მდინარე ბახვისწყალზე, ბუნებრივ ჩამონადენზე მომუშავე დაგეგმილი ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა 2022 წლის 11 თებერვალს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის და ასევე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკაურას ადმინისტრაციულ შენობებში გაიმართა. განხილვას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, საჯარო სკოლისა და ბაღის ხელმძღვანელები და პედაგოგები და მთისპირის თემის ოთხივე სოფლის (მთისპირი, ოქროსქედი, ვანისქედი, უკანავა) და სოფელ ჩხაკაურასმოსახლეობა.  ჩხაკაურაში მიმდინარე განხილვას, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი, ბატონი დავით შარაშიძეც ესწრებოდა.

ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის პროექტი სამინისტროს წარმომადგენელმა წარადგინა, რის შემდეგაც სიტყვით განმახორციელებელი კომპანიის „სი-სი-ი-ეიჩჰაიდროVI“-ის დირექტორი, მიხეილ ნიბლაძე გამოვიდა.  პროექტის ტექნიკურმა მენეჯერმა გიგლა სიხარულიძემ, პროექტის ტექნიკური პარამეტრების შესახებ ისაუბრა; განხორციელებული კვლევები, გარემოსდაცვითი საკითხები და სოციალური პროგრამა კი, პროექტის გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მენეჯერმა, დავით მიქელაძემ მიმოიხილა.

მთისპირსა და ჩხაკაურაშიგამართულ საჯარო განხილვებმა კითხვა – პასუხის რეჟიმში ჩაიარა, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ დაფიქსირდა ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ინტერესი, რაც დამსწრეთა სიმრავლეში გამოიხატებოდა. დამსწრე საზოგადოებას აინტერესებდა კომპანიის გეგმები როგორც გარემოს დაცვით საკითხებთან დაკავშირებით, ასევე დიდი ინტერესი გამოიწვია სოციალურმა პროგრამამ და მისგანხორციელებასთან დაკავშირებულმა საკითხებმა. აღინიშნა, რომ სამუშაოები, რომელიც კომპანიამ გასწია გზშ-ს მოსამზადებელ პერიოდში, ფასდაუდებელია. ასევე, ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ შემუშავებული სოციალური პროგრამა პასუხობს სწორედ იმ საჭიროებებს და გამოწვევებს, რომელიც რეალურად არსებობს პროექტის მიმდებარედ არსებულ სოფლებში. ორივე სოფლის მოსახლეობამ მხარდაჭერა გამოუცხადა პროექტს.

„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ თანახმად, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის გზშ-ს ანგარიში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჩაბარდა 2021 წლის 20 დეკემბერს და სამინისტროს ოფიციალური გვერდზე გასაჯაროვდა 2021 წლის 23 დეკემბერს.

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 87
    „ბახვი 1“ ჰიდროელექტროსადგურის სოციალური პროექტი მთისპირშიმდინარე ბახვისწყალი, (სიგრძე 42კმ.), რომელიც მესხეთის ქედის ჩრდილო-დასავლეთ კალთაზე, სამთო დასახლება ზოტიყელის სიახლოვეს იღებს სათავეს, იერთებს 90-ზე მეტ სამთო შენაკადს, რომელთა საერთო სიგრზე 127 კილომეტრს შეადგენს,  გაივლის კურორტ ბახმაროს, სოფლებს უკანავა, ვანისქედი, მთისპირი, ოქროსქედი, მშვიდობაური, ფამფალეთი, ზედა ბახვი  და სოფელ ნაგომართან ერთვის მდინარე სუფსას. მდინარე ბახვისწყლის საშუალო წლიური ხარჯი 6,18…
  • 76
    ნამახვანჰესზე მომუშვე ორგანიზაციების განცხადებასოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC), მწვანე ალტერნატივა და საია, შეშფოთებას გამოვთქვამთ, რომ ნამახვანი ჰესის პროექტის განხორციელებისას ჩადენილი ფუნდამენტური კანონდარღვევების, ადამიანის უფლებების უხეში შელახვის, სახელმწიფო ინტერესების დათმობით დადებული ხელშეკრულების, გაუმჭვირვალობისა და ინსტიტუციური ჩავარდნების შესახებ ჩვენ მიერ გაჟღერებული კრიტიკის საპასუხოდ ხელისუფლება უარს ამბობს დიალოგის პროცესზე და აგრძელებს ადგილობრივების შეკრების, გარემოს დაცვის, საჯარო…
  • 75
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 74
    ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა ჩოხატაურსა და ოზურგეთში ჩატარდამდინარე ბახვისწყალზე, ბუნებრივ ჩამონადენზე მომუშავე დაგეგმილი ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა 2022 წლის 10 თებერვალს ჩოხატაურსა და ოზურგეთში, მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ შენობებში გაიმართა. საჯარო განხილვის ორგანიზატორი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროა. ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის პროექტი სამინისტროს წარმომადგენელმა წარადგინა, რის შემდეგაც სიტყვით…
  • 73
    ჩოლოქის ბრძოლა1918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…