ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, წვერმაღალას პარკში გურიის აგრო-ტურისტული ფესტივალი – „ჩაის გზა“ გაიმართა.

ფესტივალს სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი ურუშაძე, საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლი ანა ჩერნიშოვა, საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი – მისი აღმატებულება ბატონი იმამურა აკირა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ხატია წილოსანი, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ფესტივალი „ჩაის გზა“ 2019 წლიდან გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC), საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით ტარდება, რაც დონორი ორგანიზაციების და ადგილობრივი ხელისუფლების ურთიერთანამშრომლობის საუკეთესო მაგალითს წარმოადგენს.

ფესტივალზე გურიის რეგიონში წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, პრეზენტაცია-დეგუსტაცია მოეწყო. ასევე წარმოდგენილი იყო ადგილობრივი თაფლის, მშრალი ხილის, ღვინის და კენკრის ნაწარმი.

სოფელ მელექედურში პროექტ „ჩაის გზის“ ფარგლებში მე-5 ტურისტული ლოკაცია გაიხსნა, რომელიც ტურისტებსა და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს სთავაზობს მონაწილეობა მიიღოს ჩაის კრეფის და გადამუშავების პროცესში, შემდეგ კი სადეგუსტაციო სივრცეში დააგემოვნოს ადგილობრივი ნაწარმი.

ფესტივალის მიზანია სასტუმროებს და ყველა დაინტერესებულ პირს მიაწოდოს ინფორმაცია გურიის ტურისტული პოტენციალის შესახებ, რაც დამატებითი შესაძლებლობაა რეგიონის პოპულარიზაციისათვის.

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 83
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 74
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
  • 74
    გურიაში UNDP-ის პროექტები წარმატებით განხორციელდაგურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე პირველ მოადგილესთან ლევან ჯაფარიძესთან და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერთან ავთანდილ თალაკვაძესთან ერთად გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელს ნიკ ბერესფორდს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეს მზია გიორგობიანს და გაეროს განვითარების პროგრამის მენეჯერს საქართველოში თინათინ ტყეშელაშვილს შეხვდა. შეხვედრაზე UNDP-ის პროექტის „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში, ფაზა 2“-ის…
  • 73
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 72
    ჩოლოქის ბრძოლა1918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…