სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის, მცხე­თა-თბი­ლი­სის მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სის და ბიჭ­ვინ­თი­სა და ცხუმ-აფხა­ზე­თის მიტ­რო­პო­ლი­ტის ილია II-ის ეპის­ტო­ლე:

პატრიარქის საშობაო ეპისტოლე 2022

სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის, მცხე­თა-თბი­ლი­სის მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სის და ბიჭ­ვინ­თი­სა და ცხუმ-აფხა­ზე­თის მიტ­რო­პო­ლი­ტის ილია II-ის ეპის­ტო­ლე:

“აჰა, ქალ­წუ­ლი მუც­ლად იღებს, და შობს ძეს, და უწო­დე­ბენ მას სა­ხე­ლად ემ­მა­ნუ­ელს, რაც თარ­გმა­ნით ნიშ­ნავს: ჩვენ­თან არს ღმერ­თი“ (მთ.1,23; ეს.7,14) დგე­ბა დღე შე­უ­და­რე­ბე­ლი, სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არა მარ­ტო კა­ცობ­რი­ო­ბის ის­ტო­რი­ა­ში, არა­მედ მთე­ლი სამ­ყა­როს არ­სე­ბო­ბა­შიც. ის, რაც 2022 წლის წინ იე­რუ­სა­ლი­მის მახ­ლობ­ლად, ბეთ­ლე­მის ერთ მი­ტო­ვე­ბულ, პი­რუ­ტყვის თავ­შე­საფ­რად გა­მო­ყე­ნე­ბულ გა­მოქ­ვა­ბულ­ში ზამ­თრის ცივ ღა­მეს აღეს­რუ­ლა, ენი­თუთ­ქმე­ლი სას­წა­უ­ლია, – იშვა ემა­ნუ­ე­ლი! მა­ნამ­დე ღმერ­თი კა­ცობ­რი­ვად არ მოვ­ლე­ნი­ლა. მსგავ­სი რამ სამ­ყა­რო­ში არა­სო­დეს მომ­ხდა­რა და არც მოხ­დე­ბა. ეს არის დღე ცისა და მი­წის, შე­მოქ­მე­დი­სა და ადა­მი­ა­ნის ერ­თო­ბი­სათ­ვის გზის გამ­კვა­ლა­ვი, ეს არის დღე უფალ­თან ჩვე­ნი დიდი მშვი­დო­ბის, დიდი შე­რი­გე­ბის, დიდი სი­ხა­რუ­ლის და­სა­წყი­სი­სა.

გა­ცხად­და ია­კობ მა­მამ­თავ­რის წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბა: “წა­ერ­თმე­ვა კვერ­თხი იუ­დას.. ვიდ­რე არ მოვა მისი მფლო­ბე­ლი და ის იქ­ნე­ბა იმე­დი ხალ­ხთა“ (დაბ. 49, 10), რაც გუ­ლის­ხმობ­და იმას, რომ, რო­დე­საც ის­რა­ელს აღარ ეყო­ლე­ბო­და კა­ნო­ნი­ე­რი მეფე იუ­დას ტო­მი­დან, მა­შინ მო­ევ­ლი­ნე­ბო­დათ ზე­ცი­უ­რი მე­უ­ფე. მარ­თლაც, რო­მის იმ­პე­რი­ა­ში, მის უკი­დუ­რეს სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ ნა­წილ­ში, იუ­დე­ა­ში, პირ­ვე­ლი წარ­მარ­თი და უცხო­ტო­მე­ლი მე­ფის, იდუ­მი­ე­ლი ჰე­რო­დეს მმარ­თვე­ლო­ბის ჟამს უც­ნა­ურ­მა ვარ­სკვლავ­მა და ან­გე­ლოზ­თა დას­მა სამ­ყა­როს ამ­ცნო იე­სოს შობა. ეს იყო უფ­ლის მო­წყა­ლე­ბის და კა­ცობ­რი­ო­ბის სა­უ­კე­თე­სო ნა­წი­ლის მიერ ღვთის გან­კა­ცე­ბის მრა­ვა­ლ­ა­თას­წლი­ა­ნი მო­ლო­დი­ნის შე­დე­გი. ამ გზა­ზე იყო ებ­რა­ელ­თა ერის მრა­ვალ­გზი­სი გან­დგო­მა ღვთის­გან, გა­უ­ცხო­ე­ბა ჭეშ­მა­რი­ტი რწმე­ნის­გან, შიში წარ­მართ დამ­პყრო­ბელ­თა წი­ნა­შე და მათი გავ­ლე­ნის ქვეშ მოქ­ცე­ვა…

მაგ­რამ იყო სი­ნა­ნუ­ლიც, ღვთი­სად­მი თავ­გან­წი­რუ­ლი ერ­თგუ­ლე­ბაც და უფ­ლი­სა და მოყ­ვა­სი­სათ­ვის მსა­ხუ­რე­ბის გა­მორ­ჩე­უ­ლი მა­გა­ლი­თე­ბიც. დიდი რყე­ვე­ბი­სა და სუ­ლი­ე­რი ქარ­ტე­ხი­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, სი­ნას მთა­ზე მოსე წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლის­თვის მი­ცე­მუ­ლი უფ­ლის მცნე­ბე­ბი ის­რა­ე­ლი­ან­თა ღირ­სე­ულ­მა მოღ­ვა­წე­ებ­მა და­იც­ვეს და მო­ამ­ზა­დეს კა­ცობ­რი­ო­ბა მა­ცხოვ­რის გან­კა­ცე­ბის­თვის.

და, აი, და­ვით წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლის შთა­მო­მა­ვალ ყოვ­ლად­წ­მინ­და ქალ­წულ მა­რი­ა­მის­გან მო­ევ­ლი­ნა ამ ქვე­ყა­ნას “ნა­თე­ლი სოფ­ლი­სა”, რომ­ლის­გან ყო­ვე­ლი­ვე შე­იქ­მნა და მის გა­რე­შე არც ერთი რამ იქ­მნა” (ინ.1,3); მო­ევ­ლი­ნა, რათა კაც­თა მოდ­გმის­თვის ეხა­რე­ბი­ნა:

“მო­ვე­დით ჩემ­და ყო­ველ­ნი მაშ­ვრალ­ნი და ტვირ­თმძი­მე­ნი, და მე გან­გის­ვე­ნო თქვენ;“ (მთ. 11.28) “მე ვარ პური სი­ცო­ცხლი­სა, ჩემ­თან მომ­სვლელს არ მო­შივ­დე­ბა”(ინ. 6.35); “მე ვარ კარი ცხო­ვარ­თა, ვინც შე­დის ჩე­მით, გა­დარ­ჩე­ბა” ( ინ. 8,12); “მე ვარ ვაზი, თქვენ კი ლერ­წე­ბი, ვინც ჩემ­ში არ დარ­ჩე­ბა, გა­რეთ გა­ნიგ­დე­ბა“ (ინ.15,5-6); „მე ვარ გზა, ჭეშ­მა­რი­ტე­ბა და სი­ცო­ცხლე“ (ინ. 14,8). – რას გუ­ლის­ხმობს, უფრო სწო­რად, რის­კენ მოგ­ვი­წო­დებს ეს სი­ტყვე­ბი? – სი­ნერ­გი­ი­სა­კენ, – ღვთა­ებ­რი­ვი და ადა­მი­ა­ნუ­რი ნე­ბის შე­ერ­თე­ბი­სა და შერ­წყმი­სა­კენ.

ანუ იმის­კენ, რაც უნდა იყოს ერ­თა­დერ­თი მთა­ვა­რი აზრი და მი­ზა­ნი ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბი­სა; ყვე­ლა­ფე­რი სხვა კი, მას­თან შე­და­რე­ბით, ამა­ო­ე­ბაა. ჩვენ­ში რომ მოხ­დეს სი­ნერ­გია, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, შევ­ძლოთ სა­კუ­თა­რი თა­ვი­სა და ღმერ­თის, ჩვე­ნი შე­საძ­ლებ­ლო­ბი­სა­მებრ, შეც­ნო­ბა; ამის­თვის კი უპირ­ვე­ლე­სი პი­რო­ბა ის არის, რომ ადა­მი­ა­ნი წმინ­და ნათ­ლო­ბით შე­უ­ერ­თდეს ქრის­ტეს; ასე­ვე, ყოვ­ლად აუ­ცი­ლე­ბე­ლია, თი­თო­ე­ულ ჩვენ­გან­ში მოხ­დეს პი­როვ­ნუ­ლი შეხ­ვედ­რა ღმერ­თთან. ეს აუხ­სნე­ლი, ადა­მი­ა­ნუ­რი ლო­გი­კი­სათ­ვის მი­უწ­ვდო­მე­ლი მე­ტად შთამ­ბეჭ­და­ვი მოვ­ლე­ნაა, რო­მე­ლიც არა­ვინ იცის, ვის­თან და რო­დის აღეს­რუ­ლე­ბა. ისიც შე­იძ­ლე­ბა, რომ არას­წო­რად ვცხოვ­რობ­დეთ, ცუ­დად ვიქ­ცე­ო­დეთ, ღმერ­თზე ფიქ­რსაც კი გა­ვურ­ბო­დეთ, მაგ­რამ გან­საც­დე­ლი, ან სხვა რამ შემ­თხვე­ვა გა­მოგ­ვა­ფხიზ­ლებს, თვალს აგ­ვი­ხელს ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბი­სა და აზ­როვ­ნე­ბის წესს სრუ­ლი­ად შესცვლის და ჩვე­ნი ნე­ბი­თა და მონ­დო­მე­ბით სი­ხა­რუ­ლით მიგვმარ­თავს ცხო­ნე­ბის ვიწ­რო და ეკ­ლი­ა­ნი გზი­სა­კენ.

