საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან და ვიცე-პრემიერ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად, გურიაში თხილის საწარმოს ეწვია.
მთავრობის მეთაური საწარმოო პროცესს გაეცნო და დასაქმებულებს გაესაუბრა. დამფუძნებლების ინფორმაციით, კომპანიას დღეში 10 ტონა თხილის მიღება და გადამუშავება შეუძლია.
როგორც კომპანიის ხელმძღვანელმა შოთა ხინთიბიძემ აღნიშნა, ახალი მიმართულების დანერგვის მიზნით, „შეღავათიანი აგროკრედიტის” ფარგლებში საწარმოს 500 000 ლარის ოდენობის სესხი დაუმტკიცდა, რამაც გაფართოებისა და განვითარების შესაძლებლობა მისცა.
კომპანია თანამშრომლობს, როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ პარტნიორებთან და პროდუქცია ევროპაში გააქვს. კომპანიის ძირითადი საექსპორტო ქვეყნებია _ იტალია და გერმანია.
პრემიერ-მინისტრი ასევე საწარმოში შეკრებილ ფერმერებს გაესაუბრა, რომლებმაც სახელმწიფო პროგრამებით ისარგებლეს და სხვადასხვა დარგში სამაცივრე თუ გადამამუშავებელი საწარმოები შექმნეს. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა სოფლის მეურნეობის დარგისა და ახალი საწარმოების მხარდაჭერას მომავალშიც განაგრძობს.
ფერმერებმა მთავრობის მეთაურს სოფლის მეურნეობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ სახელმწიფო თანადაფინანსების გარეშე წარმოების განვითარებას ვერ შეძლებდნენ.
მსგავსი სტატიები
- 90
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 84
სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს 5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს. არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
- 83
1918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…
- 82
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, „ვჰმადლობდეთ მამას, რომელმაც გვიხსნა სიბნელის ხელმწიფებისაგან… და შეგვიყვანა თავისი საყვარელი ძის სასუფეველში“ (კოლ.1.13) დგება…
- 80
დღეს, მუნიციპალური არჩევნების „ინტერნიუს საქართველოს“ მედიამონიტორინგის წინასწარი ანგარიშის ონლაინ პრეზენტაცია გაიმართა. ონლაინ პრეზენტაციის მონაწილეებს მიესალმნენ ანა ჩერნიშოვა, საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი და ინფორმაციის განყოფილების უფროსის მოადგილე; ევია კოტანი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების უფროსის მოადგილე. პრესა და რადიოში მონიტორინგის შედეგები წარმოადგინა პროექტის მენეჯერმა ეკა ბერიძემ_„ინტერნიუსი-საქართველო“. „ინტერნიუს…