მოქალაქეთა ჯგუფმა ალმათის აეროპორტი დაიკავა.
BBC-ს ინფორმაციით, ავიაკომპანიებმა ალმათის აეროპორტიდან ფრენები შეაჩერეს. ქუვეითისა და აზერბაიჯანის ავიახაზები ფრენების გაუქმებას ალმათის მოვლენებს უკავშირებენ.
ყაზახური მედია იტყობინებოდა, რომ ქალაქის აეროპორტი 40-მდე მომიტინგემ დაიკავა. მანამდე ქალაქში საღამოს ფრენა რუსულმა აეროფლოტმა გააუქმა.
ინტერფაქსის ცნობით, კიდევ ერთი რეისი გაუქმდა მოსკოვიდან.
აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში შეზღუდულია წვდომა ინტერნეტზე, გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი.
პროტესტი ყაზახეთის რამდენიმე რაიონში გაზის ფასის მომატების გამო დაიწყო. რამდენიმე დღეში მან მთელი ქვეყანა მოიცვა. ახლა აქციის მონაწილეები პრეზიდენტის და მთავრობის გადადგომას მოითხოვენ.
ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა სატელევიზიო გამოსვლაში განაცხადა, რომ ის ქვეყნის უშიშროების საბჭოს უხელმძღვანელებს. აქამდე ამ თანამდებობას ნურსულთან ნაზარბაევი ხელმძღვანელობდა.
მსგავსი სტატიები
- 57
ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
- 56
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 55
კომპანია „კოხტაძირის“ მფლობელი ბეჟან ნაკაიძე „გურიის მოამბის“ ინფორმაციას და ტვ. „მთავარის“ რეპორტაჟს, რომ იგი ხელფასის გაუცემლობის მიზეზით საკუთარმა დაქირავებულმა მუშებმა, ტრაქტორისტებმა და მძღოლებმა სცემეს, პასუხობს: „გზის განაპირა ბლოკიდან ჩამოსვლისას, უხერხული მოძრაობის გამო ფეხი მოვიტეხე და ოპერაცია ჩამიტარდა. ახლა ნორმალურად ვარ, ოპერაციამაც წარმატებით ჩაიარა და სწრაფად შეხორცებასა და რეაბილიტაციაში დამეხმარება _…
- 55
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ გმობს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პირველი არხიდან წამყვანების გათავისუფლებას და მიიჩნევს, რომ ეს მაუწყებლის მხრიდან მენეჯმენტის მიკერძოებული პოლიტიკისადმი კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლების დევნისა და შევიწროების მავნე პრაქტიკის გაგრძელებაა. 11 აპრილს ცნობილი გახდა, რომ მაუწყებელმა ხელშეკრულებები შეუწყვიტა დღის საინფორმაციო გამოშვება „მოამბისა“ და თოქ-შოუ „რეალური სივრცის“ წამყვანებს - ვასილ ივანოვ-ჩიქოვანსა და ნინო ზაუტაშვილს,…
- 55
ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა გააკეთოს ის, რაც დღეს ბიძინა ივანიშვილს ძალიან სჭირდება – ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა, დახუროს „მთავარი არხი“. ამას ოქუაშვილი აკეთებს რამდენიმე თვის წინ მის მიერ დანიშნული დირექტორის და მისი დავალებების მორჩილი შემსრულებლის, გოგი ქურდაძის ხელით – აცხადებს “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი გიორგი გაბუნია საგანგებო ბრიფინგზე. გიორგი გაბუნიას განცხადებით, ქურდაძე სპეციალურად…