***

დღეს სხვა დროა, იტყვის მა­ვა­ნი… ჩვენ სხვა სამ­ყა­რო­ში შე­ვა­ბი­ჯეთ და ის, რაც ადრე იყო მი­სა­ღე­ბი და მო­სა­წო­ნი, თა­ნა­მედ­რო­ვე­თათ­ვის მოძ­ვე­ლე­ბუ­ლია და არაფ­რის­მომ­ცე­მი. მარ­თლაც, გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 90-იანი წლე­ბი­დან, რო­დე­საც ინ­ტერ­ნეტ­მა მო­იც­ვა მსოფ­ლიო, ახა­ლი ერა და­ი­წყო. ტექ­ნი­კის სფე­რო­ში, თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­რო­ში, ახლა უკვე სა­ო­ცა­რი პროგ­რე­სია მიღ­წე­უ­ლი, თუმ­ცა თავი იჩი­ნა ფრი­ად სე­რი­ო­ზულ­მა გა­მოწ­ვე­ვებ­მაც, რაც გვა­ფიქ­რე­ბი­ნებს, რომ ჩვენ ყვე­ლა­ნი დე­და­მი­წის, რო­გორც უკვე ერ­თი­ა­ნი სა­ერ­თო სივ­რცის ნა­წილ­ნი, ყო­ფით ცხოვ­რე­ბას ან მკვეთ­რად გა­ვი­უმ­ჯო­ბე­სებთ, ან გა­და­უ­ლა­ხა­ვი დაბ­რკო­ლე­ბე­ბის წი­ნა­შე აღ­მოვ­ჩნდე­ბით.

გა­მო­სა­ვა­ლი, რა თქმა უნდა, არ­სე­ბობს და იგი, ჩვე­ნის აზ­რით, მხო­ლოდ ერ­თია: ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი აქ­ცენ­ტი ყვე­ლას მიერ გა­და­ტა­ნი­ლი უნდა იქ­ნას ადა­მი­ან­ზე და ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­კეთ­დეს იმი­სათ­ვის, რომ წინა პლან­ზე წა­მო­ი­წი­ოს იმ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­მა, რაც მას შე­მოქ­მედ­თან და­ა­ახ­ლო­ებს; ზე­ა­და­მი­ა­ნად გახ­დო­მის ამ­პარ­ტავ­ნუ­ლი სურ­ვი­ლი კი და­ღუპ­ვის წი­ნა­პი­რო­ბად გვექ­ცე­ვა.

“სი­ცო­ცხლე ან სიკ­ვდი­ლი” – ამ არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნდა დღეს ადა­მის მთე­ლი მოდ­გმა. ასე­თი მას­შტა­ბუ­რი და ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი ნა­ბი­ჯი მა­ნამ­დე არ გვქო­ნია გა­და­სად­გმე­ლი. “აირ­ჩიე სი­ცო­ცხლე” – მოგ­ვი­წო­დებს მო­ცი­ქუ­ლი. მორ­წმუ­ნე­თათ­ვის ეს ნიშ­ნავს მცნე­ბე­ბის დაც­ვით უფ­ლის მიმსგავ­სე­ბას, მა­ღალზ­ნე­ობ­რივ პი­როვ­ნე­ბად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას, ნიშ­ნავს ღვთის სა­დი­დებ­ლად სხვის­თვის ცხოვ­რე­ბას, რათა შემ­დეგ ცათა სა­სუ­ფევ­ლის მკვიდ­რნი გავ­ხდეთ და მა­რა­დი­უ­ლად ღმერ­თთან ვმყო­ფობ­დეთ. ათე­ის­ტე­ბი­სათ­ვის კი ასე­თი აზ­როვ­ნე­ბა გა­უ­გე­ბა­რია და მი­უ­ღე­ბე­ლი, რად­გან ისი­ნი ეყ­რდნო­ბი­ან ფორ­მუ­ლი­რე­ბას: მჯე­რა ის, რა­საც ვხე­დავ და არ მჯე­რა იმის, რაც უხი­ლა­ვია. ამი­ტო­მაც არც ღმერ­თის სწამთ, არც ჩვე­ნი სუ­ლის არ­სე­ბო­ბის და არც მისი უკ­ვდა­ვე­ბის; ამას­თან, მი­იჩ­ნე­ვენ რა, რომ გარ­დაც­ვა­ლე­ბით ყვე­ლა­ფე­რი მთავ­რდე­ბა, ამ­ქვეყ­ნი­უ­რი კე­თილ­დღე­ო­ბის ნე­ბის­მი­ე­რი სა­შუ­ა­ლე­ბით მიღ­წე­ვას, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, არ ერი­დე­ბი­ან.

მაგ­რამ, მორ­წმუ­ნე­ნი ვართ, თუ ურ­წმუ­ნო­ნი, რო­დე­საც თუნ­დაც ამ­ქვეყ­ნი­ურ ჩვენს უკე­თეს მო­მა­ვალ­ზე ვფიქ­რობთ, აუ­ცი­ლებ­ლად წა­მო­იჭ­რე­ბა მრა­ვა­ლი კი­თხვა, მათ შო­რის იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ დავძლი­ოთ სი­ღა­ტა­კე, უმუ­შევ­რო­ბა, დევ­ნილ­თა პრობ­ლე­მე­ბი, რო­გორ აღ­ვიდ­გი­ნოთ ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბა? … მაგ­რამ, ასე­ვე, წა­მო­იჭ­რე­ბა სხვა კი­თხვე­ბიც, რომ­ლე­ბიც მუ­დამ აწუ­ხებ­და კა­ცობ­რი­ო­ბას: რა­ტომ და­ვი­ბა­დეთ? რა­ტომ ვკვდე­ბით? ვინ მოგ­ვცა სი­ცო­ცხლე? რა არის იგი? რის­თვის ვართ მო­წო­დე­ბულ­ნი? …

რა თქმა უნდა, ორი­ვე მი­მარ­თუ­ლე­ბით გვმარ­თებს ფიქ­რი, მაგ­რამ ამ ეპის­ტო­ლე­ში იმ თე­მებ­ზე გა­ვა­მახ­ვი­ლებ ყუ­რა­დღე­ბას, რაც სუ­ლი­ერ სფე­როს მო­ი­ცავს და ღვთის­კენ სა­ვა­ლი გზე­ბის ძი­ე­ბა­ში დაგ­ვეხ­მა­რე­ბა.

***

ბიბ­ლი­ის პირ­ვე­ლი­ვე თა­ვი­დან გა­ცხა­დე­ბუ­ლია დიდი სა­ი­დუმ­ლო­ე­ბა­ნი მცე­ნა­რე­თა, ცხო­ველ­თა, ზღვის და ცის ბი­ნა­დარ­თა, ასე­ვე, ღვთის მიერ სამ­ყა­როს შექ­მნის, ადა­მი­ა­ნის და­ბა­დე­ბი­სა და მისი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე.

„მე ვარ ანი და ჰოე, და­სა­წყი­სი და და­სას­რუ­ლი“(გა­მო­ცხ. 1., – ბრძა­ნებს მა­ცხო­ვა­რი.

„და­სა­წყის­ში იყო სი­ტყვა (ლო­გო­სი) და სი­ტყვა იყო ღმერ­თთან და სი­ტყვა იყო ღმერ­თი … ყო­ვე­ლი­ვე მის მიერ შე­იქ­მნა, მას­ში იყო სი­ცო­ცხლე და სი­ცო­ცხლე იყო ადა­მი­ან­თა ნა­თე­ლი …“ (ინ I.1-4); “წყა­ლო­ბით მდი­დარ­მა ღმერ­თმა … შე­ცო­დე­ბით მკვდარ­ნი გაგ­ვა­ცო­ცხლა ქრის­ტეს­თან ერ­თად“ (ეფეს.2,4-5) და “ღვთის ძი­სად­მი რწმე­ნით გვაქვს სა­უ­კუ­ნო სი­ცო­ცხლე“ (I ინ. 5,13), – ვკი­თხუ­ლობთ “ახალ აღ­თქმა­ში”.

სიკ­ვდი­ლი კი ცოდ­ვის შე­დე­გია, რო­მე­ლიც მის გა­რე­შე არ არ­სე­ბობს და მას­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

“ცოდ­ვის სა­ზღა­უ­რი არის სიკ­ვდი­ლი“ (რომ. 6,23), – ბრძა­ნებს მო­ცი­ქუ­ლი. ხოლო რად­გან „გუ­ლის­თქმა ხორ­ცის, გუ­ლის­თქმა თვა­ლის და ამ­პარ­ტავ­ნე­ბა ამ­ქვეყ­ნი­სა­გან მომ­დი­ნა­რე­ობს“ (I ინ. 2-16) და უფალ­თან კავ­ში­რი არა აქვს, ამ წე­სით მცხოვ­რებ­ნი თა­ვი­სი ნე­ბით შორ­დე­ბი­ან სი­ცო­ცხლის, სიწ­მინ­დის, სი­ნათ­ლის წყა­როს, – ღმერ­თს და სუ­ლი­ერ სიკ­ვდილს ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბი­ან.

უფალ­თან ყოფ­ნა კი ნიშ­ნავს იმას, რომ უნდა მოვ­კვდეთ ცოდ­ვი­სათ­ვის, ანუ დავძლი­ოთ ის გა­უ­კუღ­მარ­თე­ბა­ნი, ადა­მის და­ცე­მის შემ­დეგ რომ შე­ვი­ძი­ნეთ.

ღმერ­თთან მი­ახ­ლე­ბა­ში, მხო­ლოდ გან­სწავ­ლუ­ლო­ბა და მეც­ნი­ე­რუ­ლი პროგ­რე­სი ვერ დაგ­ვეხ­მა­რე­ბა; აუ­ცი­ლე­ბე­ლია სუ­ლი­ე­რი სიწ­მინ­დის მო­პო­ვე­ბა, რად­გან “ღმერ­თი სუ­ლია და მის თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებს მარ­თებთ სუ­ლი­თა და ჭეშ­მა­რი­ტე­ბით თაყ­ვა­ნის­ცე­მა“ (ინ. 4,24).

წმინ­და მა­კა­რი ეგ­ვიპ­ტე­ლი წერს: რო­გორც სხე­ულს სხვა და სხვა ორ­გა­ნო და ფუნ­ქცია აქვს, ასე­ვე სულ­საც აქვს სხვა და სხვა გა­მოვ­ლი­ნე­ბა და ფუნ­ქცია.

