კომპანია „კოხტაძირის“ მფლობელი ბეჟან ნაკაიძე „გურიის მოამბის“ ინფორმაციას და ტვ. „მთავარის“ რეპორტაჟს, რომ   იგი ხელფასის გაუცემლობის მიზეზით საკუთარმა  დაქირავებულმა მუშებმა, ტრაქტორისტებმა და მძღოლებმა სცემეს, პასუხობს:

„გზის განაპირა ბლოკიდან ჩამოსვლისას, უხერხული მოძრაობის გამო ფეხი მოვიტეხე და ოპერაცია ჩამიტარდა. ახლა ნორმალურად ვარ, ოპერაციამაც წარმატებით ჩაიარა და სწრაფად შეხორცებასა და რეაბილიტაციაში დამეხმარება _ მალე დავუბრუნდები სამუშაო პროცესს.

ჩვენი ოზურგეთი და მისი ღირსეული საზოგადოება რომ ვიცი, ის დიდი პატივისცემა, რომელიც ჩვენს მშობლებს და ჩვენ ერთმანეთთან გვაქვს –  გაკვირვებული და შეურაცხყოფილი დავრჩი  ტვ – „მთავარის“  სიცრუეზე და დეზინფორმაციაზე დაფუძნებულ რეპორტაჟზე, თუ როგორ გააშუქეს ჩემი ამბავი.

ადამიანს რომ ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და მოკითხვის ნაცვლად, ასეთ სამარცხვინო დეზინფორმაციას გაუვრცელებ, ამას რა ჰქვია?!… არც ერთი ინფორმაცია, რომელიც გაშუქდა,  არ შეესაბამება სიმართლეს და არის  ცილისწამება და დისკრიმინაცია ჩემი კომპანიის და ჩემს მიმართ“ _წერს ბეჟან ნაკაიძე.

 

 

მსგავსი სტატიები

  • 70
    თურქეთში ავტობუსი ხიდიდან გადავარდა, არიან დაღუპულები და დაშავებულებითურქეთის ყარსის პროვინციაში სამგზავრო ავტობუსი ხიდიდან გადავარდა, რის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა და 23 დაშავდა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ავტობუსი, რომელიც ბურსა-ყარსის რეისს ასრულდებდა, სოფელ კარაკურტთან 50 მეტრის სიმაღლის ხიდიდან ხევში გადავარდა. მიმდინარეობს ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზების დადგენა.
  • 65
    აზერბაიჯანში სასაზღვრო სამსახურის ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადააზერბაიჯანში, საწვრთნელი ფრენის დროს სასაზღვრო სამსახურის ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა, რის შედეგადაც დაიღუპა 14 და დაშავდა 2 ადამიანი, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. „ჩვენი ვერტმფრენი ავარიულად დაეშვა გარეჰეიბათის საავიაციო პოლიგონზე სავარჯიშო ფრენების შესრულებისას", - განაცხადა სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის უფროსის მოადგილემ ილჰამ მეჰდიევმა. კატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მომხდართან დაკავშირებით აზერბაიჯანის გენერალურმა პროკურატურამ…
  • 65
    რუსული არმია ხარკოვის რეგიონს ბომბავსრუსული არმია ხარკოვის რეგიონს ბომბავს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის ოლქის პოლიციის Telegram-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცლებს. „მტერმა კვლავ დაიწყო ხარკოვის რეგიონის დაბომბვა. ნუ უგულებელყოფთ საჰაერო თავდასხმის სიგნალებს. დარჩით თავშესაფრებში“, _ ნათქვამია პოსტში. როგორც ცნობილია, 9 ივნისს რუსმა ოკუპანტებმა სხვადასხვა ტიპის იარაღით დაბომბეს ხარკოვის, კუპიანსკის, ჩუჰუივის, ბოჰოდუხივის და იზუმის დასახლებები.
  • 64
    საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას „ალიონის“არქივის ნაწილი გადაეცადღეს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას გურიის რეგიონალური გაზეთ „ალიონის“ არქივის ნაწილი გადაეცა. _ გაზეთ „ალიონის“ არქივის დიდი ნაწილი (1931 წლიდან ყოფილი „ლენინის დროშა,“ გაზეთი „გურია,“ ალიონი“) საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაშია დაცული,(ვგულისხმობთ გაზეთის თითო ეგზემპლარს“). 2013 წლიდან საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკასა და გაზეთ „ალიონს“ შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის შესაბამისად  ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცულია  ბოლო…
  • 63
    ოკუპირებულ მაკეევკაში 8 კაციანი ოჯახი დახვრიტეს, მათ შორის 4 ბავშვი - უკრაინული მედიარუსებმა დონეცკის ოლქში, დროებით ოკუპირებულ მაკეევკაში, 8 კაციანი ოჯახი დახვრიტეს, მათ შორის 4 ბავშვი. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. მარიუპოლის მერის მრჩევლის, პეტრ ანდრიუშჩენკოს თქმით, მკვლელობა „ვაგნერელებმა“ ჩაიდინეს. მედიის ცნობით, დაღუპულთაგან ყველაზე უმცროსი 1 წლის ბავშვია. დაიღუპნენ 7 და 9 წლის ბავშვებიც. მოგვიანებით, დამპყრობლების ე.წ. „შინაგან საქმეთა სამინისტრომ“ გაავრცელა ინფორმაცია,…