დღეს, სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი სახოკია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში 9 აპრილს დაღუპული ნინო თოიძისა და ნატო გიორგაძის საფლავები მოინახულეს,  ყვავილების გვირგვინებით შეამკეს და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.

ნინო თოიძის საფლავზე ოზურგეთელ ომის ვეტერანებთან ერთად იმყოფებოდა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ბიძინა იმნაიშვილი.

_„ 9 აპრილი ეს არის მწუხარებისა და დამოუკიდებლობის დღე, რომელმაც უდიდეს ტკივილთან ერთად დაგვიტოვა სიამაყის განცდა, რადგან ეს იყო ქათველების ერთსულოვნებისა და ეროვნული ერთიანობის მიღწევის დღე. ტრაგიკულად დაღუპულ 21 გმირს შორის ერთ-ერთი ოზურგეთელი ნინო თოიძეა, რომლის სახელი ჩაიწერა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და თაობებს გადაეცემა”– აღნიშნა ჟურნალისტებთან ოზურგეთის მერმა, კონსტანტინე შარაშენიძემ.

 

_„ 9 აპრილი ჩვენი ქვეყნისთვის არის დღე თავისუფლების, ერთიანობის. 21 ადამიანი და მათ შორის ლიხაურელი ნინო თოიძე გახლავთ მაგალითი და სიმბოლო თავგანწირვის, ქვეყნისადმი უსაზღვრო სიყვარულის. ჩვენ პატივს მივაგებთ გმირების ხსოვნას. სიამაყით ვიხსნებეთ 9 აპრილს და მადლობას ვეუბნებით თითოეულ ადამიანს, რომლმაც ქვეყნის თავისუფლება, დამოუკიდებლობა გვაჩუქა.“ _ აღნიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიამ.

სოფელ ლიხაურის ცენტრში მოეწყო 9 აპრილის ამსახველი ფოტოების გამოფენა.

 

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 86
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 78
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 77
    ჩოლოქის ბრძოლა1918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…
  • 76
    საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლესრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, „ვჰმადლობდეთ მამას, რომელმაც გვიხსნა სიბნელის ხელმწიფებისაგან… და შეგვიყვანა თავისი საყვარელი ძის სასუფეველში“ (კოლ.1.13) დგება…
  • 73
    ბეჭდური მედიის მონიტორინგის წინასწარი ანგარიშიდღეს,  მუნიციპალური არჩევნების „ინტერნიუს საქართველოს“  მედიამონიტორინგის წინასწარი ანგარიშის ონლაინ პრეზენტაცია გაიმართა. ონლაინ პრეზენტაციის მონაწილეებს მიესალმნენ ანა ჩერნიშოვა, საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი და ინფორმაციის განყოფილების უფროსის მოადგილე; ევია კოტანი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის  პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების უფროსის მოადგილე. პრესა და რადიოში მონიტორინგის შედეგები წარმოადგინა პროექტის მენეჯერმა ეკა ბერიძემ_„ინტერნიუსი-საქართველო“. „ინტერნიუს…