სუ­ლის თვი­სე­ბაა, მა­გა­ლი­თად: გან­სჯა, ნე­ბე­ლო­ბა, სიყ­ვა­რუ­ლი, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი უნა­რი; სირ­ცხვი­ლის, მო­რი­დე­ბის, თავ­მდაბ­ლო­ბის გრძნო­ბა; სი­მარ­თლის­მოყ­ვა­რე­ო­ბა, მო­წყა­ლე­ბა, სი­ნა­ნუ­ლი, სიბ­რა­ლუ­ლი, სი­ხა­რუ­ლი… ისი­ნი ღვთივ­ბო­ძე­ბუ­ლი ნი­ჭე­ბია, რომ­ლე­ბიც ჩვენს ში­ნა­გან ადა­მი­ანს ქმნის.

ცოდ­ვე­ბით შე­ბღა­ლუ­ლი, უფ­ლის ნა­თელს მოკ­ლე­ბუ­ლი სუ­ლის თვი­სე­ბე­ბი კი არის: ამ­პარ­ტავ­ნე­ბა, შური, კად­ნი­ე­რე­ბა, ღვარ­ძლი, უსა­მარ­თლო­ბა …

ამ უნა­რებს სული ჩვენს გულ­სა და გო­ნე­ბა­ში ავ­ლენს; ეს, რა თქმა უნდა, არ არის მხო­ლოდ ანა­ტო­მი­უ­რი გული და ტვი­ნი, მაგ­რამ სწო­რედ მათ­ში ხორ­ცი­ელ­დე­ბა ჩვენ­თვის გა­უც­ნო­ბი­ე­რე­ბე­ლი კავ­ში­რი სულ­თან და, ძი­რი­თა­დად, აქ იყ­რის თავს ჩვე­ნი ში­ნა­გა­ნი გან­ცდე­ბი.

რაც თვა­ლია სხე­უ­ლი­სათ­ვის, ისაა გო­ნე­ბა სუ­ლი­სათ­ვის. გო­ნე­ბი­სა­გან მომ­დი­ნა­რე­ობს აზ­როვ­ნე­ბი­სა და გან­სჯის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, გულ­ში კი მგრძნო­ბე­ლო­ბი­თო­ბა ვლინ­დე­ბა. თუმ­ცა, რა­საც ადა­მი­ა­ნი გრძნობს გუ­ლით, იგი გო­ნე­ბა­საც მო­ი­ცავს.

და ამ დროს უნდა მოხ­დეს უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი რამ: გო­ნე­ბი­სა და გუ­ლის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა, „გო­ნე­ბის ჩას­ვლა გულ­ში” და გო­ნე­ბის მიერ მისი წარ­მარ­თვა. ასე­თი გული არის გული გო­ნი­ე­რი. იგი სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლევს უკე­თურ ფიქ­რებს შე­მო­იჭ­რან და ცოდ­ვად იქ­ცნენ; არა­მედ ფხი­ზე­ლი გო­ნე­ბით უკუ­აგ­დებს მათ და არ შე­ი­წყნა­რებს. ამ­გვა­რი გული და გო­ნე­ბა მი­მარ­თუ­ლია უფ­ლი­სა­კენ და ჩვე­ნი სწო­რი სუ­ლი­ე­რი ცხოვ­რე­ბის ცენ­ტრი ხდე­ბა. წმ. მა­მე­ბი წე­რენ: ძი­რი­თა­დად, ოთხი რამ იცავს სულს: ქველ­მოქ­მე­დე­ბა, ურის­ხვე­ლო­ბა, ჭირ­თა დათ­მე­ნა, წყე­ნის და­ვი­წყე­ბა.

ძი­რი­თა­დად, ასე­ვე, ოთხი რამ ვნებს მას: მოყ­ვა­სის სი­ძულ­ვი­ლი, შური, გან­კი­თხვა, მკვლე­ლო­ბა. სა­ერ­თოდ, გო­ნე­ბა ად­ვი­ლად იმღვრე­ვა, მაგ­რამ მა­ლე­ვე იწ­მინ­დე­ბა ლოც­ვით, წმინ­და წე­რი­ლის, წმინ­და­თა ცხოვ­რე­ბი­სა და მათი და­რი­გე­ბე­ბის კი­თხვით.

გუ­ლის სიწ­მინ­დის მო­პო­ვე­ბას კი ხან­გრძლი­ვი სუ­ლი­ე­რი შრო­მა სჭირ­დე­ბა. ამის მიღ­წე­ვა ჩვენ­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნაა, რად­გან ადა­მი­ა­ნის წრფე­ლი და გან­წმენ­დი­ლი გული არის ის ად­გი­ლი, სა­დაც ღმერ­თი ივა­ნებს. ინე­ბოს მა­ცხო­ვარ­მა, რო­გორც სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლო­ში, ისე მთელ მსოფ­ლი­ო­ში, ეს სი­ნერ­გია, ეს შეხ­ვედ­რა ყვე­ლას გულ­ში გან­ხორ­ცი­ელ­დეს.

უფალს ჩვე­ნი მო­ნა­ნუ­ლი და მად­ლი­ე­რი გული უნდა შე­ვა­გე­ბოთ და გა­ვა­ხა­როთ. სა­კუ­თარ ცოდ­ვა­თა შემცნო­ბი ადა­მი­ა­ნი ფრი­ად სათ­ნოა ღვთის­თვის.

ძველ „პა­ტე­რიკ­ში” წე­რია:

ერთხელ შე­წუ­ხე­ბულ­მა ხალ­ხმა ღმერ­თს მი­მარ­თა:

-რა­ტომ არის ამ­დე­ნი მკვლე­ლო­ბა, გა­უ­ტან­ლო­ბა, სი­ძულ­ვი­ლი, უბე­დუ­რე­ბა?

– თქვენ ეს არ მოგ­წონთ? – ჰკი­თხა უფალ­მა.

– რა თქმა უნდა, არა, – იყო პა­სუ­ხი.

და მი­უ­გო: – მაშ, რა­ტომ ომობთ, რა­ტომ ბო­როტ­მოქ­მე­დებთ, გა­ნი­კი­თხავთ და მძლავ­რობთ ერ­თმა­ნეთ­ზე?!

მარ­თლაც,ეს ყვე­ლა­ფე­რი ხომ ჩვე­ნი ნე­ბის, ჩვე­ნი არ­ჩევ­ნის შე­დე­გია. რა­ო­დენ უკე­თე­სი იქ­ნე­ბო­და, ყვე­ლას ის გვე­კე­თე­ბი­ნა, რაც მო­სა­წო­ნია ღვთის­თვის!

მა­ცხოვ­რის მოვ­ლი­ნე­ბით თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის და­ბა­დე­ბას უდი­დე­სი აზრი მი­ე­ნი­ჭა, რად­გან ამ დღი­დან ყო­ველ ადა­მი­ანს, გა­ნურ­ჩევ­ლად ასა­კი­სა, სქე­სი­სა, ეროვ­ნე­ბი­სა, აღმსა­რებ­ლო­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბი­სა, მი­ე­ცა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, თა­ვი­სი და­ბა­დე­ბის დღე უკ­ვდავ­ყოს და იე­სოს ამ­ქვეყ­ნად შობა აქ­ცი­ოს ცათა სა­სუ­ფე­ველ­ში, მა­რა­დი­ულ ნე­ტა­რე­ბა­ში, თა­ვი­სი შო­ბის გან­მსა­ზღვრე­ლად. ამი­ტო­მა­ცაა ეს დღე­სას­წა­უ­ლი ჩვენ­თვის დიდი ზე­ი­მის, სი­ხა­რუ­ლი­სა და ბედ­ნი­ე­რე­ბის მომ­ნი­ჭე­ბე­ლი.

ჩვენს მი­წი­ერ ყო­ფა­ში და­ცე­მაც და წა­მოდ­გო­მაც, წარ­მა­ტე­ბაც და წა­რუმ­ტე­ბე­ლო­ბაც მო­ნაც­ვლო­ბენ.

თუ დიდი ტკი­ვი­ლი ან გან­საც­დე­ლი შეგ­ხვდათ, ადა­მი­ან­თა ბო­რო­ტე­ბის, მტრო­ბის, შუ­რის, ღა­ლა­ტის მსხვერ­პლნი გახ­დით, გული არ გა­ი­ტე­ხოთ. მი­ი­ღეთ ეს, რო­გორც თქვენ­თვის სარ­გო მწა­რე, მაგ­რამ მა­კურ­ნე­ბე­ლი წა­მა­ლი, მი­ი­ღეთ, რო­გორც თქვენ­გან გა­სავ­ლე­ლი გზის სა­ჭი­რო მო­ნაკ­ვე­თი, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლებ­ლად დას­რულ­დე­ბა. თუმ­ცა მისი ხან­გრძლი­ვო­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, თქვე­ნი გული და გო­ნე­ბა რო­გორ უპა­სუ­ხებს ასეთ გა­მოწ­ვე­ვებს.

რა თქმა უნდა, თი­თო­ე­ულ ჩვენ­განს ჩვე­ნი ჯვა­რი გვაქვს სა­ტა­რე­ბე­ლი, მაგ­რამ არის სა­ერ­თო გან­საც­დე­ლე­ბიც. მა­გა­ლი­თად, დღეს პან­დე­მი­აა ასე­თი.

ხალ­ხი და­ით­რგუ­ნა მუდ­მი­ვი უარ­ყო­ფი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჩა­კეტვით, სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბით … მარ­თა­ლია, მსხვერ­პლი დი­დია და სიფრ­თხი­ლე ყოვ­ლა­და­უ­ცი­ლე­ბე­ლი, მაგ­რამ სა­სო­წარ­კვე­თას არ უნდა მი­ვე­ცეთ და არც შევ­შინ­დეთ. უნდა გან­გვამ­ტკი­ცოს რწმე­ნამ იმი­სა, რომ გარ­დაც­ვა­ლე­ბა არ ნიშ­ნავს არ­სე­ბო­ბის შე­წყვე­ტას, რად­გან ადა­მი­ა­ნის სული უკ­ვდა­ვია. მთა­ვა­რია, სუ­ლი­ე­რი სიკ­ვდი­ლის, მა­რა­დი­უ­ლი ტან­ჯვის მსხვერ­პლნი არ გავ­ხდეთ.

