ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი ნინო სალუქვაძე ტოკიოში სპორტული პისტოლეტიდან სროლაშიც ჩაება, და წარმატებითაც. გუშინ  გაიმართა საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ნახევარი – 3 სერია, სალუქვაძე კი 291 ქულით მერვე ადგილზე გავიდა. მან დამატებითი მაჩვენებლებით გაუსწრო კიდევ 5 მსროლელს, რომლებსაც ასეთივე შედეგი აქვთ.

სალუქვაძემ პირველი სერია 94 ქულით დაამთავრა, თუმცა შემდეგ გაცილებით უკეთესად ისროლა: 98 და 99 ქულა.

ჯერჯერობით, საკვალიფიკაციოს საუკეთესო შედეგი 296 ქულაა, რაც ევროპისა და მსოფლიოს ორ-ორგზის ჩემპიონმა, სერბმა ​ზორანა არუნოვიჩმა შეძლო. მას 294-ით ბერძენთა ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონი ანა კორაკაკი მისდევს, 293-ით კი მესამეა ბულგარელი ანტოანეტა კოსტადინოვა, რომელიც რამდენიმე დღის წინ 10-მეტრიან დისტანციაზე ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი გახდა.

სალუქვაძეს თითო ქულით რუსთა აწ უკვე ოლიმპიური ჩემპიონი, 10-მეტრიანი დისტანციის მომგები ვიტალინა ბაცარაშკინა, ინდოელი მანუ ბჰაკერი და უკრაინელთა ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი – ოლენა კოსტევიჩი უსწრებდნენ.

ოლიმპიადაზე დღეს, 25 მეტრიდან სპორტული პისტოლეტიდან სროლაში, საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი დღის შემდეგ, ნინო სალუქვაძე ფინალში გამსვლელ ზონაშია.

პირველ ნაწილში 44 სპორტსმენი მონაწილეობდა, სალუქვაძე კი 291 ქულით მეშვიდე ადგილზე გავიდა. ფინალში რვა საუკეთესო შედეგის მქონე მონაწილე იასპარეზებს. ასე რომ, ქართველმა ტყვიის მსროლელმა მომდევნო დღეს შედეგი, მინიმუმ, არ უნდა გააუარესოს.

ლეგენდარულმა ნინო სალუქვაძემ, რომელიც მეცხრე ოლიმპიადაზე მონაწილეობს და 3-გზის მედალოსანია, მიმდინარე ოლიმპიადაზე 10 მეტრიდან პნევმატური იარაღიდან სროლაში წარუმატებლად ისროლა და ფინალურ ეტაპზე მონაწილეობა

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 50
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 47
    ჩოლოქის ბრძოლა1918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…
  • 45
    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებსსაგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს რეგიონების _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას. ამასთან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღითიდღე უარესდება ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა. „2008 წლის 7 აგვისტოს 13 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ…
  • 45
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 42
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…