ოზურგეთში ასკანის ციხის რეაბილიტაცია დაიწყება _ ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა თეა წულუკიანი ოზურგეთში იმყოფებოდა, სადაც „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის ავთანდილ თალაკვაძის წინასაარჩევნო შეხვედრებს დაესწრო და მოქალაქეებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

_„ასკანის ციხე უნიკალური ძეგლია, რომლის რეაბილიტაციის მიზნითაც რამდენიმეწლიან პროექტს ვამზადებთ“ _ განაცხადა თეა წულუკიანმა.

_„ეს ისტორიული პროექტი იქნება ოზურგეთისთვის. ჩემი მერობის პირობებში, მაქსიმალურად ვიზრუნებთ ასკანის ციხის ტურისტული და ეკონომიკური პოტენციალის განხორციელებისთვის, რაც სოფელ მთისპირს დამატებით განვითარებას და შემოსავალს მოუტანს. გზის და დამხმარე ინფრასტრუქტურის განვითარებას ოზურგეთის მერია უზრუნველყოფს“ _ განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ მთისპირში მოსახლეობასთან შეხვედრაზე.

ასკანის ციხე (თამარის მეფის ციხე) ოზურგეთში, მდინარე ბახვისწყლის მარცხენა ნაპირზე, სოფელ მთისპირში მდებარეობს. ციხეზე გამოიყოფა რამდენიმე სამშენებლო ფენა, რომელთაგან უძველესი IV საუკუნისაა, უახლესი — XIX საუკუნისა. სამეცნიერო ექსპედიცია ციხეზე არასდროს ყოფილა და ის დღემდე შეუსწავლელი იყო. გადმოცემის თანახმად ციხეზე ულაშქრია მურვან-ყრუს. მას გასჭირვებია ციხის აღება და უბრძანებია, უნაგირები და კეხები მოეხსნათ ცხენებიდან, ერთმანეთზე დაეწყოთ და ასე ასულიყვნენ ციხეში. მეციხოვნეებს გავარვარებული ისრები უსვრიათ და უნაგირებისთვის ცეცხლი გაუჩენიათ. მურვან ყრუს ლაშქარი უკან გაბრუნებულა, მეციხოვნეები გამოსდევნებიან და ბრძოლაში მურვანს მუზარადი დაუკარგავს. გადმოცემის მიხედვით მუზარადი დიდხანს ინახებოდა ციხის ეკლესიაში. მურვან ყრუს ლაშქრობას გურიაში ქართლის ცხოვრება ადასტურებს.

ბოლო ცნობების თანახმად, 1828 წელს ასკანის ციხეში იყო გამაგრებული სოფიო გურიელი, რომელიც გურიაში რუსეთის მმართველობის დამკვიდრების წინააღმდეგ იბრძოდა. 30 სექტემბერს ასკანის ციხე რუსეთის ჯარმა დაიკავა. 1870-იან წლებში ციხეში შემორჩენილი იყო ძვირფასი ნივთები, ფული, ავეჯი. ციხე აღჭურვილი იყო ქვემეხებით, რომლებიც XX საუკუნის 30–იან წლებში შემდეგ ოზურგეთში წაიღეს.

ფასიანი პოლიტიკური რეკლამა

 

 

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 81
    ნოდარ თალაკვაძე_„ჩემი ლამაზი სოფელი“ნოდარ თალაკვაძე 90 წლისაა. დაიბადა სოფელ მთისპირში (უაკანავა, თაფურიათი). ათეული წლების მანძილზე მუშაობდა იგი მთისპირის კოლმეურნეობაში ბრიგადირად. მეწყერული თუ სხვა პრობლემების გამო მას რამდენჯერმე მოუწია სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრისის შეცვლა, თუმცა მეწყერმა საბოლოოდ აიძულა დაეტოვებინა სოფელი და დასახლდა სოფელ ბოხვაურში. ნოდარ თალაკვაძე არაერთი მოგონების ავტორია, რომელიც პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთ „ალიონში“, სხვა…
  • 78
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 67
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 65
    ჩოლოქის ბრძოლა1918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…
  • 60
    ბეჭდური მედიის მონიტორინგის წინასწარი ანგარიშიდღეს,  მუნიციპალური არჩევნების „ინტერნიუს საქართველოს“  მედიამონიტორინგის წინასწარი ანგარიშის ონლაინ პრეზენტაცია გაიმართა. ონლაინ პრეზენტაციის მონაწილეებს მიესალმნენ ანა ჩერნიშოვა, საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი და ინფორმაციის განყოფილების უფროსის მოადგილე; ევია კოტანი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის  პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების უფროსის მოადგილე. პრესა და რადიოში მონიტორინგის შედეგები წარმოადგინა პროექტის მენეჯერმა ეკა ბერიძემ_„ინტერნიუსი-საქართველო“. „ინტერნიუს…