ყოვ­ლად­წ­მინ­და სა­მე­ბას ვა­ვედ­რებ ჩვენ­გან წა­სულ ჩვენს სუ­ლი­ერ შვი­ლებს, რომ შე­ი­წყა­ლოს ისი­ნი და აცხოვ­ნოს. სა­ქარ­თვე­ლოს თი­თო­ე­ულ მო­ქა­ლა­ქეს, სა­ზღვარ­გა­რეთ მცხოვ­რებ თა­ნა­მე­მა­მუ­ლეთ, აფხა­ზე­თი­სა და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში მყოფთ, სა­ერ­თოდ, ყვე­ლას, ვის­თვი­საც ძვირ­ფა­სია შო­ბის დღე­სას­წა­უ­ლი და ვინც თავს ჩვე­ნი ეკ­ლე­სი­ის შვი­ლად მი­იჩ­ნევს, – გთხოვთ, იცხოვ­რეთ ერ­თმა­ნე­თი­სა და სამ­შობ­ლო­სათ­ვის.

ჩვენ, ღვთის გან­გე­ბით, ერთ სივ­რცე­ში, ერთ პე­რი­ოდ­ში იმი­ტომ მოგ­ვი­წია ყოფ­ნა, რომ ამ მო­ცე­მუ­ლო­ბა­ში უნდა გა­მო­ვი­ცა­დოთ, უნდა შევ­ძლოთ ღვთის სა­დი­დებ­ლად „ურ­თი­ერ­თას სიმ­ძი­მე ვიტ­ვირ­თოთ და ეს­რეთ აღ­ვას­რუ­ლოთ სჯუ­ლი იგი ქრის­ტე­სი“ (გა­ლატ. 6.2).

ჩვე­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა შვი­ლებ­თან, მშობ­ლებ­თან, და-ძმებ­თან, ახლო თუ შო­რე­ულ ნა­თე­სა­ვებ­თან, მე­გობ­რებ­თან, მე­ზობ­ლებ­თან, თა­ნამ­შრომ­ლებ­თან, ნე­ბის­მი­ერ სხვა პი­როვ­ნე­ბას­თან, ისე­ვე, რო­გორც ჩვე­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სნე­ულ­თა, პა­ტი­მარ­თა და გა­ჭირ­ვე­ბულ­თად­მი, პი­რა­დი და საქ­ვეყ­ნო საქ­მი­სად­მი, გარ­დაც­ვლი­ლი ახ­ლობ­ლე­ბი­სა და წი­ნაპ­რე­ბი­სად­მი, ცხო­ვე­ლე­ბი­სა და გა­რე­მო­სად­მი … უდი­დე­სი გა­მოც­დი­სა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის წი­ნა­შე გვა­ყე­ნებს, რად­გან სა­დაც არ უნდა ვი­ყოთ და ვინც არ უნდა ვი­ყოთ, ყო­ვე­ლი ნა­ბი­ჯი ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბი­სა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

ძნე­ლია ასეთ დიდ სივ­რცე­ში იმოქ­მე­დო და შეც­დო­მე­ბი არ და­უშ­ვა. ჩვე­ნი ეგო­ის­ტუ­რი “მე“ ხომ მუდ­მი­ვად უძებ­ნის გა­მარ­თლე­ბას ჩვენს ცოდ­ვებს, არას­წორ საქ­ცი­ელს … ამას­თან, სა­კუ­თარ თავს ად­ვი­ლად ვპა­ტი­ობთ იმას, რა­ზეც სხვას მკაც­რად ვთხოვთ პა­სუხს. ხში­რად კი, სა­ერ­თო­დაც ვერ ვხე­დავთ ჩვენს ცოდ­ვებს.

უნდა ვის­წავ­ლოთ სა­კუ­თა­რი თა­ვის გა­რე­დან შე­ხედ­ვა, ჩვე­ნი ქმე­დე­ბე­ბის სხვი­სი თვა­ლით შე­ფა­სე­ბა და ობი­ექ­ტუ­რი გან­სჯა. ეს არის ამო­სა­ვა­ლი წერ­ტი­ლი ჩვე­ნი სწო­რი სუ­ლი­ე­რი ხედ­ვის­თვის. მა­შინ უკვე ღვთის შე­წევ­ნით, სი­ნა­ნუ­ლით, აღ­სა­რე­ბი­თა და ზი­ა­რე­ბით ყვე­ლაფ­რის გა­მოს­წო­რე­ბა და კე­თი­ლად წარ­მარ­თე­ბა იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

თი­თო­ე­ულ­მა ჩვენ­გან­მა ერთი წლის მან­ძილ­ზე თუნ­დაც ერთი არას­წო­რი ჩვე­ვა ან თვი­სე­ბა რომ აღ­მოვ­ფხვრათ, რამ­დე­ნად უკე­თე­სი გახ­დე­ბა ცხოვ­რე­ბა! და­ი­სა­ხეთ ეს მიზ­ნად.

პატრიარქის საშობაო ეპისტოლე 2022

სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის, მცხე­თა-თბი­ლი­სის მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სის და ბიჭ­ვინ­თი­სა და ცხუმ-აფხა­ზე­თის მიტ­რო­პო­ლი­ტის ილია II-ის ეპის­ტო­ლე:

„აჰა, ქალ­წუ­ლი მუც­ლად იღებს, და შობს ძეს, და უწო­დე­ბენ მას სა­ხე­ლად ემ­მა­ნუ­ელს, რაც თარ­გმა­ნით ნიშ­ნავს: ჩვენ­თან არს ღმერ­თი“ (მთ.1,23; ეს.7,14) დგე­ბა დღე შე­უ­და­რე­ბე­ლი, სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არა მარ­ტო კა­ცობ­რი­ო­ბის ის­ტო­რი­ა­ში, არა­მედ მთე­ლი სამ­ყა­როს არ­სე­ბო­ბა­შიც. ის, რაც 2022 წლის წინ იე­რუ­სა­ლი­მის მახ­ლობ­ლად, ბეთ­ლე­მის ერთ მი­ტო­ვე­ბულ, პი­რუ­ტყვის თავ­შე­საფ­რად გა­მო­ყე­ნე­ბულ გა­მოქ­ვა­ბულ­ში ზამ­თრის ცივ ღა­მეს აღეს­რუ­ლა, ენი­თუთ­ქმე­ლი სას­წა­უ­ლია, – იშვა ემა­ნუ­ე­ლი! მა­ნამ­დე ღმერ­თი კა­ცობ­რი­ვად არ მოვ­ლე­ნი­ლა. მსგავ­სი რამ სამ­ყა­რო­ში არა­სო­დეს მომ­ხდა­რა და არც მოხ­დე­ბა. ეს არის დღე ცისა და მი­წის, შე­მოქ­მე­დი­სა და ადა­მი­ა­ნის ერ­თო­ბი­სათ­ვის გზის გამ­კვა­ლა­ვი, ეს არის დღე უფალ­თან ჩვე­ნი დიდი მშვი­დო­ბის, დიდი შე­რი­გე­ბის, დიდი სი­ხა­რუ­ლის და­სა­წყი­სი­სა.

გა­ცხად­და ია­კობ მა­მამ­თავ­რის წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბა: „წა­ერ­თმე­ვა კვერ­თხი იუ­დას.. ვიდ­რე არ მოვა მისი მფლო­ბე­ლი და ის იქ­ნე­ბა იმე­დი ხალ­ხთა“ (დაბ. 49, 10), რაც გუ­ლის­ხმობ­და იმას, რომ, რო­დე­საც ის­რა­ელს აღარ ეყო­ლე­ბო­და კა­ნო­ნი­ე­რი მეფე იუ­დას ტო­მი­დან, მა­შინ მო­ევ­ლი­ნე­ბო­დათ ზე­ცი­უ­რი მე­უ­ფე. მარ­თლაც, რო­მის იმ­პე­რი­ა­ში, მის უკი­დუ­რეს სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ ნა­წილ­ში, იუ­დე­ა­ში, პირ­ვე­ლი წარ­მარ­თი და უცხო­ტო­მე­ლი მე­ფის, იდუ­მი­ე­ლი ჰე­რო­დეს მმარ­თვე­ლო­ბის ჟამს უც­ნა­ურ­მა ვარ­სკვლავ­მა და ან­გე­ლოზ­თა დას­მა სამ­ყა­როს ამ­ცნო იე­სოს შობა. ეს იყო უფ­ლის მო­წყა­ლე­ბის და კა­ცობ­რი­ო­ბის სა­უ­კე­თე­სო ნა­წი­ლის მიერ ღვთის გან­კა­ცე­ბის მრა­ვა­ლ­ა­თას­წლი­ა­ნი მო­ლო­დი­ნის შე­დე­გი. ამ გზა­ზე იყო ებ­რა­ელ­თა ერის მრა­ვალ­გზი­სი გან­დგო­მა ღვთის­გან, გა­უ­ცხო­ე­ბა ჭეშ­მა­რი­ტი რწმე­ნის­გან, შიში წარ­მართ დამ­პყრო­ბელ­თა წი­ნა­შე და მათი გავ­ლე­ნის ქვეშ მოქ­ცე­ვა…

მაგ­რამ იყო სი­ნა­ნუ­ლიც, ღვთი­სად­მი თავ­გან­წი­რუ­ლი ერ­თგუ­ლე­ბაც და უფ­ლი­სა და მოყ­ვა­სი­სათ­ვის მსა­ხუ­რე­ბის გა­მორ­ჩე­უ­ლი მა­გა­ლი­თე­ბიც. დიდი რყე­ვე­ბი­სა და სუ­ლი­ე­რი ქარ­ტე­ხი­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, სი­ნას მთა­ზე მოსე წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლის­თვის მი­ცე­მუ­ლი უფ­ლის მცნე­ბე­ბი ის­რა­ე­ლი­ან­თა ღირ­სე­ულ­მა მოღ­ვა­წე­ებ­მა და­იც­ვეს და მო­ამ­ზა­დეს კა­ცობ­რი­ო­ბა მა­ცხოვ­რის გან­კა­ცე­ბის­თვის.

