მაკვანეთლები, ანი და ელენე მუჯირები ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ეზოში „საქართველოს კლიმატის პროგრამის“ ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებაზე გავიცანი. საინტერესო ნამუშევრები ჰქონდათ წარმოდგენილი.

_ ძალიან საინტერესო გოგონები არიან.ნიჭიერები და შრომისმოყვარენი_ გვითხრა ოზურგეთის სამხატვრო სკოლის დირექტორმა კახა ვასაძემ და მათი შემოქმედების გასაცნობად სამხატვრო სკოლაში მიგვიწვია.

თემათა მრავალფეროვნება, საოცარი ფერები, ბავშვის თვალით დანახული სამყარო _ ვათვალიერებთ მათ ნამუშევრებს. ორი წყვილი თვალი გვიყურებდა, თუ რას ვიტყოდით მათ შემოქმედებაზე.

უცებ ოზურგეთის #1 საშუალო სკოლის ყველა დროის საუკეთესო პედაგოგი მელქის მუჯირი გამახსენდა და ვკითხე ჩვენს მომავალ რესპონდენტებს, თუ რა იყო მათი ბატონი მელქისი.

_დიდი ბაბუა _გვიპასუხა ბავშვების დედამ.

გოგონები კითხვებისას მორცხვობდნენ,  თუმცა გავიგეთ რომ მათი მასწავლებელი სამხატვრო სკოლაში რევაზ ჯაშია. ანი 13 წლისაა, ელენე კი 12 წლის 21 დეკემბერს 12 წლის გახდება. უყვართ მუსიკა და გიტარის ცნობილ პედაგოგთან ალიკა აბაშმაძესთან .დადიან. წარმატებით სწავლობენ წმინდა ნინოს სახელობის ოზურგეთის სამრევლო სკოლაში.

ვთხოვეთ წერილობით ეპასუხათ ჩვენს კითხვებზე. მეორე დღესვე მოვიდნენ რედაქციაში.

ანი მუჯირი: _„მიყვარს მეგობრები, მასწავლებლები, მოკეთეები, ზოგადად ადამიანები.

დედა მიყვარს. ძალიან ვაფასებ მის მზრუნველობას, იმას, რომ გამორჩეულად განათლებული ვიყო.  ძალიან მიყვარს ბუნება მცენარეთა და ცხოველთა სამყაროთი. მიყვარს ხატვა და ჩვენმა სამხატვრო სკოლამ მრავალ კონკურსში მიიღო მონაწილეობა. განსაკუთრებით საინტერესო იყო „საქართველოს კლიმატის პროგრამის“ ფარგლებში განხორციელებული „ჩემი თვალით დანახული კლიმატის ცვლილება.“სანამ ნამუშევარს შევქმნიდი, ბევრი ვიფიქრე ამ საკითხებზე. ინფორმაციები მოვიძიე და შევშინდი _თუკი ადამიანები მეტი გულისხმიერებით არ მოვექცევით სამყაროს, კაცობრიობა შეიძლება სავალალო შედეგებამდე მივიდეს.

ღმერთმა შეგვიქმნა ულამაზესი მთა და ბარი, ტყე და ველი, მდინარე და ზღვა, ცა და დედამიწა. ამასმოვლა და გაფრთხილება სჭირდება.

თუ მკითხავთ, რა მიყვარს, გიპასუხებთ _ხატვა და მუსიკა მიყვარს. შემიძლია ბევრი ვხატო ისე, რომ არ დავიღალო. ეს საშუალებას მაძლევს ჩემი სულიერი სამყარო ხილულიც გავხადო და თან უხილავიც.

 ბევრი ოცნება მაქვს, ერთს გაგიმხელთ _ცნობილი და სასურველი არქიტექტორი მინდა გავხდე. ისეთი ჯადოსნური სახლი მინდა ავაშენო, სადაც თავს მოიყრიან ჭკვიანი ადამიანები და ბევრს იფიქრებენ იმაზე, როგორ გახადონ სამყარო უკეთესი.

