დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა მიმდინარეობს.  ფრაქციების უფლებამოსილების ცნობის შემდეგ სიტყვებით გამოვიდა პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ფრაქციის თავმჯდომარე მარიკა ჩხიკვიშვილი,რომელმაც თავის სიტყვაში გააკრიტიკა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დესტრუქციული მოქმედებების გამო.

თავის სიტყვაში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის “ თავმჯდომარე დავით მჟავანაძემ, არაკორექტულად  მოიხსენია „ქართული ოცნების“ დეპუტატები და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს გაჰყალბებული უწოდა. ამის გაგრძელება იყო ამ პარტიის წევრის, გოჩა შარაშენიძის ხმაურიანი გამოსვლა, რაც ორი პარტიის წარმომადგენლებს შორის სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

იმის გამო, რომ დაპირისპირების გამო სხდომის გაგრძელება შეუძლებელი შეიქმნა, სხდომის თავმჯდომარე ლავრენტი ბიგვავამ დაცვის პოლიცია გამოიძახა. „ნაციონალური პარტიის“ ფრაქციის თავმჯდომარე დავითნ მჟავანაძემ და გოჩა შარაშენიძემ დაცვიის პოლიციას წინააღმდეგობა გაუწიეს, რის შემდეგაც ისინი ძალით გაიყვანეს შენობიდან.

სხდომის განახლებისთანავე „ნაცმოძრაობის“ დეპუტატმა ბესო ქათამაძემ მომხდარს არასწორი უწოდა მმართველი პარტიის მხრიდან და სხვა დეპუტატებთან ერთად სხდომის დარბაზი დატოვა.

საკრებულოს სხდომა გრძელდება.

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 52
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 49
    ნოდარ თალაკვაძე_„ჩემი ლამაზი სოფელი“ნოდარ თალაკვაძე 90 წლისაა. დაიბადა სოფელ მთისპირში (უაკანავა, თაფურიათი). ათეული წლების მანძილზე მუშაობდა იგი მთისპირის კოლმეურნეობაში ბრიგადირად. მეწყერული თუ სხვა პრობლემების გამო მას რამდენჯერმე მოუწია სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრისის შეცვლა, თუმცა მეწყერმა საბოლოოდ აიძულა დაეტოვებინა სოფელი და დასახლდა სოფელ ბოხვაურში. ნოდარ თალაკვაძე არაერთი მოგონების ავტორია, რომელიც პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთ „ალიონში“, სხვა…
  • 41
    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებსსაგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს რეგიონების _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას. ამასთან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღითიდღე უარესდება ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა. „2008 წლის 7 აგვისტოს 13 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ…
  • 40
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 38
    საართველოს საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნასაქართველოს საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა.  გთავაზობთ აღნიშნული განჩინების  ოქმს: „მიმდინარე წლის 11 თებერვალს, საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II. სხდომის მდივნად დაინიშნა გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა). 1.წმინდა სინოდის…