და, აი, და­ვით წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლის შთა­მო­მა­ვალ ყოვ­ლად­წ­მინ­და ქალ­წულ მა­რი­ა­მის­გან მო­ევ­ლი­ნა ამ ქვე­ყა­ნას „ნა­თე­ლი სოფ­ლი­სა“, რომ­ლის­გან ყო­ვე­ლი­ვე შე­იქ­მნა და მის გა­რე­შე არც ერთი რამ იქ­მნა“ (ინ.1,3); მო­ევ­ლი­ნა, რათა კაც­თა მოდ­გმის­თვის ეხა­რე­ბი­ნა:

„მო­ვე­დით ჩემ­და ყო­ველ­ნი მაშ­ვრალ­ნი და ტვირ­თმძი­მე­ნი, და მე გან­გის­ვე­ნო თქვენ;“ (მთ. 11.28) „მე ვარ პური სი­ცო­ცხლი­სა, ჩემ­თან მომ­სვლელს არ მო­შივ­დე­ბა“(ინ. 6.35); „მე ვარ კარი ცხო­ვარ­თა, ვინც შე­დის ჩე­მით, გა­დარ­ჩე­ბა“ ( ინ. 8,12); „მე ვარ ვაზი, თქვენ კი ლერ­წე­ბი, ვინც ჩემ­ში არ დარ­ჩე­ბა, გა­რეთ გა­ნიგ­დე­ბა“ (ინ.15,5-6); „მე ვარ გზა, ჭეშ­მა­რი­ტე­ბა და სი­ცო­ცხლე“ (ინ. 14,8). – რას გუ­ლის­ხმობს, უფრო სწო­რად, რის­კენ მოგ­ვი­წო­დებს ეს სი­ტყვე­ბი? – სი­ნერ­გი­ი­სა­კენ, – ღვთა­ებ­რი­ვი და ადა­მი­ა­ნუ­რი ნე­ბის შე­ერ­თე­ბი­სა და შერ­წყმი­სა­კენ.

ანუ იმის­კენ, რაც უნდა იყოს ერ­თა­დერ­თი მთა­ვა­რი აზრი და მი­ზა­ნი ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბი­სა; ყვე­ლა­ფე­რი სხვა კი, მას­თან შე­და­რე­ბით, ამა­ო­ე­ბაა. ჩვენ­ში რომ მოხ­დეს სი­ნერ­გია, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, შევ­ძლოთ სა­კუ­თა­რი თა­ვი­სა და ღმერ­თის, ჩვე­ნი შე­საძ­ლებ­ლო­ბი­სა­მებრ, შეც­ნო­ბა; ამის­თვის კი უპირ­ვე­ლე­სი პი­რო­ბა ის არის, რომ ადა­მი­ა­ნი წმინ­და ნათ­ლო­ბით შე­უ­ერ­თდეს ქრის­ტეს; ასე­ვე, ყოვ­ლად აუ­ცი­ლე­ბე­ლია, თი­თო­ე­ულ ჩვენ­გან­ში მოხ­დეს პი­როვ­ნუ­ლი შეხ­ვედ­რა ღმერ­თთან. ეს აუხ­სნე­ლი, ადა­მი­ა­ნუ­რი ლო­გი­კი­სათ­ვის მი­უწ­ვდო­მე­ლი მე­ტად შთამ­ბეჭ­და­ვი მოვ­ლე­ნაა, რო­მე­ლიც არა­ვინ იცის, ვის­თან და რო­დის აღეს­რუ­ლე­ბა. ისიც შე­იძ­ლე­ბა, რომ არას­წო­რად ვცხოვ­რობ­დეთ, ცუ­დად ვიქ­ცე­ო­დეთ, ღმერ­თზე ფიქ­რსაც კი გა­ვურ­ბო­დეთ, მაგ­რამ გან­საც­დე­ლი, ან სხვა რამ შემ­თხვე­ვა გა­მოგ­ვა­ფხიზ­ლებს, თვალს აგ­ვი­ხელს ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბი­სა და აზ­როვ­ნე­ბის წესს სრუ­ლი­ად შესცვლის და ჩვე­ნი ნე­ბი­თა და მონ­დო­მე­ბით სი­ხა­რუ­ლით მიგვმარ­თავს ცხო­ნე­ბის ვიწ­რო და ეკ­ლი­ა­ნი გზი­სა­კენ.

***

დღეს სხვა დროა, იტყვის მა­ვა­ნი… ჩვენ სხვა სამ­ყა­რო­ში შე­ვა­ბი­ჯეთ და ის, რაც ადრე იყო მი­სა­ღე­ბი და მო­სა­წო­ნი, თა­ნა­მედ­რო­ვე­თათ­ვის მოძ­ვე­ლე­ბუ­ლია და არაფ­რის­მომ­ცე­მი. მარ­თლაც, გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 90-იანი წლე­ბი­დან, რო­დე­საც ინ­ტერ­ნეტ­მა მო­იც­ვა მსოფ­ლიო, ახა­ლი ერა და­ი­წყო. ტექ­ნი­კის სფე­რო­ში, თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­რო­ში, ახლა უკვე სა­ო­ცა­რი პროგ­რე­სია მიღ­წე­უ­ლი, თუმ­ცა თავი იჩი­ნა ფრი­ად სე­რი­ო­ზულ­მა გა­მოწ­ვე­ვებ­მაც, რაც გვა­ფიქ­რე­ბი­ნებს, რომ ჩვენ ყვე­ლა­ნი დე­და­მი­წის, რო­გორც უკვე ერ­თი­ა­ნი სა­ერ­თო სივ­რცის ნა­წილ­ნი, ყო­ფით ცხოვ­რე­ბას ან მკვეთ­რად გა­ვი­უმ­ჯო­ბე­სებთ, ან გა­და­უ­ლა­ხა­ვი დაბ­რკო­ლე­ბე­ბის წი­ნა­შე აღ­მოვ­ჩნდე­ბით.

გა­მო­სა­ვა­ლი, რა თქმა უნდა, არ­სე­ბობს და იგი, ჩვე­ნის აზ­რით, მხო­ლოდ ერ­თია: ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი აქ­ცენ­ტი ყვე­ლას მიერ გა­და­ტა­ნი­ლი უნდა იქ­ნას ადა­მი­ან­ზე და ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­კეთ­დეს იმი­სათ­ვის, რომ წინა პლან­ზე წა­მო­ი­წი­ოს იმ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­მა, რაც მას შე­მოქ­მედ­თან და­ა­ახ­ლო­ებს; ზე­ა­და­მი­ა­ნად გახ­დო­მის ამ­პარ­ტავ­ნუ­ლი სურ­ვი­ლი კი და­ღუპ­ვის წი­ნა­პი­რო­ბად გვექ­ცე­ვა.

„სი­ცო­ცხლე ან სიკ­ვდი­ლი“ – ამ არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნდა დღეს ადა­მის მთე­ლი მოდ­გმა. ასე­თი მას­შტა­ბუ­რი და ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი ნა­ბი­ჯი მა­ნამ­დე არ გვქო­ნია გა­და­სად­გმე­ლი. „აირ­ჩიე სი­ცო­ცხლე“ – მოგ­ვი­წო­დებს მო­ცი­ქუ­ლი. მორ­წმუ­ნე­თათ­ვის ეს ნიშ­ნავს მცნე­ბე­ბის დაც­ვით უფ­ლის მიმსგავ­სე­ბას, მა­ღალზ­ნე­ობ­რივ პი­როვ­ნე­ბად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას, ნიშ­ნავს ღვთის სა­დი­დებ­ლად სხვის­თვის ცხოვ­რე­ბას, რათა შემ­დეგ ცათა სა­სუ­ფევ­ლის მკვიდ­რნი გავ­ხდეთ და მა­რა­დი­უ­ლად ღმერ­თთან ვმყო­ფობ­დეთ. ათე­ის­ტე­ბი­სათ­ვის კი ასე­თი აზ­როვ­ნე­ბა გა­უ­გე­ბა­რია და მი­უ­ღე­ბე­ლი, რად­გან ისი­ნი ეყ­რდნო­ბი­ან ფორ­მუ­ლი­რე­ბას: მჯე­რა ის, რა­საც ვხე­დავ და არ მჯე­რა იმის, რაც უხი­ლა­ვია. ამი­ტო­მაც არც ღმერ­თის სწამთ, არც ჩვე­ნი სუ­ლის არ­სე­ბო­ბის და არც მისი უკ­ვდა­ვე­ბის; ამას­თან, მი­იჩ­ნე­ვენ რა, რომ გარ­დაც­ვა­ლე­ბით ყვე­ლა­ფე­რი მთავ­რდე­ბა, ამ­ქვეყ­ნი­უ­რი კე­თილ­დღე­ო­ბის ნე­ბის­მი­ე­რი სა­შუ­ა­ლე­ბით მიღ­წე­ვას, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, არ ერი­დე­ბი­ან.

მაგ­რამ, მორ­წმუ­ნე­ნი ვართ, თუ ურ­წმუ­ნო­ნი, რო­დე­საც თუნ­დაც ამ­ქვეყ­ნი­ურ ჩვენს უკე­თეს მო­მა­ვალ­ზე ვფიქ­რობთ, აუ­ცი­ლებ­ლად წა­მო­იჭ­რე­ბა მრა­ვა­ლი კი­თხვა, მათ შო­რის იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ დავძლი­ოთ სი­ღა­ტა­კე, უმუ­შევ­რო­ბა, დევ­ნილ­თა პრობ­ლე­მე­ბი, რო­გორ აღ­ვიდ­გი­ნოთ ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბა? … მაგ­რამ, ასე­ვე, წა­მო­იჭ­რე­ბა სხვა კი­თხვე­ბიც, რომ­ლე­ბიც მუ­დამ აწუ­ხებ­და კა­ცობ­რი­ო­ბას: რა­ტომ და­ვი­ბა­დეთ? რა­ტომ ვკვდე­ბით? ვინ მოგ­ვცა სი­ცო­ცხლე? რა არის იგი? რის­თვის ვართ მო­წო­დე­ბულ­ნი? …

რა თქმა უნდა, ორი­ვე მი­მარ­თუ­ლე­ბით გვმარ­თებს ფიქ­რი, მაგ­რამ ამ ეპის­ტო­ლე­ში იმ თე­მებ­ზე გა­ვა­მახ­ვი­ლებ ყუ­რა­დღე­ბას, რაც სუ­ლი­ერ სფე­როს მო­ი­ცავს და ღვთის­კენ სა­ვა­ლი გზე­ბის ძი­ე­ბა­ში დაგ­ვეხ­მა­რე­ბა.

