გუშინ, ქ. ქუთაისში, საქართველოს პირველობაზე რაგბიში, პირველი ლიგის გუნდები, ადგილობრივი „ბაგრატი“ და ოზურგეთის „არწივები“ შეხვდნენ ერთმანეთს.
ეს იყო მეტად დრამატული მატჩი, სადაც „არწივები“21:6 იგებდნენ შეხვედრას. ქუთაისელებმა შეძლეს საჯარიმო ქულებით სხვაობის შემცირება და მეორე ტაიმში 21:19 იყო ანგარიში. ამის შემდეგ მსაჯებმა „არწივების“ ორი რაგბისტი გააძევეს მინდვრიდან და დაიწყო დრამატული წუთები. ქუთაისელები საჯარიმო დარტყმით ერთი ქულით გავიდნენ წინ_21:22.
ოზურგეთელმა რაგბისტებმა არასრული შემადგენლობით შეძლეს ძალების მობილიზება და დავით კვაჭანტირაძის მიერ დადებულმა ლელომ და ბახვა კობახიძის ზუსტად შესრულებულმა გარდასახვამ 8 ქულა მოუტანა ოზურგეთს და „ბაგრატი“ 29:22 დაამარცხეს.
ოზურგეთელებიდან ლელო გაიტანეს კონსტანტინე გაზაშვილმა, თენგიზ გოგოლაშვილმა, ქრისტინე მოწყობილმა, ხოლო 3 გარდასახვა და ერთი საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა ბახვა კობახიძემ.
ამ მოგებით (5 ქულა) „არწივები“ გათამაშების ცხრილს ჩაუდგნენ სათავეში. მათ 25 ქულა აქვთ (5 მოგება, ერთი წაგება; გატანილი/გეშვებული 205:92; +113).
მომდევნო ადგილზე თბილისის „არმიაა“ 22 ქული, რომელიც დღეს მცხეთაში „არმაზს“ შეხვდება. ხოლო მესამე ადგილზე 16 ქულით სამცხე-ჯავახეთის „ტაო“ იმყოფება.
მომდევნო შეხვედრა „არწივები“ ნოემბერის დასაწყისში ჩაატარებენ.
მსგავსი სტატიები
- 81
ნოდარ თალაკვაძე 90 წლისაა. დაიბადა სოფელ მთისპირში (უაკანავა, თაფურიათი). ათეული წლების მანძილზე მუშაობდა იგი მთისპირის კოლმეურნეობაში ბრიგადირად. მეწყერული თუ სხვა პრობლემების გამო მას რამდენჯერმე მოუწია სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრისის შეცვლა, თუმცა მეწყერმა საბოლოოდ აიძულა დაეტოვებინა სოფელი და დასახლდა სოფელ ბოხვაურში. ნოდარ თალაკვაძე არაერთი მოგონების ავტორია, რომელიც პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთ „ალიონში“, სხვა…
- 79
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 67
სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს 5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს. არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
- 65
1918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…
- 64
განუმეორებელი ხელმძღვანელი და შემოქმედი ავტორი ლია კილაძე „50 წელზე ცოტა მეტი იცოცხლა და როგორ მოასწრო ყველაფერი, იყო ენერგიული და ნაყოფიერი საზოგადო მოღვაწე, მრავალი დიდი და კარგი საქმის ინიციატორი და ხელმძღვანელი, კარგი მეუღლე და მამა ვაჟიშვილებისა, გულითადი მეგობარი და ერთგული თანამოსაქმე კოლეგებისა“ _ წერდა ანა ანდღულაძე, საქართველოს დამსახურებული არტისტი. ბეჟან ნაკაიძის შესახებ…