გამიგია, ოცნებები ზოგჯერ ხდება. ნეტავ, მეც ამიხდებოდეს…“

ელენე მუჯირი: _„ძალიან თბილი გარემოა ოზურგეთის სამხატვრო სკოლაში. ხატვის გარდა ჩვენი მასწავლებელი რევაზ ჯაში და სკოლის დირექტორი კახა ვასაძე ბევრ საინტერესო თემებზე გვესაუბრებიან. ისინი ცდილობენ შეგვაყვარონ კითხვა და ასე გვაზიარონ ჯადოსნურ სამყაროს, რომლებიც  წიგნებში დაგვხდება.

მეც არქიტექტორობაზე ვოცნებობ. ჩემს დასთან ერთად მინდა ჩავაბარო სამხატვრო აკადემიაში.

ძალიან მინდა მადლობა გადავუხადო ოზურგეთის მერს,ბატონ კონსტანტინე შარაშენიძეს გაწეული დახმარებისათვის, იმ საჩუქრებისთვის, რომლებიც მე და ჩემს დას გადმოგვცა, რომ უფრო დავხვეწოთ ჩვენი სამხატვრო ხელოვნება.

ოზურგეთის მერიამ ორჯერ დამაჯილდოვა წიგნებით, კონკურსში „ზამთრის ვერნისაჟი“ და „არა ოკუპაციას“.

რაც შეეხება რამდენიმე დღის წინ ჩატარებულ კონკურსს „ჩვენი თვალით დანახული კლიმატის ცვლილება“ დავსაჩუქრდით კატეგორიის შესაბამისი საჩუქრით.“

ოზურგეთის სამხატვრო სკოლის დირქტორის კახა ვასაძის თქმით, ამ ნიჭიერ ბავშვებს მეტი თანადგომა სჭირდებათ. იგი დარწმუნებულია, დები წარმატებული ქალები იქნებიან.

 

 

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 80
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 79
    ჩოლოქის ბრძოლა1918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…
  • 76
    ბეჭდური მედიის მონიტორინგის წინასწარი ანგარიშიდღეს,  მუნიციპალური არჩევნების „ინტერნიუს საქართველოს“  მედიამონიტორინგის წინასწარი ანგარიშის ონლაინ პრეზენტაცია გაიმართა. ონლაინ პრეზენტაციის მონაწილეებს მიესალმნენ ანა ჩერნიშოვა, საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი და ინფორმაციის განყოფილების უფროსის მოადგილე; ევია კოტანი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის  პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების უფროსის მოადგილე. პრესა და რადიოში მონიტორინგის შედეგები წარმოადგინა პროექტის მენეჯერმა ეკა ბერიძემ_„ინტერნიუსი-საქართველო“. „ინტერნიუს…
  • 73
    დღეს სოფელ კვირიკეთში სახალხო-რელიგიური დღესასწაული კვირიკობა შედგაავტორი თემურ მარშანიშვილი ყოველი 28 ივლისი, ოზურგეთელთათვის, განსაკუთრებით სოფელ კვირიკეთსა და მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მრევლისთვის გამორჩეული დღეა. დღეს სოფელ კვირიკეთში, წმინდა მოწამე კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესიაში სახალხო-რელიგიური დღესასწაული კვირიკობა აღინიშნა. დღესვე ამ ეკლესიას აღდგენიდან 30 წელი შეუსრულდა. საზეიმო წირვა აღავლინა მამა მათემ (გორდელაძე) რამდენიმე მამაოსთან ერთად. კვირიკობის დღესასწაულს ესწრებოდნენ…
  • 71
    აქ ჯერ კიდევ დიდია კავშირი, დუმბაძისეულ თხრობასა და აქაურ სინამდვილეს შორისკორცხოულას მთაზე ამოგორებული მზე კარგა ხნის დაპატრონებული იყო ნაავდრალი მთის ფერდობებს. დედამიწა თავის ფიქრებს, ორთქლის ფთილებად უშვებდა ცისკენ. ლაშის ღელეც წყნარად მიიკვლევდა გზას ბარისკენ. ცისკენ ხელებაწვდილი, ფოთლებშემოძარცვული ხეები მზეს ეფიცხებოდნენ და  უყვებოდნენ თითქოს, მთისა და ბარის ამბებს. ამ მშვენიერ ხეობას შეყოლილი გზიდან  გურული სოფელი შემოგყურებს თავისი ხიბლითა და სევდით. აქ,…