დღეს, ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის სცენაზე თბილისის გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო დრამატულმა რუსულმა თეატრმა რადიარდ კიპლინგის მოთხრობების მიხედვით ერთმოქმედებიანი მუსიკალური სპექტაკლი „მაუგლი“ წარუდგინა ოზურგეთელ  მაყურებელს. აღნიშნული დადგმა რეჟისორ ვახტანგ ნიკოლავას ეკუთვნის.

მუსიკალურ სპექტაკლში,  თითქმის მთელი დასი მონაწილეობს.

ეს არის ბიჭის, მეტსახელად მაუგლი, არაჩვეულებრივი ამბავი.

ბავშვობაში იგი დაიკარგა ჯუნგლებში. მგლებმა გადაარჩენეს და თავიანთ ოჯახში მიიღეს. მის აღზრდაზე  ზრუნავენ შავი ავაზა ბაგირა  და ტუჩა დათვი ბალუ. მაუგლის როგორც მეგობრები და მფარველები, ასევე მტრებიც გამოუჩნდნენ. დროთა განმავლობაში იგი მოუხერხებელი „ბაყაყიდან“ მგლების ხროვის მეთაურად იქცა. მისი ცხოვრება სავსეა თავგადასავლებით, მას ელოდება საფრთხეები, ბრძოლა, დიდი გვალვა, სასიკვდილო შერკინება ვეფხვ „შერხანთან“ და სიყვარულიც კი …იგი დაამარცხებს მრისხანე მტერს, დაბრუნდება ადამიანებთან, თუმცა შემდეგ თავის სიყვარულთან ერთად  მის ჯუნგლების   მეგობრებთან ბრუნდება…

სპექტაკლი დედამიწაზე ურთიერთსიყვარულისკენ მოუწოდებს ყველას.

სპექტაკლი კარგად მიიღო ოზურგეთელმა მაყურებელმა. დარბაზში ბევრი ბავშვი იყო. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ვასილ ჩიგოგიძემ აღნიშნა  გრიბოედოვის სახელობის თეატრის წარმატებული შემოქმედებითი საქმიანობა, ოზურგეთის თეატრთან ურთიერთობის შესახებ და  მადლობა გადაუხადა მათ.

_გრიბოეროვის სახელობის  თეატრი დიდი ტრადიციების მქონე 175 წლის თეატრია. შესანიშნავი დადგმა წარმოგვიდგინეს დღეს. _თქვა ვასილ ჩიგოგიძემ.

გრიბოედოვის  თეატრის დირექტორმა, რსფსრ დამსახურებულმა არტისტმა, ხელოვნების დამსახურმა მოღვაწემ, ხელოვნების ქურუმმა  ნიკოლოზ სვენტიცკიმ მადლობა გადაუხადა დარბაზში მყოფთ აპლოდისმენტებისთვის და განაცხადა_ მას მოსწონს ოზურგეთის თეატრი და განსაკუთრებულად უყვარს გურულები.

 

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 57
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 55
    ოზურგეთის თეატრის განხორციელებული პროექტები და სამომავლო გეგმები   დღეს, ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი  ვასილ ჩიგოგიძემ  რადიოთეატრის სტუდიაში ჟურნალისტებს შეხვდა და თეატრის მიერ განხორციელებულ პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. _ ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა 153-ე სათეატრო სეზონი ახლადრეაბილიტირებულ შენობაში 2021 წლის 14 მაისს გახსნა. სეზონის გახსნამდე დასმა 6 პრემიერა მოამზადა. ოზურგეთის თეატრის ისტორიაში…
  • 55
    ჩოლოქის ბრძოლა1918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…
  • 50
    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებსსაგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს რეგიონების _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას. ამასთან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღითიდღე უარესდება ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა. „2008 წლის 7 აგვისტოს 13 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ…
  • 50
    ბეჭდური მედიის მონიტორინგის წინასწარი ანგარიშიდღეს,  მუნიციპალური არჩევნების „ინტერნიუს საქართველოს“  მედიამონიტორინგის წინასწარი ანგარიშის ონლაინ პრეზენტაცია გაიმართა. ონლაინ პრეზენტაციის მონაწილეებს მიესალმნენ ანა ჩერნიშოვა, საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი და ინფორმაციის განყოფილების უფროსის მოადგილე; ევია კოტანი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის  პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების უფროსის მოადგილე. პრესა და რადიოში მონიტორინგის შედეგები წარმოადგინა პროექტის მენეჯერმა ეკა ბერიძემ_„ინტერნიუსი-საქართველო“. „ინტერნიუს…