„ბახვი 1 ჰესის“ პროექტის განმავითარებელი კომპანია, კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგი CCEH, USAID -ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა და ენერგეტიკული მომავლის უზრუნვეყოფის პროგრამა, ერთობლივად იწყებენ გურიის რეგიონის განვითარებაზე ზრუნვას.
ტურისტული პოტენციალის გაზრდის მიზნით CCEH და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა ორ მნიშვნელოვან პროექტს განახორციელებენ რეგიონში. კერძოდ, 1) იმუშავებენ 36 კმ-იანი სიგრძის საფეხმავლო მარშრუტის შექმნაზე, რომელიც გურიის მთიან ტერიტორიებს, კერძოდ გომისმთასა და ბახმაროს აჭარის სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძისთან დააკავშირებს. 36 კილომეტრიანი ბილიკი, სადაც განთავსებული იქნება ღამის გასათევი კოტეჯებიც, მოიზიდავს საფეხმავლო მარშრუტებთ დაინტერესებულ როგორც ადგილობრივ, ასევე, საერთაშორისო ტურისტებს. კონკრეტულად ეს პროექტი ახანგრძლივებს ბახმაროს სეზონს და შემოდგომა – გაზაფხულის პერიოდსაც საინტერესოს ხდის გურიის რეგიონს პოტენციური ტურისტებისთვის. 2) მეორე პროექტი, სტუმარ – მასპინძლობის და ჩაის წარმოების ბიზნესების განვითარებაზეა მიმართული. კერძოდ, შეიქმნება „გურიის ჩაის გზა“, ეს მარშრუტი დააკავშირებს ერთმანეთთან რამდენიმე მამულს, რომლებსაც გააჩნიათ შესაბამისი მდებარეობა, აწარმოებენ ავთენტურ პროდუქციას, და რაც მთავარია აქვთ ტურისტების გამასპინძლების შესაძლებლობა. ამ პროექტის ფარგლებში, მოხდება სასტუმროების მფლობელებისა და ჩაის მეწარმეების გაძლიერება, გურიაში წარმოებული ჩაის, როგორც ბრენდის განვითარება და მისთვის გასაღების ბაზრების მოძიება.
CCEH-ისა და USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტებიც, რეგიონის მდგრად განვითარებაზე იქნება მიმართული. კერძოდ, ამჟამად CCEH -ის და ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის მენეჯმენტი ერთობლივად ამუშავებს ინოვაციური სახის ენერგეტიკულ პროექტებს, რომელიც უნდა განხორციელდეს რეგიონში, ასევე, აქტიურად დაიწყება მთისპირის სკოლის მოსწავლეებისათვის ცნობიერების ასამაღლებელი შემეცნებითი ტრენინგები და სასწავლო კურსები. .
CCEH-სა და USAID -ის პროგრამებს შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმებს ბახმაროში, სასტუმრო „ბახმაროს პიონერებში“ მოეწერა ხელი. ჩვენს მიერ მომზადებულ ვიდეოში, გექნებათ საშუალება დეტალურად გაეცნოთ პროექტში ჩართული მხარეების ხედვებსა და მიზნებს. ასევე, ნახოთ ადგილობრივი მთავრობისა და ბიზნესის წარმომადგენლების კომენტარები.
მსგავსი სტატიები
- 89
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 82
გურიის საჭადრაკო ჩემპიონატი, რეგიონში ერთერთი მნიშვნელოვანი და პრესტიჟული სპორტული ღონისძიებაა, რომლის მიმართ ჭადრაკის მოყვარულთა და ზოგადად ფართო საზოგადოების ინტერესი განსაკუთრებით მაღალია. იგი, 1995 წლიდან მოყოლებულიყოველწლიურად ტარდება და მასში რეგიონის მუნიციპალიტეტების ყველაზე წარმატებული და ძლიერი მოჭადრაკეები ღებულობს მონაწილეობას. დღემდე ჩატარებული 25 ჩემპიონატიდან, 18-ს ოზურგეთმა უმანსპიძლა, 6-ს ლანჩხუთმა და ერთს ჩოხატაურმა. ჩემპიონის…
- 82
სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს 5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს. არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
- 82
გურიის საჭადრაკო ჩემპიონატი, რეგიონში ერთერთი მნიშვნელოვანი და პრესტიჟული სპორტული ღონისძიებაა, რომლის მიმართ ჭადრაკის მოყვარულთა და ზოგადად ფართო საზოგადოების ინტერესი განსაკუთრებით მაღალია. იგი, 1995 წლიდან მოყოლებული ყოველწლიურად ტარდება და მასში რეგიონის მუნიციპალიტეტების ყველაზე წარმატებული და ძლიერი მოჭადრაკეები ღებულობს მონაწილეობას. დღემდე ჩატარებული 25 ჩემპიონატიდან, 18-ს ოზურგეთმა უმანსპიძლა, 6-ს ლანჩხუთმა და ერთს ჩოხატაურმა.…
- 81
დავით თენიეშვილი_ცნობილი ბიო ფერმერი და ბიზნესმენი. იგი ერთ-ერთია გურიაში, რომელიც ჩაის კულტურის აღორძინებას გეგმავს და პრაქტიკული ნაბიჯებიც აქვს გადადგმული. მისი ინიციატივით დაბა ნარუჯასა და ლაითურში 100 ჰექტარი ჩაის ფართობის რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო. მან გაზეთ „ალიონთან“ ჩაის კულტურის აღდგენის აუცილებლობაზე და ხელშემშლელ პირობებზე ისაუბრა. _დავით, მოდით ჯერ თქვენი ცხოვრებისეული ბიოგრაფიით დავიწყოთ...…