინციდენტი მაინც იქნება ხმების დასაცავად, გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ გზას. მივმართავთ სასამართლოს, ვითანამშრომლებთ მედიასთან.

 

 

 

 

 

ხათუნა გოგორიშვილი „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის “:_ პირველ რიგში ვიტყვი, რომ საქართველოს ყველა ოპოზიციურმა პარტიამ  მოაწერა ხელი მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც არ აირსებებს ჩემი და სხვისი ხმა. ყველა ოპოზიციური პარტია, მიუხედავად იმისა, ჰყავს კომისიის წევრები თუ წარმომადგენლები საარჩევნო უბნებზე, თანაბრად დაიცავენ ერთმანეთის ხმებს. ყველა ხმა იქნება ბოლომდე დაცული. მინდა მივცე პირობა „ქართულ ოცნებას“,  მიუხედავად მათი მცდელობებისა, ადმინისტრაცული რესურსის გამოყენებისა ისინი ვერ შეძლებენ რომელიმე ოპოზიციურ პარტია თუნდაც ერთი ხმა დაუკარგონ. რაც შეეხება საარჩევნო გარემოს, ბოლო წლებში საქართველოშიხშირია შემთხვევა როცა ადამიანი არჩევნებზე მიდის და ხმას აძლევს იმ პარტიას რომლის რეალური მხარდამჭერიცაა არამედ იმას რომელსაც დაავალებენ.  იმის შიშით რომ თვითონ ან ოჯახის წევრები არ დარჩნენ ან სამსახურის გარეშე ან სოციალური დახმარების გარეშე ხაზავენ 41  ნომერს. ხშირ შემთხვევაში ფოტოსაც უღებენ, რომ გარეთ გამოიტანონ მტკიცებულებად. მინდა ვუთხრა ხალხს, არ მოატყუებინოთ თავი. ეს არ არის უბრალოდ საპარლამენტო არჩევნები, ეს არის რეფერენდუმი საქართველოს მომავლის შესახებ. ერთხელ ყველამ ყველაფერზე მაღლა უნდა დავაყენოთ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და ვუთხრათ არა ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას.

ბოლო დღეების განმავლობაში ყველა ნახავდა იმ დაპირისპირებას რომელშიც „ქართული ოცნების“ თანამდებობის პირები არიან ჩართული. მაშინ როცა კონკრეტული მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე  იქამდე მიდის, რომ  არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს ფიზიკურად უსწორდება, სამართლიან საარჩევნო გარემოზე ლაპარაკი აღარ შეიძლება. ეს არის აგონიაში მყოფი ხელისუფლების მოქმედება. იმ ხელისუფლების რომელმაც იცის რომ არჩევნებს აგებს.

როცა გურიაში ამოამრჩეველვ ვხვდები, ყველას უნდა რომ ქვეყანაში მდგომარეობა შეიცვალოს. უნდათ ცვლილებები ეკონომიკის მიმართულებითაც, სამართლის მიმართულებითაც, განსაკუთრებით აწუხებთ ინფრასტრუქტურული პრობლემები.

კოვიდ პანდემიის პირობებში შეიძლება ბევრმა იფიქროს, რომ საარჩევნო უბანზე მისვლა სახიფათოა ხალხმრავლობის გამო.  მინდა ვთხოვო ყველას თითოეულ მოქალაქეს, ამომრჩეველს არ დაიზაროთ , არ შეგეშინდეთ, აუცილებლად მიდით არჩევნებზე და დაუჭირეთ მხარი იმ პარტიას  რომელსაც ჩათვლიან საჭიროთ.  უარი უთხარით ბიძინა ივანიშვილს და მის ხელისუფლებას.

 

გოჩა ძიმისტარიშვილი (დამოუკიდებელი კანდიდატი):ძალიან დაძაბულიწინასაარჩევნო გარემოა. ხდება მოსახლეობის მოსყიდვა. საარჩევნო კამპანიაში აშკარად ხელს არ მიშლიან, მაგრამ ჩემ ნათესავებთან ახლობლებთან დადიან რომ მიღალატონ. ამით ყველაფერია ნათქვამი.

 

 

 

 

 

 

 

 

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 82
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 71
    ცესკომ პარტიებთან და სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან ერთად კენჭისყრის დღის ეპიდემიოლოგიური პროტოკოლი შეიმუშავაცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) არჩევნებში ჩართულ მხარეებთან კონსულტაციების საფუძველზე შეიმუშავა და დღეს დადგენილებით მიიღო კენჭისყრის დღის ეპიდემიოლოგიური პროტოკოლი. დოკუმენტი იმ სანიტარულ-ჰიგიენურ წესებს განსაზღვრავს, რომლის დაცვითაც უნდა მიიღონ ამომრჩევლებმა არჩევნებში მონაწილეობა და რომლის მიხედვითაც უნდა იმოქმედონ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა და ჩართულმა მხარეებმა. ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის ამომრჩევლების და საარჩევნო პროცესის სხვა…
  • 59
    კომპანია „სამი ძმები“ მდინარე სუფსის ხეობაში მოსახლეობის პროტესტს არად აგდებენგასულ ხუთშ-აბათს გაზეთ „ალიონს“ სოფელ ბაილეთიდან აცნობეს, რომ კომპანია „სამი ძმები“ მდინარე სუფსის აუზში ქვიშა-ღორღის მოპოვებას კვლავ აგრძელებდა სოფელ ბაილეთისა და სილაურის მოსახლეობის პროტესტის შედეგად გარემოსდამცველება 3-ჯერ ამოაყვანიეს ექსკავატორი მდინარის ხეობიდან. ამჯერადაც ხეობაში არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკო“-სთან ერთად გავემგზავრეთ. რაოდენ საკვირველი არ უნდა იყოს, თითოეულ მისვლაზე კომპანიის წარმომადგენლებად სულ სხვადასხვა ადამიანები…
  • 56
    “მმართველი გუნდი ყველა დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიიყვანს”გუშინ,  „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველომ“  ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვასილ ჩიგოგიძე  წარადგინა   გუშინ, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველომ“  ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვასილ ჩიგოგიძე  წარადგენა. წარდგენას „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და პარტიის სხვა…
  • 52
    „ამათ ხელში მწვანე გურია ფულის საჯიჯგნ გურიად გადაიქცა“წერილის დასაწყისშივე ვაცხადებთ, მივესალმებით ქვეყანაში ავტობანის მშენებლობას, მაგრამ იგი უპასუხისმგებლო ქვიშა-ღორღის მომპოვებელი კომპანიების იმედად არ უნდა იყოს და ქვეყნის მთავარ სიმდიდრეს _ ჩვენს სოფლებს, მის მოსახლეობას ზიანი არ უნდა მიაყენოს. სუფსის, ნატანების და რეგიონის სხვა მდინარეების ხეობებში მოსახლეობის არა-ერთი საპროტესტო აქციები მიუთითებს, რომ წიაღის ეროვნული სააგენტო ადგილებზე არ სწავლობს ამჟამად…

არ გამოტოვოთ