***

ბიბ­ლი­ის პირ­ვე­ლი­ვე თა­ვი­დან გა­ცხა­დე­ბუ­ლია დიდი სა­ი­დუმ­ლო­ე­ბა­ნი მცე­ნა­რე­თა, ცხო­ველ­თა, ზღვის და ცის ბი­ნა­დარ­თა, ასე­ვე, ღვთის მიერ სამ­ყა­როს შექ­მნის, ადა­მი­ა­ნის და­ბა­დე­ბი­სა და მისი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე.

„მე ვარ ანი და ჰოე, და­სა­წყი­სი და და­სას­რუ­ლი“(გა­მო­ცხ. 1., – ბრძა­ნებს მა­ცხო­ვა­რი.

„და­სა­წყის­ში იყო სი­ტყვა (ლო­გო­სი) და სი­ტყვა იყო ღმერ­თთან და სი­ტყვა იყო ღმერ­თი … ყო­ვე­ლი­ვე მის მიერ შე­იქ­მნა, მას­ში იყო სი­ცო­ცხლე და სი­ცო­ცხლე იყო ადა­მი­ან­თა ნა­თე­ლი …“ (ინ I.1-4); “წყა­ლო­ბით მდი­დარ­მა ღმერ­თმა … შე­ცო­დე­ბით მკვდარ­ნი გაგ­ვა­ცო­ცხლა ქრის­ტეს­თან ერ­თად“ (ეფეს.2,4-5) და “ღვთის ძი­სად­მი რწმე­ნით გვაქვს სა­უ­კუ­ნო სი­ცო­ცხლე“ (I ინ. 5,13), – ვკი­თხუ­ლობთ „ახალ აღ­თქმა­ში.“

სიკ­ვდი­ლი კი ცოდ­ვის შე­დე­გია, რო­მე­ლიც მის გა­რე­შე არ არ­სე­ბობს და მას­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

„ცოდ­ვის სა­ზღა­უ­რი არის სიკ­ვდი­ლი“ (რომ. 6,23), – ბრძა­ნებს მო­ცი­ქუ­ლი. ხოლო რად­გან „გუ­ლის­თქმა ხორ­ცის, გუ­ლის­თქმა თვა­ლის და ამ­პარ­ტავ­ნე­ბა ამ­ქვეყ­ნი­სა­გან მომ­დი­ნა­რე­ობს“ (I ინ. 2-16) და უფალ­თან კავ­ში­რი არა აქვს, ამ წე­სით მცხოვ­რებ­ნი თა­ვი­სი ნე­ბით შორ­დე­ბი­ან სი­ცო­ცხლის, სიწ­მინ­დის, სი­ნათ­ლის წყა­როს, – ღმერ­თს და სუ­ლი­ერ სიკ­ვდილს ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბი­ან.

უფალ­თან ყოფ­ნა კი ნიშ­ნავს იმას, რომ უნდა მოვ­კვდეთ ცოდ­ვი­სათ­ვის, ანუ დავძლი­ოთ ის გა­უ­კუღ­მარ­თე­ბა­ნი, ადა­მის და­ცე­მის შემ­დეგ რომ შე­ვი­ძი­ნეთ.

ღმერ­თთან მი­ახ­ლე­ბა­ში, მხო­ლოდ გან­სწავ­ლუ­ლო­ბა და მეც­ნი­ე­რუ­ლი პროგ­რე­სი ვერ დაგ­ვეხ­მა­რე­ბა; აუ­ცი­ლე­ბე­ლია სუ­ლი­ე­რი სიწ­მინ­დის მო­პო­ვე­ბა, რად­გან „ღმერ­თი სუ­ლია და მის თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებს მარ­თებთ სუ­ლი­თა და ჭეშ­მა­რი­ტე­ბით თაყ­ვა­ნის­ცე­მა“ (ინ. 4,24).

წმინ­და მა­კა­რი ეგ­ვიპ­ტე­ლი წერს: რო­გორც სხე­ულს სხვა და სხვა ორ­გა­ნო და ფუნ­ქცია აქვს, ასე­ვე სულ­საც აქვს სხვა და სხვა გა­მოვ­ლი­ნე­ბა და ფუნ­ქცია.

სუ­ლის თვი­სე­ბაა, მა­გა­ლი­თად: გან­სჯა, ნე­ბე­ლო­ბა, სიყ­ვა­რუ­ლი, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი უნა­რი; სირ­ცხვი­ლის, მო­რი­დე­ბის, თავ­მდაბ­ლო­ბის გრძნო­ბა; სი­მარ­თლის­მოყ­ვა­რე­ო­ბა, მო­წყა­ლე­ბა, სი­ნა­ნუ­ლი, სიბ­რა­ლუ­ლი, სი­ხა­რუ­ლი… ისი­ნი ღვთივ­ბო­ძე­ბუ­ლი ნი­ჭე­ბია, რომ­ლე­ბიც ჩვენს ში­ნა­გან ადა­მი­ანს ქმნის.

ცოდ­ვე­ბით შე­ბღა­ლუ­ლი, უფ­ლის ნა­თელს მოკ­ლე­ბუ­ლი სუ­ლის თვი­სე­ბე­ბი კი არის: ამ­პარ­ტავ­ნე­ბა, შური, კად­ნი­ე­რე­ბა, ღვარ­ძლი, უსა­მარ­თლო­ბა …

ამ უნა­რებს სული ჩვენს გულ­სა და გო­ნე­ბა­ში ავ­ლენს; ეს, რა თქმა უნდა, არ არის მხო­ლოდ ანა­ტო­მი­უ­რი გული და ტვი­ნი, მაგ­რამ სწო­რედ მათ­ში ხორ­ცი­ელ­დე­ბა ჩვენ­თვის გა­უც­ნო­ბი­ე­რე­ბე­ლი კავ­ში­რი სულ­თან და, ძი­რი­თა­დად, აქ იყ­რის თავს ჩვე­ნი ში­ნა­გა­ნი გან­ცდე­ბი.

რაც თვა­ლია სხე­უ­ლი­სათ­ვის, ისაა გო­ნე­ბა სუ­ლი­სათ­ვის. გო­ნე­ბი­სა­გან მომ­დი­ნა­რე­ობს აზ­როვ­ნე­ბი­სა და გან­სჯის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, გულ­ში კი მგრძნო­ბე­ლო­ბი­თო­ბა ვლინ­დე­ბა. თუმ­ცა, რა­საც ადა­მი­ა­ნი გრძნობს გუ­ლით, იგი გო­ნე­ბა­საც მო­ი­ცავს.

და ამ დროს უნდა მოხ­დეს უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი რამ: გო­ნე­ბი­სა და გუ­ლის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა, „გო­ნე­ბის ჩას­ვლა გულ­ში” და გო­ნე­ბის მიერ მისი წარ­მარ­თვა. ასე­თი გული არის გული გო­ნი­ე­რი. იგი სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლევს უკე­თურ ფიქ­რებს შე­მო­იჭ­რან და ცოდ­ვად იქ­ცნენ; არა­მედ ფხი­ზე­ლი გო­ნე­ბით უკუ­აგ­დებს მათ და არ შე­ი­წყნა­რებს. ამ­გვა­რი გული და გო­ნე­ბა მი­მარ­თუ­ლია უფ­ლი­სა­კენ და ჩვე­ნი სწო­რი სუ­ლი­ე­რი ცხოვ­რე­ბის ცენ­ტრი ხდე­ბა. წმ. მა­მე­ბი წე­რენ: ძი­რი­თა­დად, ოთხი რამ იცავს სულს: ქველ­მოქ­მე­დე­ბა, ურის­ხვე­ლო­ბა, ჭირ­თა დათ­მე­ნა, წყე­ნის და­ვი­წყე­ბა.

ძი­რი­თა­დად, ასე­ვე, ოთხი რამ ვნებს მას: მოყ­ვა­სის სი­ძულ­ვი­ლი, შური, გან­კი­თხვა, მკვლე­ლო­ბა. სა­ერ­თოდ, გო­ნე­ბა ად­ვი­ლად იმღვრე­ვა, მაგ­რამ მა­ლე­ვე იწ­მინ­დე­ბა ლოც­ვით, წმინ­და წე­რი­ლის, წმინ­და­თა ცხოვ­რე­ბი­სა და მათი და­რი­გე­ბე­ბის კი­თხვით.

გუ­ლის სიწ­მინ­დის მო­პო­ვე­ბას კი ხან­გრძლი­ვი სუ­ლი­ე­რი შრო­მა სჭირ­დე­ბა. ამის მიღ­წე­ვა ჩვენ­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნაა, რად­გან ადა­მი­ა­ნის წრფე­ლი და გან­წმენ­დი­ლი გული არის ის ად­გი­ლი, სა­დაც ღმერ­თი ივა­ნებს. ინე­ბოს მა­ცხო­ვარ­მა, რო­გორც სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლო­ში, ისე მთელ მსოფ­ლი­ო­ში, ეს სი­ნერ­გია, ეს შეხ­ვედ­რა ყვე­ლას გულ­ში გან­ხორ­ცი­ელ­დეს.

უფალს ჩვე­ნი მო­ნა­ნუ­ლი და მად­ლი­ე­რი გული უნდა შე­ვა­გე­ბოთ და გა­ვა­ხა­როთ. სა­კუ­თარ ცოდ­ვა­თა შემცნო­ბი ადა­მი­ა­ნი ფრი­ად სათ­ნოა ღვთის­თვის.

ძველ „პა­ტე­რიკ­ში” წე­რია:

ერთხელ შე­წუ­ხე­ბულ­მა ხალ­ხმა ღმერ­თს მი­მარ­თა:

-რა­ტომ არის ამ­დე­ნი მკვლე­ლო­ბა, გა­უ­ტან­ლო­ბა, სი­ძულ­ვი­ლი, უბე­დუ­რე­ბა?

– თქვენ ეს არ მოგ­წონთ? – ჰკი­თხა უფალ­მა.

