წინასწარი მონაცემებით ხმების დათვლა ბევრ უბანზე დასრულდა. ოზურგეთის მერობის კანდიდატებს შორის პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“წარმომადგენელი ავთანდილ თალაკვაძე ლიდერობს.
ოლქში შეტანილი ოქმების მიხედვით თალაკვაძემ გაიმარჯვა ##03,06, 09, 10,12, 14, 15,16,18,19,20,22,26,27, 28,32,36,37,40, 42, 45,46,47,50,51,53,54, 56, 57,58 საარჩევნო უბნებში. კონსტანტინე შარაშენიძემ გაიმარჯვა #58 ნარუჯის საარჩევნო უბანზე. ასევე, სხვა ინფორმაციით მან მოიგო ხვარბეთის, ციხისფერდის, მზიანის, სილაურის, ლიხაური I საარჩევნო უბნები.
ხმების დათვლა დიდ უბნებზე ამ დროისთვის გრძელდება.
მსგავსი სტატიები
- 35
_მადლობა ნდობისთვის ოზურგეთს! _ასე ეხმიანება ოზურგეთის მერობის კანდიდატის, ავთანდილ თალაკვაძის გამარჯვებას, მისი ძმა _საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე. ცეესკოს ვებ.გვერდზე ატვირთული ინფორმაციით „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა 19 033, ანუ ხმების 55,409% მიიღო, ხოლო მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა კონსტანტინე შარაშენიძემ 15 317 ხმა, ანუ ხმების 44,91 %. 63 საარჩევნო უბნიდან ავთანდილ…
- 34
წინასწარი მონაცემებით სოფელ მთისპირის საარჩევნო უბანში ოზურგეთის მერობის კანდიდატმა „ქართული ოცნებიდან“ ავთანდილ თალაკვაძემ გაიმარჯვა. საარჩევნო უბანში მისული 486 ამომრჩეველიდან 260 ხმა - ავთანდილ თალაკვაძეს მისცა, 219 ხმა კი მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა კონსტანტინე შარაშენიძემ მიიღო. 7 ბიულეტენი ბათილი იყო.
- 32
ამ წუთებში, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ ოზურგეთში, ადგილობრივი თვითმმართველობიის არჩევნებში პარტია „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ავთანდილ თალაკვაძე დაწინაურდა. _ოზურგეთში დათვლილია 55 უბანი, საიდანაც ხმების 56,3 პროცენტი ავთანდილ თალაკვაძემ მიიღო.
- 30
ოზურგეთში რომ უცხოელი ჩამოვიდეს და ქალაქს თვალი გადაავლოს, ქუჩებში იმდენი საარჩევნო გარე რეკლამაა შემორჩენილი, იფიქრებს, რომ გურულების სათავო ქალაქი საპარლამენტო არჩევნების სამზადისშია, არადა, რამდენიმე დღეში 8 თვე გახდება, რაც ეს არჩევნები ჩატარდა. თავიანთი მასშტაბურობით განსაკუთრებით თვალშისაცემია ქალაქის გულის გულში, სახელად პსპ-ს ¬და გამოსაყენებლად სხვათა შენობაზე განთავსებული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო…