„საარჩევნო პროცესს საქართველოში ახასიათებს საარჩევნო დავების სიმრავლე. არჩევნებთან დაკავშირებული დავების ანალიზი, ისევე როგორც სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშები და საარჩევნო სუბიექტების განცხადებები ცხადყოფს, რომ საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს დაძაბულ და პოლარიზებულ გარემოში, ჩართული მხარეების მხრიდან ერთმანეთის მიმართ უნდობლობის ფონზე. ასეთ ვითარებაში, მნიშვნელოვანია საარჩევნო დავების პრევენცია, ისევე როგორც, წამოჭრილი დავების გამჭვირვალე, დროული და ეფექტური გადაწყვეტა კანონიერების პრინციპის საფუძველზე…

პრინციპი, რაზეც აგებულია საარჩევნო კოდექსი არის ერთი, საარჩევნო დავას იგებს მხოლოდ აქტიური მოსარჩელე, რომელსაც გააზრებული, შესწავლილი და აღქმული აქვს საარჩევნო კოდექსის პრინციპული დებულებები“. _საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გაკეთეთებული ეს დასკვნა, რომელიც წინა არჩევნებს ეხებოდა, დღესაც აქტუალურია და საარჩევნო დავების სიმრავლე ადგილობრივი თვითმმართველოს არჩევნებზეც ანალოგიური გახლდათ.

ოზურგეთის #60 საარჩევნო ოლქში საჩივრების განხილვამდე საოლქო-საარჩევნო კომისიამ ოზურგეთის სპორტის სასახლეში საჯაროდ გადაითვალა ლოტოტრონით გამოვლენილი #17 ასკანის, #25 დვაბზუს, #32 ლიხაურიII,  #50 ცხემლისხიდის, #53 ჭანიეთის საარჩევნო უბნების ბიულეტენები, ასევე საკუთარი ინიციატივით გადათვალა ლაითურის #11 და მშვიდობაურის #22 საარჩევნო უბნების შემაჯამებელ ოქმებში ბალანსირებული მონაცემები. აღნიშნულ უბნების შემაჯამებელ ოქმებს არ ახლდა შესწორების ოქმები.

5 და 6 ოქტომბერს ოზურგეთის საოლქო-საარჩევნო კომისიის მიერ განხილული საჩივრები არ ასახავდა არჩევნების მიმდინარეობისას არსებით დარღვევებს, რომელთაც რაიმე გავლენა მოეხდინათ არჩევნების შედეგებზე.

საოლქო-საარჩევნო კომისიის სხდომაზე ყველაზე ხალხმრავალი წარმომადგენლობა სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების მიერ შეტანილი საჩივრის გამო იყო, როდესაც ამ ორგანიზაციის წარმომადგენელი მეგი ბაკურაძე ქ. ოზურგეთის #60/02 უბანში მომხდარი შეცდომის გამო ითხოვდა უბნის ხელახლა გადათვლას, ხელმოწერის სინამდვილის დადგენას, დისციპლინარული პასუხსმგებლობა დაკისრებას კომისიის ყველა წევრისათვის. აქ პროპორციული არჩევნების შემაჯამებელ ოქმში ჩაწერილი არასწორი ციფრის გამო, (ერთ-ერთ პარტიას 51-ის ნაცვლად 54 დაუწერეს) მას შემდეგ მოხდა ჩასწორება, როცა საარჩევნო ბეჭედი უკვე დალუქული იყო_მიუთითებდა თავის საჩივარში მეგი ბაკურაძე.

აღნიშნულის საჩივრის განხილვა კარგა ხანს გაგრძელდა, რაშიც საოლქო კომისიის წევრების გარდა უშუალოდ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებიც გამოიკითხნენ. სხდომაზე მოწვეულმა კომისიის წევრებმა, მათ შორის ოპოზიციური პარტიებიდან, არ დაადასტურეს მომჩივანის მოთხოვნების სამართლიანობა.

_მე შემეშალა, 51-ის ნაცვლად დავწერე 54, ამიტომ მოხდა მეტობა, რაც შემდეგ შესაბამისი წესების დაცვით ჩავასწორეთ_განაცხადა კომისიის მდივანმა ლიანა  თალაკვაძემ.

საოლქო კომიის თავმჯდომარე ბერდია ლომიძემ თქვა, რომ ასეთ დროს, მომჩივანის მოთხოვნის შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარე და მდივანი შეიძლება დისციპლინარულად დასჯილიყო, მაგრამ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების მიერ ოლქში შეტანილი საჩივარი, მომხდარის გამო კომისიის ყველა წევრის დასჯას ითხოვს, რაც კენჭისყრის შემდეგ არ იქნა მიღებული.

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ აღნიშნულზე საჩივრით ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს მიმართა. სასამართლო სხდომა გასულ შაბათს, 9 ოქტომბერს გაიმართა. სასამართლომ არ დააკმაყოფილა სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების სარჩელი.

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლის მარიკა მამალაძის საჩივარი ბაილეთის#19 უბანს შეეხებოდა, სადაც ერთ-ერთი პარტიის ხმების რაოდენობა იყო გადასწორებული. ისინი  კომისიის თავმჯდომარის და მდივნის ფინანსური ჯარიმის საკითხსაც აყენებდნენ.

ბაილეთის #19 საარჩევნო უბნის  კომისიის მდივანმა  როენა  ქავთარაძემ და კომისიის თავმჯდომარე  მერაბ მამულაიშვილმა  განმარტეს , რომ მათ მიერ დაშვებულ შეცდომას ახლავს შესწორების ოქმი.

ბაილეთის #19 საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანს მიეცა დისციპლინური სასჯელი_ შენიშვნა.

კიდევ ერთი საჩივარი სამართლიანი ნარჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებისაგან ნატანების #42 საარჩევნო უბანს შეეხებოდა, სადაც 647-ის ნაცვლად ხელმოწერილი და ბათილი ბიულეტენების ჯამი 648 შეადგენდა. არასამთავრობოს წარმომადგენლები  ბიულეტენების გადათვლას და დისციპლინარურ პასუხისმგებლობას ითხოვდნენ.

საოლქო კომისიამ აღნიშნული განცხადება შესწავლისა და მხარეების გამოკითხვის შემდეგ არ დააკმაყოფილა.

გადასწორება დაფიქსირდა ლაითურის #11 უბნის  შემაჯამებელ ოლქში, სადაც  #44 საარჩევნო სუბიექტის ხმები გადასწორებული იყო. აღნიშნულზე საარჩევნო კოდექსის 28-ე მუხლის საფუძველზე კომისიის მდივანს მიეცა შენიშვნა.

ნაღობილევის #36 საარჩევნო უბანზე კომისიის თავმჯდომარეს არ ჰქონდა სრულყოფილად ხელი შესწორების ოქმზე მოწერილი. როგორც აღნიშნული უბნის თავმჯდომარემ განმარტა მან გვარი სრულად, ხოლო სახელის პირველი ანბანი დაწერა.

აღნიშნული საჩივრის მოთხოვნა სხდომაზე არ დაკმაყოფილდა.

საოლქო კომისისამ განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის საჩივრის საფუძველზე ლაითურის #11 საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანს, პროპორციული სიის ოქმში გადასწორების გამო (გადაითვალეს და სისწორე დადასტურდა) შენიშვნა გამოუცხადეს.

ახალგაზრდა იურისტთა საჩივრის საფუძველზე აღნიშნული უბნის თავმჯდომარემ და მდივანმა შენიშვნა მიიღეს იმის გამოც, რომ არ ჰქონდათ კენჭისყრის დღის ჩანაწერთა  წიგნი დალუქული.

ახალგაზრდა იურისტებმა მსგავსი ფაქტი ხვარბეთის #37 საარჩევნო უბანზეც დააფიქსირეს.

ანალოგიური დარღვევების გამო ახალგაზრდა იურისტთა საჩივრის საფუძველზე შენიშვნები მიეცათ ნატანების #41 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესა და მდივანს და ურეკის #14 საარჩევნო უბნის მდივანს.

 მსგავსი შეცდომები გამო შენიშვნები მიეცათ დვაბზუს #25 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესა და მდივანს.

სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების დამკვირვებელი აცხადებდა, რომ ანასეულის #57 საარჩევნო უბნის ძირითად  ყუთში არ იყო საკონტროლო ფურცელზე პირველი ამომრჩეველის მონაცემები, რაც არ შეესაბამებოდა სინამდვილეს.

ხანგრძლივი მსჯელობის თემა იყო მთისპირის #38 საარჩევნო უბნის საკითხი.

აქ  ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი  ამომრჩევლებს თხოვდა ეჩვენებინა რამდენი ბიულეტენი ეჭირა ხელში, ისე, რომ ირღვეოდა ფარულობის პრინციპი. რაზედაც მან მიიღო კომისიის თავმჯდომარისაგან შენიშვნა. ამაზე კი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა საჩივარი შეადგინა.

ასევე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე თამაზ ტრაპაიძემ განაცხადა,რომ ხარვეზიანი იყო შემაჯამებელი ოქმი, ხოლო შემაჯამებელი ოქმების დასრულების შემდეგ კომისიის თავმჯდომარემ, არ გასცა დამკვირვებლებზე ამ ოქმების ასლები.