– რა თქმა უნდა, არა, – იყო პა­სუ­ხი.

და მი­უ­გო: – მაშ, რა­ტომ ომობთ, რა­ტომ ბო­როტ­მოქ­მე­დებთ, გა­ნი­კი­თხავთ და მძლავ­რობთ ერ­თმა­ნეთ­ზე?!

მარ­თლაც,ეს ყვე­ლა­ფე­რი ხომ ჩვე­ნი ნე­ბის, ჩვე­ნი არ­ჩევ­ნის შე­დე­გია. რა­ო­დენ უკე­თე­სი იქ­ნე­ბო­და, ყვე­ლას ის გვე­კე­თე­ბი­ნა, რაც მო­სა­წო­ნია ღვთის­თვის!

მა­ცხოვ­რის მოვ­ლი­ნე­ბით თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის და­ბა­დე­ბას უდი­დე­სი აზრი მი­ე­ნი­ჭა, რად­გან ამ დღი­დან ყო­ველ ადა­მი­ანს, გა­ნურ­ჩევ­ლად ასა­კი­სა, სქე­სი­სა, ეროვ­ნე­ბი­სა, აღმსა­რებ­ლო­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბი­სა, მი­ე­ცა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, თა­ვი­სი და­ბა­დე­ბის დღე უკ­ვდავ­ყოს და იე­სოს ამ­ქვეყ­ნად შობა აქ­ცი­ოს ცათა სა­სუ­ფე­ველ­ში, მა­რა­დი­ულ ნე­ტა­რე­ბა­ში, თა­ვი­სი შო­ბის გან­მსა­ზღვრე­ლად. ამი­ტო­მა­ცაა ეს დღე­სას­წა­უ­ლი ჩვენ­თვის დიდი ზე­ი­მის, სი­ხა­რუ­ლი­სა და ბედ­ნი­ე­რე­ბის მომ­ნი­ჭე­ბე­ლი.

ჩვენს მი­წი­ერ ყო­ფა­ში და­ცე­მაც და წა­მოდ­გო­მაც, წარ­მა­ტე­ბაც და წა­რუმ­ტე­ბე­ლო­ბაც მო­ნაც­ვლო­ბენ.

თუ დიდი ტკი­ვი­ლი ან გან­საც­დე­ლი შეგ­ხვდათ, ადა­მი­ან­თა ბო­რო­ტე­ბის, მტრო­ბის, შუ­რის, ღა­ლა­ტის მსხვერ­პლნი გახ­დით, გული არ გა­ი­ტე­ხოთ. მი­ი­ღეთ ეს, რო­გორც თქვენ­თვის სარ­გო მწა­რე, მაგ­რამ მა­კურ­ნე­ბე­ლი წა­მა­ლი, მი­ი­ღეთ, რო­გორც თქვენ­გან გა­სავ­ლე­ლი გზის სა­ჭი­რო მო­ნაკ­ვე­თი, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლებ­ლად დას­რულ­დე­ბა. თუმ­ცა მისი ხან­გრძლი­ვო­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, თქვე­ნი გული და გო­ნე­ბა რო­გორ უპა­სუ­ხებს ასეთ გა­მოწ­ვე­ვებს.

რა თქმა უნდა, თი­თო­ე­ულ ჩვენ­განს ჩვე­ნი ჯვა­რი გვაქვს სა­ტა­რე­ბე­ლი, მაგ­რამ არის სა­ერ­თო გან­საც­დე­ლე­ბიც. მა­გა­ლი­თად, დღეს პან­დე­მი­აა ასე­თი.

ხალ­ხი და­ით­რგუ­ნა მუდ­მი­ვი უარ­ყო­ფი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჩა­კეტვით, სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბით … მარ­თა­ლია, მსხვერ­პლი დი­დია და სიფრ­თხი­ლე ყოვ­ლა­და­უ­ცი­ლე­ბე­ლი, მაგ­რამ სა­სო­წარ­კვე­თას არ უნდა მი­ვე­ცეთ და არც შევ­შინ­დეთ. უნდა გან­გვამ­ტკი­ცოს რწმე­ნამ იმი­სა, რომ გარ­დაც­ვა­ლე­ბა არ ნიშ­ნავს არ­სე­ბო­ბის შე­წყვე­ტას, რად­გან ადა­მი­ა­ნის სული უკ­ვდა­ვია. მთა­ვა­რია, სუ­ლი­ე­რი სიკ­ვდი­ლის, მა­რა­დი­უ­ლი ტან­ჯვის მსხვერ­პლნი არ გავ­ხდეთ.

ყოვ­ლად­წ­მინ­და სა­მე­ბას ვა­ვედ­რებ ჩვენ­გან წა­სულ ჩვენს სუ­ლი­ერ შვი­ლებს, რომ შე­ი­წყა­ლოს ისი­ნი და აცხოვ­ნოს. სა­ქარ­თვე­ლოს თი­თო­ე­ულ მო­ქა­ლა­ქეს, სა­ზღვარ­გა­რეთ მცხოვ­რებ თა­ნა­მე­მა­მუ­ლეთ, აფხა­ზე­თი­სა და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში მყოფთ, სა­ერ­თოდ, ყვე­ლას, ვის­თვი­საც ძვირ­ფა­სია შო­ბის დღე­სას­წა­უ­ლი და ვინც თავს ჩვე­ნი ეკ­ლე­სი­ის შვი­ლად მი­იჩ­ნევს, – გთხოვთ, იცხოვ­რეთ ერ­თმა­ნე­თი­სა და სამ­შობ­ლო­სათ­ვის.

ჩვენ, ღვთის გან­გე­ბით, ერთ სივ­რცე­ში, ერთ პე­რი­ოდ­ში იმი­ტომ მოგ­ვი­წია ყოფ­ნა, რომ ამ მო­ცე­მუ­ლო­ბა­ში უნდა გა­მო­ვი­ცა­დოთ, უნდა შევ­ძლოთ ღვთის სა­დი­დებ­ლად „ურ­თი­ერ­თას სიმ­ძი­მე ვიტ­ვირ­თოთ და ეს­რეთ აღ­ვას­რუ­ლოთ სჯუ­ლი იგი ქრის­ტე­სი“ (გა­ლატ. 6.2).

ჩვე­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა შვი­ლებ­თან, მშობ­ლებ­თან, და-ძმებ­თან, ახლო თუ შო­რე­ულ ნა­თე­სა­ვებ­თან, მე­გობ­რებ­თან, მე­ზობ­ლებ­თან, თა­ნამ­შრომ­ლებ­თან, ნე­ბის­მი­ერ სხვა პი­როვ­ნე­ბას­თან, ისე­ვე, რო­გორც ჩვე­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სნე­ულ­თა, პა­ტი­მარ­თა და გა­ჭირ­ვე­ბულ­თად­მი, პი­რა­დი და საქ­ვეყ­ნო საქ­მი­სად­მი, გარ­დაც­ვლი­ლი ახ­ლობ­ლე­ბი­სა და წი­ნაპ­რე­ბი­სად­მი, ცხო­ვე­ლე­ბი­სა და გა­რე­მო­სად­მი … უდი­დე­სი გა­მოც­დი­სა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის წი­ნა­შე გვა­ყე­ნებს, რად­გან სა­დაც არ უნდა ვი­ყოთ და ვინც არ უნდა ვი­ყოთ, ყო­ვე­ლი ნა­ბი­ჯი ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბი­სა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

ძნე­ლია ასეთ დიდ სივ­რცე­ში იმოქ­მე­დო და შეც­დო­მე­ბი არ და­უშ­ვა. ჩვე­ნი ეგო­ის­ტუ­რი “მე“ ხომ მუდ­მი­ვად უძებ­ნის გა­მარ­თლე­ბას ჩვენს ცოდ­ვებს, არას­წორ საქ­ცი­ელს … ამას­თან, სა­კუ­თარ თავს ად­ვი­ლად ვპა­ტი­ობთ იმას, რა­ზეც სხვას მკაც­რად ვთხოვთ პა­სუხს. ხში­რად კი, სა­ერ­თო­დაც ვერ ვხე­დავთ ჩვენს ცოდ­ვებს.

უნდა ვის­წავ­ლოთ სა­კუ­თა­რი თა­ვის გა­რე­დან შე­ხედ­ვა, ჩვე­ნი ქმე­დე­ბე­ბის სხვი­სი თვა­ლით შე­ფა­სე­ბა და ობი­ექ­ტუ­რი გან­სჯა. ეს არის ამო­სა­ვა­ლი წერ­ტი­ლი ჩვე­ნი სწო­რი სუ­ლი­ე­რი ხედ­ვის­თვის. მა­შინ უკვე ღვთის შე­წევ­ნით, სი­ნა­ნუ­ლით, აღ­სა­რე­ბი­თა და ზი­ა­რე­ბით ყვე­ლაფ­რის გა­მოს­წო­რე­ბა და კე­თი­ლად წარ­მარ­თე­ბა იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

თი­თო­ე­ულ­მა ჩვენ­გან­მა ერთი წლის მან­ძილ­ზე თუნ­დაც ერთი არას­წო­რი ჩვე­ვა ან თვი­სე­ბა რომ აღ­მოვ­ფხვრათ, რამ­დე­ნად უკე­თე­სი გახ­დე­ბა ცხოვ­რე­ბა! და­ი­სა­ხეთ ეს მიზ­ნად.

***

გა­უფრ­თხილ­დით დროს!

დრო ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სია, თუ მისი სა­შუ­ა­ლე­ბით ცხო­ნე­ბას მო­ვი­პო­ვებთ; და­კარ­გულ დრო­ზე და­სა­ნა­ნიც არა­ფე­რია, თუ იგი წარ­წყმე­დის მი­ზე­ზად გვექ­ცე­ვა (ჩვენ კი ხში­რად სწო­რედ ფუ­ჭად გა­ტა­რე­ბუ­ლი დრო­ით ვხა­რობთ). არ­და­ვი­წყე­ბა გვმარ­თებს იმი­საც, რომ დრო­ის მო­თხოვ­ნი­ლე­ბე­ბი, დრო­ის სული ცვა­ლე­ბა­დია; ხში­რად იგი ცრუ იდე­ა­ლებს გვთა­ვა­ზობს და ბევ­რი შეჰ­ყავს შეც­დო­მა­ში იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ ხე­და­ვენ, რაც გუ­შინ სა­მა­გა­ლი­თოდ ით­ვლე­ბო­და, მას დღეს დას­ცი­ნი­ან და რა­საც დღეს აქე­ბენ, ხვალ შე­იძ­ლე­ბა და­ი­წუ­ნონ. სწო­რად მო­იქ­ცე­ვი, თუ შეძ­ლებ, იაზ­როვ­ნო ისე და აკე­თო ის, რაც მა­რა­დი­უ­ლი ცხოვ­რე­ბის­თვის იქ­ნე­ბა სარ­გებ­ლის მომ­ტა­ნი.

