დღეს, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების „რაგბი ევროპის ჩემპიონატის“ მე-3 ტურის მატჩი ბალტიის ზღვის სანაპიროზე მდებარე ქალაქ კალინინგრადში ჩატარდა. „ბორჯღალოსნები“ „დათვებს“ ისტორიაში 25-ედ დაუპირისპირდნენ და დაამარცხეს 23:6. საქართველოს ნაკრებიდან ლელო დავით ნონიაშვილმა (სადებიუტო ლელო), თედო აბჟანდაძემ და აკაკი ტაბუცაძემ გაიტანეს.
აქამდე რუსებთან 12-ჯერ თბილისში, 5-ჯერ კრასნოდარში, 3-ჯერ სოჭში, ერთხელ კრასნოიარსკში და სამჯერ ნეიტრალურ მოედანზე – სოპოტში (პოლონეთი), მარიუპოლსა (უკრაინა) და ტრაბზონში (თურქეთი) გვაქვს ჩატარებული მატჩები. საქართველოს მთავარი ნაკრები პირველად თამაშობდა კალინინგრადში, თუმცა ეს ქალაქი საქართველოსა და რუსეთის სარაგბო დაპირისპირებას უკვე იცნობს – 2019 წლის 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში, უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ მასპინძლები 64:10 გაანადგურეს.
ეროვნული ნაკრებების დონეზე, ამ გუნდების ურთიერთშეხვედრების ისტორია 1993 წლიდან იწყება და პირველ მატჩში მეტოქემ 15:9 იმარჯვა (სოპოტში). მას შემდეგ ერთადერთხელ, 2002 წელს დაფიქსირდა ფრე, ხოლო დანარჩენ 23 შემთხვევაში (დღევანდელი მატჩის ჩათვლით) საქართველომ გაიმარჯვა – მათგან 20-ჯერ ზედიზედ.
2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის გადადებული მატჩში თბილისში, უმაყურებლო „მიხეილ მესხზე“ ვუმასპინძლეთ და 16:7 ვძლიეთ. ის თამაში სატურნირო კუთხით არაფერს წყვეტდა, ახლა კი სიტუაცია განსხვავებულია, რადგან წლევანდელი რაგბი ევროპის ჩემპიონატი, 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპიცაა.
საქართველოს ნაკრები 14 ქულით პირველ ადგილზეა.
მსგავსი სტატიები
- 71
საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს რეგიონების _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას. ამასთან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღითიდღე უარესდება ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა. „2008 წლის 7 აგვისტოს 13 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ…
- 62
საქართველოს საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა. გთავაზობთ აღნიშნული განჩინების ოქმს: „მიმდინარე წლის 11 თებერვალს, საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II. სხდომის მდივნად დაინიშნა გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა). 1.წმინდა სინოდის…
- 61
სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს 5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს. არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
- 59
1918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…
- 54
დღეს, მუნიციპალური არჩევნების „ინტერნიუს საქართველოს“ მედიამონიტორინგის წინასწარი ანგარიშის ონლაინ პრეზენტაცია გაიმართა. ონლაინ პრეზენტაციის მონაწილეებს მიესალმნენ ანა ჩერნიშოვა, საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი და ინფორმაციის განყოფილების უფროსის მოადგილე; ევია კოტანი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების უფროსის მოადგილე. პრესა და რადიოში მონიტორინგის შედეგები წარმოადგინა პროექტის მენეჯერმა ეკა ბერიძემ_„ინტერნიუსი-საქართველო“. „ინტერნიუს…