როგორც საოლქო-საარჩევნო კომისიამ გაარკვია, პიროვნულ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელსა  და ხელმძღვანელ პირებს შორის, ხოლო შემაჯამებელი ოქმების ასლების გაუცემლობა ტექნიკური მიზეზებით იყო განპირობებული.

 

როგორც აღნიშნული სხდომების დასრულების შემდეგ ოზურგეთის #60 საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ბერდია ლომიძემ გაზეთ „ალიონთან“ განაცხადა, მათ ყველა საუბნო კომისიის თავმჯდომარეს, თავმჯდომარის მოადგილე, მდივანს, წევრებს ჩაუტარეს შესაბამისი ტრენინგები, თუმცა საარჩევნო გარემოს (როცა უბანს 20 დამკვირვებელი ჰყავს), გადაღლილობის გამო დაუშვეს შეცდომები, უმეტესობა ოლქში წარმოდგენამდე გაასწორეს, რისი უფლება მათ ჰქონდათ. საოლქო-საარჩევნო კომისიამ  შესაბამისი დისციპლინური სასჯელის ზომები გაატარეს.

_საოლქო-საარჩევნო კომისიის მიერ საარჩევნო საჩივრების განხილვამ აჩვენა, რომ მომხდარ შეცდომებს არჩევნების შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია _განაცხადა ბედია ლომიძემ.

ავტორი გაზეთი „ალიონი“

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 75
    ოზურგეთი საარჩევნო ბილბორდებისა და ბანერების ღია სამუზეუმო ქალაქის პერსპექტივითოზურგეთში რომ უცხოელი ჩამოვიდეს და ქალაქს თვალი გადაავლოს, ქუჩებში იმდენი საარჩევნო გარე რეკლამაა შემორჩენილი, იფიქრებს, რომ გურულების სათავო ქალაქი საპარლამენტო არჩევნების სამზადისშია, არადა, რამდენიმე დღეში 8 თვე გახდება, რაც ეს არჩევნები ჩატარდა. თავიანთი მასშტაბურობით განსაკუთრებით თვალშისაცემია ქალაქის გულის გულში, სახელად პსპ-ს ¬და გამოსაყენებლად სხვათა შენობაზე განთავსებული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო…
  • 71
    ოზურგეთის საოლქო-საარჩევნო კომისიის წევრები ამომრჩევლებს ხვდებიან  დღეს, ოზურგეთის „ჭადრების ბაღში“ ოზურგეთის #60 საოლქო-საარჩევნო კომისიის წევრები და თანამშრომლები ამომრჩევლებს ხვდებოდნენ. ფაქტიურად ეს იყო ერთგვარი პროექტი „ვესაუბროთ ამომრჩევლებს,“ რაც საოლქო საარჩევნო კომისიას და ამომრჩევლებს შორის მეტი კომუნიკაციის ჩამოყალიბებას ემსახურება. ისინი მოქალაქეების კითხვებს პასუხობდნენ და სამახსოვრო ლიფლეტებს არიგებდნენ. _ჩვენ ვხდებით ამომრჩევლებს, ვესაუბრებით,  ვუხსნით თუ როგორ დარეგისტრირდნენ არჩევნებისთვის საარჩევნო…
  • 67
    დღის 3 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა 38 პროცენტმა გამოხატა თავისი ნება2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, 3 საათის მდგომარეობით , ოზურგეთის #60 საარჩევნო ოლქის 62 უბანზე 23000 ამომრჩეველი მივიდა  და გამოხატა თავისი ნება. _3 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა 38 პროცენტი გამოცხადდა საარჩევნო უბნებზე. არჩევნები ნორმალურ ვითარებაში მიმდინარეობს. ჯერ-ჯერობით რაიმე დარღვევის შესახებ ოზურგეთის საოლქო კომისიაში საჩივარი  არ შემოსულა _გვითხრა ოზურგეთის #60…
  • 66
    ცესკომ პარტიებთან და სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან ერთად კენჭისყრის დღის ეპიდემიოლოგიური პროტოკოლი შეიმუშავაცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) არჩევნებში ჩართულ მხარეებთან კონსულტაციების საფუძველზე შეიმუშავა და დღეს დადგენილებით მიიღო კენჭისყრის დღის ეპიდემიოლოგიური პროტოკოლი. დოკუმენტი იმ სანიტარულ-ჰიგიენურ წესებს განსაზღვრავს, რომლის დაცვითაც უნდა მიიღონ ამომრჩევლებმა არჩევნებში მონაწილეობა და რომლის მიხედვითაც უნდა იმოქმედონ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა და ჩართულმა მხარეებმა. ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის ამომრჩევლების და საარჩევნო პროცესის სხვა…
  • 65
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…