ამი­ტო­მაც, ორი­ენ­ტი­რად ღმერ­თი და მისი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი აირ­ჩიე, იგია მხო­ლოდ უც­ვა­ლე­ბე­ლი, ზედ­რო­უ­ლი და ჭეშ­მა­რი­ტი. მი­ემ­სგავ­სე ლოტს, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე მძი­მე გა­რე­მო­ში, სო­დომ­ში, ცხოვ­რობ­და, მაგ­რამ უფ­ლის მცნე­ბას არ ღა­ლა­ტობ­და. ამას შენც შეძ­ლებ, თუ მუდ­მი­ვად უფალს და­ეყ­რდნო­ბი და მისი მცნე­ბე­ბით იმოქ­მე­დებ. ეკ­ლი­ა­ნია ეს გზა, მაგ­რამ თან ახ­ლავს სი­ხა­რუ­ლი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც ყვე­ლა გან­საც­დელს, ყვე­ლა სირ­თუ­ლეს ად­ვი­ლად დაგ­ვაძ­ლე­ვი­ნებს, ზოგს შე­უმ­ჩნევ­ლა­დაც, იმის მსგავ­სად, რო­გორც ჯან­საღ სხე­ულ­ში შე­უმ­ჩნევ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობს სხვა­დას­ხვა ურ­თუ­ლე­სი პრო­ცე­სი. შენ ხარ მო­წო­დე­ბუ­ლი, რათა იყო შე­მოქ­მე­დის თვალ­შე­უდ­გა­მი ნათ­ლის თა­ნა­ზი­ა­რი;

მთე­ლი სამ­ყა­რო, რო­გორც ცო­ცხა­ლი წიგ­ნი, შენს წი­ნა­შეა გა­დაშ­ლი­ლი და ქა­და­გებს ყოვ­ლად­წ­მი­და სა­მე­ბის დი­დე­ბას. სიყ­ვა­რუ­ლით გვიმ­ზერს ბეთ­ლემს შო­ბი­ლი ყრმა იესო, თა­ვის­კენ გვიხ­მობს და მოგ­ვი­წო­დებს: აირ­ჩიე სი­ცო­ცხლე, აირ­ჩიე ნე­ტა­რი მა­რა­დი­უ­ლო­ბა! ქარ­თველ­ნო, აფხაზ­ნო, ოსნო, ბერ­ძენ­ნო, უკ­რა­ი­ნელ­ნო, რუს­ნო, ასი­რი­ელ­ნო, სო­მეხ­ნო, ებ­რა­ელ­ნო, აზე­ბა­ი­ჯა­ნელ­ნო, უდინ­ნო, იე­ზიდ­ნო, ქურთნო, ინ­გუშ­ნო, ჩერ­ქეზ­ნო, ჩე­ჩენ­ნო, ლეკ­ნო, ყო­ველ­ნო შვილ­ნო ივე­რი­ის ეკ­ლე­სი­ი­სა, – იხა­რებ­დით, რა­მე­თუ ღმერ­თი გა­მოჩ­ნდა დღეს ხორ­ცით; აქე­ბენ მოგ­ვნი, მწყემსთა თანა განკვირ­ვე­ბულ­ნი, შო­ბა­სა მის­სა ქალ­წუ­ლი­სა­გან და დი­დე­ბა­სა შეს­წირ­ვენ ან­გე­ლოზ­თა გუნდთა თანა (იო­ა­ნე მტბე­ვა­რი). ჩვენც ან­თე­ბუ­ლი სან­თლით კრძალ­ვით მი­ვე­ახ­ლოთ მას და სი­ხა­რუ­ლით ღა­ღადვ­ყოთ:

დი­დე­ბა ძალ­სა შენ­სა, მხსნე­ლო ყო­ველ­თაო! დი­დე­ბა და მად­ლო­ბა შენ­და, საღ­მრთო­ი­თა მად­ლი­თა სოფ­ლი­სა აღ­მავ­სე­ბე­ლო! დი­დე­ბა შენ­და, სა­სო­ე­ბაო ჩვე­ნო, დიდო მღვდელმთა­ვა­რო, მე­ფეო და ღმერ­თო ჩვე­ნო! თქვენ­თვის მა­რად­ჟამს სიყ­ვა­რუ­ლით მლოც­ვე­ლი.

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 85
    ბოლო ცნობები ინდოეთიდან, სადაც ფეხით მოსიარულეთა ხიდის ჩანგრევას 141-მდე ადამიანი ემსხვერპლა - დაკავებულია 9 ადამიანიინ­დო­ეთ­ში, გუ­ჯა­რა­თის შტატ­ში ხი­დის ჩა­მონ­გრე­ვის საქ­მე­ზე 9 ადა­მი­ა­ნი და­ა­კა­ვეს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას CNN-ი ავ­რცე­ლებს. გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, გა­მო­ძი­ე­ბა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს. ყვე­ლა და­კა­ვე­ბუ­ლი და­კავ­ში­რე­ბუ­ლია "ორე­ვას­თან" - ინ­დო­ე­თის ერთ-ერთ მთა­ვარ ბრენ­დულ კერ­ძო კომ­პა­ნი­ას­თან, რო­მე­ლიც ქა­ლაქ მორ­ბის 230-მეტ­რი­ა­ნი ხი­დის მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბა­ზე იყო პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი. შტა­ტის პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სის აშოკ კუ­მარ ია­და­ვის თქმით, და­კა­ვე­ბულ­თა შო­რი­საა კომ­პა­ნი­ის ორი მე­ნე­ჯე­რი…
  • 81
    „ძალიან დაბალია იმის ალბათობა, რომ იგივე სიმძლავრის მიწისძვრა კიდევ განმეორდეს“ - როგორ უნდა მოვიქცეთ მიწისძვრის დროს: სეისმოლოგის რჩევებიილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რის, სე­ის­მო­ლოგ ზუ­რაბ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, შე­უძ­ლე­ბე­ლია იმის პროგ­ნო­ზი­რე­ბა, თუ რო­დის და რა სიმ­ძლავ­რის მი­წისძვრა მოხ­დე­ბა, თუმ­ცა, რო­გორც მან "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და, გუ­შინ­დე­ლი მი­წისძვრის შემ­დეგ მო­რი­გი მძლავ­რი ბიძ­გე­ბის გან­მე­ო­რე­ბის ალ­ბა­თო­ბა ნაკ­ლე­ბია. ამას­თან, მისი გან­მარ­ტე­ბით, გუ­შინ­დე­ლი მი­წისძვრის შემ­დეგ და­ახ­ლო­ე­ბით 6-7 გან­მე­ო­რე­ბი­თი ბიძ­გი, ე.წ. აფ­თერ­შო­კი და­ფიქ­სირ­და, რო­მელ­თა­გან ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი 4,5 მაგ­ნი­ტუ­დის…
  • 70
    შარლ მიშელის დოკუმენტს „ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციის ნაწილმა ხელი მოაწერაშარლ მი­შე­ლის დო­კუ­მენტზე - „სა­ქარ­თვე­ლოს წინსვლის გზა“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და ოპო­ზი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის ნა­წილს შო­რის შე­თან­ხმე­ბა შედ­გა. დო­კუ­მენტს ხელი დღეს, ორ­ბე­ლი­ა­ნის სა­სახ­ლე­ში მო­ე­წე­რა. კერ­ძოდ, შე­თან­ხმე­ბის ტექსტს ოპო­ზი­ცი­უ­რი სპექტრი­დან ხელი მო­ა­წე­რეს „სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის“ თავ­მჯდო­მა­რე გი­ორ­გი ვა­შა­ძემ, „ლე­ლოს“ ლი­დე­რებ­მა - ბად­რი ჯა­ფა­რი­ძემ და მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ, „რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის“ თავ­მჯდო­მა­რე ხა­თუ­ნა სამ­ნი­ძემ, „მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა…
  • 66
    სალომე ზურაბიშვილმა მოსმენებთან დაკავშირებულკანონპროექტს ვეტო დაადოსაქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა  მოს­მე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ კა­ნონპ­რო­ექტს ვეტო და­ა­დო. რო­გორც სა­ლო­მე მან ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, ის ვე­ტოს და­ა­დებს შემ­დე­გი 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა კა­ნონს, რო­მე­ლიც არას­წო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი. „მე არ ვი­ყე­ნებ­დი ვე­ტოს, რად­გან მი­მაჩ­ნია, რომ როცა იცი, რომ დაძ­ლე­უ­ლი იქ­ნე­ბა, ინ­სტი­ტუ­ტის­თვის არ ვარ­გა ვე­ტოს გა­მო­ყე­ნე­ბა და მერე დაძ­ლე­ვა, მაგ­რამ დღეს…
  • 53
    გურიაში ვიზიტორების რაოდენობამ პანდემიამდელ ნიშნულსაც გადააჭარბა - რეგიონში უძრავი ქონება სულ უფრო მოთხოვნადი ხდებაგურიაში ვიზიტორების რაოდენობამ პანდემიამდელ ნიშნულსაც კი გადააჭარბა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წელს გურიაში ადგილობრივი ვიზიტორების რაოდენობამ 29.1 ათასი ადამიანი შეადგინა. ეს მაშინ, როდესაც 2020 წელს 23.1 ათასი ვიზიტორი დაფიქსირდა, 2019 წელს - 26.9 ათასი, ხოლო 2018 წელს - 25.6 ათასი. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ რეგიონს ჯამში გაცილებით დიდი რაოდენობით…