წყალმომარაგების ახალი სისტემები, საცხოვრისი პირობების გაუმჯობესება, გზების კაპიტალური რეაბილიტაცია და სოციალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა  ავთანდილ თალაკვაძემ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომაზე 16 პროექტი წარადგინა, რომელთა განხორციელება იწყება, ხოლო ნაწილი უკვე დაწყებულია და დაგეგმილ ვადებში დასრულდება.

_ „პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერით, „განახლებული რეგიონების პროგრამის“ ფარგლებში უკვე დავიწყეთ ოზურგეთის ცენტრალური პარკის რეკონსტრუქცია და სრული რეაბილიტაცია. მალე დასრულდება ყოფილი ფოსტის შენობის იერსახის მოწესრიგება და მიმდინარე წელს განახლდება ადმინისტრაციული შენობის ინფრასტრუქტურა. საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული მართვის პროგრამის ფარგლებში ვიწყებთ დოლიძისა და ბოლქვაძის ქუჩების რეკონსტრუქცია და რეაბილიტაციას, სოფელ შრომაში ვიწყებთ საბავშვო ბაღის მშენებლობას, შედეგად ბავშვები უსაფრთხო და კეთილმოწყობილ შენობაში მიიღებენ შესაბამის მომსახურებას. მუნიციპალური განვითარების ფონდთან ერთად, დაბა ურეკში დავიწყეთ 450 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის და დამხმარე ინფრასტრუქტურის მშენებლობა. სოფელ ნაგომარში ვიწყებთ ხანძრის შედეგად განადგურებული ინფრასტრუქტურის საბავშვო ბაღის, საექიმო ამბულატორიისა და ადმინისტრაციული ოფისის აღდგენას – ჯამში დაიხარჯება 300 000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან და 300 000 ლარი იაპონიის მთავრობის გრანტიდან. პროგრამა „იყავი თანამმართველი“ – დასრულდება დაწყებული პროექტები და ასევე, გამოცხადდება ახალი საკონკურსო იდეების მიღება“- განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.

ოზურგეთის მერის განცხადებით, უახლოეს პერიოდში დასრულდება გზის ინფრასტრუქტურული განახლების სამუშაოები „ციხისფერდი-გურიანთის საავტომობილო გზის რეაბილიტაციაზე დაიხარჯება 589 728 ლარი; შეკვეთილის საკურორტო ზონაში გზის რეაბილიტაციაზე ჯამში დაიხარჯება 665 360 ლარი; შეკვეთილის საკურორტო ზონაში (კაპროვანში) გზის რეაბილიტაციას 542 016 ლარი მოხმარდება, ხოლო სოფელ ხვარბეთში საავტომობილო გზის რეაბილიტაციისთვის დაიხარჯება 411 720 ლარი. ასევე, დასრულდება ჯორჯიაშვილი ქუჩის 1 შესახვევის რეაბილიტაცია – 212 380 ლარი. განხორციელდება სოფელი დვაბზუს ცენტრიდან მაგისტრალურ გზასთან დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის პროექტი – 701 178 ლარი. დაიწყება ქალაქ ოზურგეთში, ანასეულის უბანში მეცნიერების ქუჩაზე საავტომობილო გზის რეაბილიტაცია – 1 212 340 ლარი. ტენდერი გამოცხადებულია და მარტის ბოლოს დაიწყება აქტიური სამშენებლო სამუშაოები“. მერმა ყურადღება წყალმომარაგების მასშტაბურ პროექტებზეც გაამახვილა. „დასრულდება ზემო ნატანების წყალმომარაგების ქსელის მშენებლობა – სტაბილური წყალმომარაგებით ისარგებლებს 700 ოჯახი. ასევე, წვერმაღალას და ზემო ურეკის წყალმომარაგების ქსელის მშენებლობა, სადაც სტაბილური წყალმომარაგებით 400 ოჯახი ისარგებლებს. იწყება ცხემლისხიდის, დვაბზუს და მშვიდობაურის წყალმომარაგების ქსელის მშენებლობა – წყალმომარაგებით ისარგებლებს 1200 ოჯახი. ასევე იწყება ქალაქ ოზურგეთის წყალმომარაგების ქსელის მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები და გამრიცხველიანება. პროექტირების პერიოდი არის 8 თვე, მშენებლობის პერიოდი 18 თვე, დასრულების სავარაუდო თარიღი 2024 წლის მაისი. პროექტის სავარაუდო ღირებულება 7 500 00 ლარი. პროექტის დასრულების შემდეგ ქალაქ ოზურგეთის მოსახლეობა სრულად იქნება უზრუნველყოფილი 24 საათიანი წყალმომარაგებით. სოფელ ლიხაურში დავასრულებთ ე.წ. ოქროს მუხუროს უბანში წყლის სისტემის მშენებლობას – ჯამში დაიხარჯება 274 174 ლარი; ძიმითში ასევე დავასრულებთ ე.წ. ნასაკირალის უბანში წყლის სისტემის მშენებლობას, რისთვისაც დაიხარჯება 52 146 ლარი“. ოზურგეთში ფარნავაზ მეფის ქუჩა N1 -ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის იერსახის განახლება დაიწყება. ეს არის საწყისი ეტაპი კორპუსების განახლების პროგრამის ფარგლებში, რისთვისაც 1 366 136 ლარი დაიხარჯება. მერის თქმით, აღნიშნული პროექტი მათი წინასაარჩევნო დაპირება და 8 პუნქტიანი გეგმის ნაწილი იყო. ავთანდილ თაალკვაძის განცხადებით, ამიერიდან სამუშაო სხდომები და საკითხები, რომელსაც განიხილავენ, ინტერნეტ მედიითაც გადაიცემა და მოქალაქეებს ექნებათ საშუალება თვალი ადევნონ, თუ რა საკითხები გამოდის მერიის სხდომებზე, რა დავალებები გაიცემა და რა იგეგმება ოზურგეთში.

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 72
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 59
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 58
    ჩოლოქის ბრძოლა1918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…
  • 53
    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებსსაგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს რეგიონების _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას. ამასთან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღითიდღე უარესდება ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა. „2008 წლის 7 აგვისტოს 13 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ…
  • 53
    ბეჭდური მედიის მონიტორინგის წინასწარი ანგარიშიდღეს,  მუნიციპალური არჩევნების „ინტერნიუს საქართველოს“  მედიამონიტორინგის წინასწარი ანგარიშის ონლაინ პრეზენტაცია გაიმართა. ონლაინ პრეზენტაციის მონაწილეებს მიესალმნენ ანა ჩერნიშოვა, საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი და ინფორმაციის განყოფილების უფროსის მოადგილე; ევია კოტანი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის  პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების უფროსის მოადგილე. პრესა და რადიოში მონიტორინგის შედეგები წარმოადგინა პროექტის მენეჯერმა ეკა ბერიძემ_„ინტერნიუსი-საქართველო“. „ინტერნიუს…